https://sputnik-georgia.com/20260315/saqartvelo-momxmarebelta-dacvis-saertasoriso-qsels-erti-wlis-ganmavlobasi-uxelmzrvanelebs-297596317.html
საქართველო მომხმარებელთა დაცვის საერთაშორისო ქსელს ერთი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს
საქართველო მომხმარებელთა დაცვის საერთაშორისო ქსელს ერთი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს
Sputnik საქართველო
საქართველოში მომხმარებელთა უფლებების კუთხით არსებულ ვითარებაზე დღეს ბათუმში გამართულ ღონისძიებაზე მსჯელობდნენ. 15.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-15T18:36+0400
2026-03-15T18:36+0400
2026-03-15T18:36+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23438/08/234380868_0:104:2048:1256_1920x0_80_0_0_ef51fa5110448ee21093628f99c9323b.jpg
თბილისი, 15 მარტი — Sputnik. მომხმარებელთა დაცვის საერთაშორისო ქსელს ICPEN-ს 2026-2027 წლებში საქართველო უხელმძღვანელებს, განაცხადა საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ ბათუმში, მომხმარებლის დაცვის IV საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.ICPEN-ის საერთაშორისო ქსელი 90-მდე ქვეყანას აერთიანებს მთელი მსოფლიოდან, რომელთაც მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით შესაბამისი უწყებები გააჩნიათ. ICPEN-ს ყავს წევრები, პარტნიორები და დამკვირვებელი ორგანიზაციები. დამკვირვებლები არიან - მსოფლიო ბანკი, UNCTAD, OECD, ევროკომისია. GCCA ორგანიზაციის წევრი 2023 წელს გახდა. 2022 წლიდან ორგანიზაციას ავსტრალიის, პოლონეთის, აშშ-ს შესაბამისი უწყებები ხელმძღვანელობდნენმისი თქმით, ამავე კონტექსტში, განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ სააგენტომ ICPEN-ისა და მსოფლიო ბანკის მიერ დაწესებული 2025 წლის მომხმარებელთა განათლების ჯილდო მოიპოვა.“აღნიშნული ჯილდო ადასტურებს, რომ მომხმარებელთა ინფორმირება და განათლება ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია", - აღნიშნა GCCA-ის თავმჯდომარემ.თბილისსა და რეგიონებში 9-16 მარტს მომხმარებლის დაცვის IV საერთაშორისო კვირეული იმართება. კვირეულის ჩატარება მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს უკავშირდება, რომელიც ყოველწლიურად 15 მარტს აღინიშნება.კვირეულის ფარგლებში ბათუმში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ლექვინაძემ ყურადღება დაუთმო ასევე GCCA-ის მიერ შემუშავებულ ძირითად სტანდარტებს, სახელმძღვანელო დოკუმენტებს და სააგენტოს მიერ ბოლო წლებში მიღწეულ პროგრესს საერთაშორისო აღიარების თვალსაზრისით.მისივე თქმით, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ განხილული საქმეების 90 % მომხმარებლის სასარგებლოდ წყდება და, გასულ წელს, ჯამში, მომხმარებლებს 1 მლნ ლარზე მეტი აუნაზღაურდათ.ბათუმში ღონისძიების მონაწილეებს, ასევე, მისასალმებელი სიტყვით მიმართეს პარლამენტის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა დავით ონოფრიშვილმა, სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე გოგა გულორდავამ და კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ლევან კალანდაძემ.ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეებმა მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით დანერგილი სტანდარტები და აღსრულების მექანიზმები მიმოიხილეს.მომხმარებლის დაცვის IV საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ბოლო ღონისძიება, ხვალ, წყალტუბოში გაიმართება.2023–2025 წლებში, კვირეულის ფარგლებში ჩატარებულ ღონისძიებებში მონაწილეობა 2000-მდე დაინტერესებულმა პირმა მიიღო. შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის: თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ახალქალაქში, გურჯაანსა და ქუთაისში გაიმართა.მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე, 15 მარტი, მსოფლიო მასშტაბით 1983 წლიდან აღინიშნება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23438/08/234380868_117:0:1930:1360_1920x0_80_0_0_e0000417054021b3c967b88e4df10727.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
საქართველო მომხმარებელთა დაცვის საერთაშორისო ქსელს ერთი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს
საქართველოში მომხმარებელთა უფლებების კუთხით არსებულ ვითარებაზე დღეს ბათუმში გამართულ ღონისძიებაზე მსჯელობდნენ.
