https://sputnik-georgia.com/20260315/15-marti-artileriis-drea-297595688.html
საქართველოში 15 მარტი არტილერიის დღეა
საქართველოში 15 მარტი არტილერიის დღეა
Sputnik საქართველო
წელს თავდაცვის სამინისტრომ საიუბილეო ღონისძიებები ვაზიანის მე-5 და ხონის მე-6 საარტილერიო ბრიგადების სამხედრო ბაზებზე ჩაატარა. 15.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-15T16:33+0400
2026-03-15T16:33+0400
2026-03-15T17:54+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
საქართველოს თავდაცვა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23796/42/237964279_0:105:2000:1230_1920x0_80_0_0_44166d5558baae0677f79689cc2b5781.jpg
თბილისი, 15 მარტი – Sputnik. საქართველოს თავდაცვის ძალები 15 მარტს არტილერიის დღეს აღნიშნავს, ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.საიუბილეო ღონისძიებები ვაზიანის მე-5 და ხონის მე-6 საარტილერიო ბრიგადების სამხედრო ბაზებზე ჩატარდა.მე-5 საარტილერიო ბრიგადაში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე არტილერისტებს პროფესიული დღე საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა როლანდ ძნელაძემ მიულოცა. მე-6 საარტილერიო ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებს, ასევე სიტყვით მიმართა დასავლეთის სარდლობის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა კობა გრიგოლიამ. მათ თავდაცვის ძალებისთვის არტილერიის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.არტილერიის დღეს, სამხედრო მოსამსახურეები უწყებრივი მედლებით -„გენერალი კვინიტაძე“, „სამშობლოსთვის თავდადებული“, „გიორგი ანწუხელიძე“ და სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა ასევე პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა ხსოვნას.საარტილერიო ბრიგადებმა სამხედროების ოჯახის წევრებსა და სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლეს.სტუმრებს სამხედრო ბაზებზე გამოფენილი სამხედრო ტექნიკის დათვალიერებისა და გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობის საშუალებაც ჰქონდათ.ქართული არტილერიის ისტორია XVIII საუკუნიდან იწყება, არტილერიის დღე საქართველოში 1993 წლის შემდეგ დაწესდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23796/42/237964279_110:0:1890:1335_1920x0_80_0_0_3bdb9f7a9797d8b7dc3cf5e36e14768c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს თავდაცვა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს თავდაცვა
საქართველოში 15 მარტი არტილერიის დღეა
16:33 15.03.2026 (განახლებულია: 17:54 15.03.2026) წელს თავდაცვის სამინისტრომ საიუბილეო ღონისძიებები ვაზიანის მე-5 და ხონის მე-6 საარტილერიო ბრიგადების სამხედრო ბაზებზე ჩაატარა.
თბილისი, 15 მარტი – Sputnik. საქართველოს თავდაცვის ძალები 15 მარტს არტილერიის დღეს აღნიშნავს, ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საიუბილეო ღონისძიებები ვაზიანის მე-5 და ხონის მე-6 საარტილერიო ბრიგადების სამხედრო ბაზებზე ჩატარდა.
მე-5 საარტილერიო ბრიგადაში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე არტილერისტებს პროფესიული დღე საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა როლანდ ძნელაძემ მიულოცა. მე-6 საარტილერიო ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებს, ასევე სიტყვით მიმართა დასავლეთის სარდლობის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა კობა გრიგოლიამ. მათ თავდაცვის ძალებისთვის არტილერიის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
არტილერიის დღეს, სამხედრო მოსამსახურეები უწყებრივი მედლებით -„გენერალი კვინიტაძე“, „სამშობლოსთვის თავდადებული“, „გიორგი ანწუხელიძე“ და სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა ასევე პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა ხსოვნას.
საარტილერიო ბრიგადებმა სამხედროების ოჯახის წევრებსა და სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლეს.
სტუმრებს სამხედრო ბაზებზე გამოფენილი სამხედრო ტექნიკის დათვალიერებისა და გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობის საშუალებაც ჰქონდათ.
ქართული არტილერიის ისტორია XVIII საუკუნიდან იწყება, არტილერიის დღე საქართველოში 1993 წლის შემდეგ დაწესდა.