https://sputnik-georgia.com/20260314/tbilissi-kustarulad-damzadebuli-sawvavi-iyideboda-dakavebulia-4-piri-297581082.html
თბილისში კუსტარულად დამზადებული საწვავი იყიდებოდა: დაკავებულია 4 პირი
თბილისში კუსტარულად დამზადებული საწვავი იყიდებოდა: დაკავებულია 4 პირი
Sputnik საქართველო
ბრალდებულები საწვავს კუსტარულად გარდაბნის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ლოკაციაზე არსებულ საამქროებში ამზადებდნენ. 14.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-14T14:09+0400
2026-03-14T14:09+0400
2026-03-14T14:09+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
საქართველოს ფინანსთა სამინიტრო
კრიმინალი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23706/53/237065350_0:417:1363:1184_1920x0_80_0_0_3ac5ab4eec81e0af506e412bc190d58d.jpg
თბილისი, 14 მარტი - Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო წესების დარღვევით გადმოტანის ფაქტზე 4 პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა საბაჟო გამშვები პუნქტი "ყაზბეგის" გავლით სატვირთო ავტომანქანაში სპეციალურად მოწყობილი სამალავის გამოყენებით საბაჟო კონტროლისგან მალულად გადმოიტანეს 18 ათასი კგ უნივერსალური დანამატი "ოქტან+". უწყების ცნობით, ბრალდებულებს საბაჟო წესების დარღვევით საქართველოში სისტემატურად შემოჰქონდათ ნივთიერება "ოქტან+", რომელსაც ავტომობილებისათვის განკუთვნილი საწვავის მისაღებად იყენებდნენ. "დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები გარდაბნის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ლოკაციაზე არსებულ საამქროებში კუსტარულად დამზადებული საწვავის რეალიზაციას თბილისში მდებარე მათსავე კუთვნილ ბენზინგასამართ სადგურებზე ახდენდნენ", - ნათქვამია განცხადებაში. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული ნივთიერების ღირებულება 22 ათას ლარს აღემატება. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 214-ე და 218-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8-დან 11 წლამდე ვადით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23706/53/237065350_0:290:1363:1312_1920x0_80_0_0_7650be1f86d3793b3451afb46877b5e6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, საქართველოს ფინანსთა სამინიტრო, კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, საქართველოს ფინანსთა სამინიტრო, კრიმინალი საქართველოში
თბილისში კუსტარულად დამზადებული საწვავი იყიდებოდა: დაკავებულია 4 პირი
ბრალდებულები საწვავს კუსტარულად გარდაბნის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ლოკაციაზე არსებულ საამქროებში ამზადებდნენ.
თბილისი, 14 მარტი - Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო წესების დარღვევით გადმოტანის ფაქტზე 4 პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა საბაჟო გამშვები პუნქტი "ყაზბეგის" გავლით სატვირთო ავტომანქანაში სპეციალურად მოწყობილი სამალავის გამოყენებით საბაჟო კონტროლისგან მალულად გადმოიტანეს 18 ათასი კგ უნივერსალური დანამატი "ოქტან+".
უწყების ცნობით, ბრალდებულებს საბაჟო წესების დარღვევით საქართველოში სისტემატურად შემოჰქონდათ ნივთიერება "ოქტან+", რომელსაც ავტომობილებისათვის განკუთვნილი საწვავის მისაღებად იყენებდნენ.
"დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები გარდაბნის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ლოკაციაზე არსებულ საამქროებში კუსტარულად დამზადებული საწვავის რეალიზაციას თბილისში მდებარე მათსავე კუთვნილ ბენზინგასამართ სადგურებზე ახდენდნენ", - ნათქვამია განცხადებაში.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული ნივთიერების ღირებულება 22 ათას ლარს აღემატება.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 214-ე და 218-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8-დან 11 წლამდე ვადით.