თბილისი, 15 მარტი — Sputnik. მომხმარებელთა დაცვის საერთაშორისო ქსელს ICPEN-ს 2026-2027 წლებში საქართველო უხელმძღვანელებს, განაცხადა საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ ბათუმში, მომხმარებლის დაცვის IV საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
ICPEN-ის საერთაშორისო ქსელი 90-მდე ქვეყანას აერთიანებს მთელი მსოფლიოდან, რომელთაც მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით შესაბამისი უწყებები გააჩნიათ. ICPEN-ს ყავს წევრები, პარტნიორები და დამკვირვებელი ორგანიზაციები. დამკვირვებლები არიან - მსოფლიო ბანკი, UNCTAD, OECD, ევროკომისია. GCCA ორგანიზაციის წევრი 2023 წელს გახდა. 2022 წლიდან ორგანიზაციას ავსტრალიის, პოლონეთის, აშშ-ს შესაბამისი უწყებები ხელმძღვანელობდნენ
"საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოსთვის განსაკუთრებული პატივია, რომ 2026-2027 წლებში საქართველო უხელმძღვანელებს მომხმარებელთა დაცვის საერთაშორისო ქსელს - ICPEN-ს. ეს წარმოადგენს მნიშვნელოვან აღიარებას ჩვენი ინსტიტუციური განვითარების, საერთაშორისო თანამშრომლობისა და იმ პროგრესის, რომელიც ქვეყანამ მომხმარებელთა დაცვის სფეროში განახორციელა”, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
მისი თქმით, ამავე კონტექსტში, განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ სააგენტომ ICPEN-ისა და მსოფლიო ბანკის მიერ დაწესებული 2025 წლის მომხმარებელთა განათლების ჯილდო მოიპოვა.
“აღნიშნული ჯილდო ადასტურებს, რომ მომხმარებელთა ინფორმირება და განათლება ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია", - აღნიშნა GCCA-ის თავმჯდომარემ.
თბილისსა და რეგიონებში 9-16 მარტს მომხმარებლის დაცვის IV საერთაშორისო კვირეული იმართება. კვირეულის ჩატარება მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს უკავშირდება, რომელიც ყოველწლიურად 15 მარტს აღინიშნება.
კვირეულის ფარგლებში ბათუმში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ლექვინაძემ ყურადღება დაუთმო ასევე GCCA-ის მიერ შემუშავებულ ძირითად სტანდარტებს, სახელმძღვანელო დოკუმენტებს და სააგენტოს მიერ ბოლო წლებში მიღწეულ პროგრესს საერთაშორისო აღიარების თვალსაზრისით.
მისივე თქმით, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ განხილული საქმეების 90 % მომხმარებლის სასარგებლოდ წყდება და, გასულ წელს, ჯამში, მომხმარებლებს 1 მლნ ლარზე მეტი აუნაზღაურდათ.
"კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა მომხმარებელთა უფლებების დაცვა, აღსანიშნავია, რომ მომართვიანობა 2025 წელს 2024 წელთან შედარებით სააგენტოში 65%-ით გაიზარდა, ხოლო რაც შეეხება მიმდინარე წლის 2 თვეს, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, GCCA-ში შემოსული განცხადებების რაოდენობაში 92%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც, უფლებების ნაწილში მომხმარებელთა ცნობიერების ზრდაზე მიუთითებს", - თქვა ლექვინაძემ.
ბათუმში ღონისძიების მონაწილეებს, ასევე, მისასალმებელი სიტყვით მიმართეს პარლამენტის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა დავით ონოფრიშვილმა, სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე გოგა გულორდავამ და კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ლევან კალანდაძემ.
ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეებმა მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით დანერგილი სტანდარტები და აღსრულების მექანიზმები მიმოიხილეს.
მომხმარებლის დაცვის IV საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ბოლო ღონისძიება, ხვალ, წყალტუბოში გაიმართება.
2023–2025 წლებში, კვირეულის ფარგლებში ჩატარებულ ღონისძიებებში მონაწილეობა 2000-მდე დაინტერესებულმა პირმა მიიღო. შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის: თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ახალქალაქში, გურჯაანსა და ქუთაისში გაიმართა.
მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე, 15 მარტი, მსოფლიო მასშტაბით 1983 წლიდან აღინიშნება.