https://sputnik-georgia.com/20260314/skola-sadac-moxvedra-rtulia-297585270.html
სკოლა, რომელშიც მოხვედრა რთულია და სადაც ზარმაცები არ უყვართ – ვიდეო
სკოლა, რომელშიც მოხვედრა რთულია და სადაც ზარმაცები არ უყვართ – ვიდეო
Sputnik საქართველო
თბილისის კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის სკოლა მაღალი ხარისხის განათლების სიმბოლოდ იქცა. 14.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-14T17:16+0400
2026-03-14T17:16+0400
2026-03-14T19:46+0400
მულტიმედია
ვიდეო
განათლება საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/03/0e/297585123_0:0:1280:720_1920x0_80_0_0_32ffabe0521525673a78c1ff8dd72904.jpg
ეს არის სკოლა, რომელშიც მოხვედრა და სწავლა რთულია, სადაც ზარმაც და გულგრილ ახალგაზრდებს გასაქანს არ აძლევენ. მის მრავალ კურსდამთავრებულს შორის ბევრი ცნობილი პიროვნებაა. მოსწავლეები რეგულარულად იმარჯვებენ სხვადასხვა ეროვნულ და საერთაშორისო ოლიმპიადებსა და კონკურსებში.კომაროვის სახელობის სკოლა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია საქართველოში. სკოლა, რომელიც მსოფლიოში პირველი მრავალადგილიანი კოსმოსური ხომალდის ეკიპაჟის წევრის ვლადიმირ კომაროვის სახელს ატარებს, წელს იუბილეს აღნიშნავს – 60 წლის წინ, 1966 წელს, სკოლამ მოსწავლეთა პირველი ნაკადი გამოუშვა, სკოლა 1964 წლის სექტემბერში გაიხსნა.სკოლის დაარსების გადაწყვეტილება მათემატიკის პროფესორ ფილიმონ ხარშილაძის ინიციატივით მიიღეს. ამ პროცესში მონაწილეობდა საქართველოს მათემატიკის ინსტიტუტის თანამშრომლების მთელი ჯგუფი. სკოლის შექმნაში დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მაშინდელმა პრეზიდენტმა, მსოფლიოში ცნობილმა მეცნიერმა ნიკო მუსხელიშვილმა.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/03/0e/297585123_161:0:1121:720_1920x0_80_0_0_aab44309527ecd87c5b69e52433e1675.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მულტიმედია, ვიდეო, განათლება საქართველოში , видео
მულტიმედია, ვიდეო, განათლება საქართველოში , видео
სკოლა, რომელშიც მოხვედრა რთულია და სადაც ზარმაცები არ უყვართ – ვიდეო
17:16 14.03.2026 (განახლებულია: 19:46 14.03.2026) თბილისის კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის სკოლა მაღალი ხარისხის განათლების სიმბოლოდ იქცა.
ეს არის სკოლა, რომელშიც მოხვედრა და სწავლა რთულია, სადაც ზარმაც და გულგრილ ახალგაზრდებს გასაქანს არ აძლევენ. მის მრავალ კურსდამთავრებულს შორის ბევრი ცნობილი პიროვნებაა. მოსწავლეები რეგულარულად იმარჯვებენ სხვადასხვა ეროვნულ და საერთაშორისო ოლიმპიადებსა და კონკურსებში.
კომაროვის სახელობის სკოლა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია საქართველოში. სკოლა, რომელიც მსოფლიოში პირველი მრავალადგილიანი კოსმოსური ხომალდის ეკიპაჟის წევრის ვლადიმირ კომაროვის სახელს ატარებს, წელს იუბილეს აღნიშნავს – 60 წლის წინ, 1966 წელს, სკოლამ მოსწავლეთა პირველი ნაკადი გამოუშვა, სკოლა 1964 წლის სექტემბერში გაიხსნა.
სკოლის დაარსების გადაწყვეტილება მათემატიკის პროფესორ ფილიმონ ხარშილაძის ინიციატივით მიიღეს. ამ პროცესში მონაწილეობდა საქართველოს მათემატიკის ინსტიტუტის თანამშრომლების მთელი ჯგუფი. სკოლის შექმნაში დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მაშინდელმა პრეზიდენტმა, მსოფლიოში ცნობილმა მეცნიერმა ნიკო მუსხელიშვილმა.