https://sputnik-georgia.com/20260314/saqartvelos-premier-ministrma-eutos-angariss-sicruit-gajerebuli-uwoda-297584806.html
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ეუთოს ანგარიშს „სიცრუით გაჯერებული“ უწოდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ეუთოს ანგარიშს „სიცრუით გაჯერებული“ უწოდა
Sputnik საქართველო
საბოლოო ჯამში, ეუთოს წევრი 57 სახელმწიფოდან 32-მა არ დაუჭირა მხარი საქართველოს შესახებ დასკვნას, რომელიც ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადდა. 14.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-14T19:52+0400
2026-03-14T19:52+0400
2026-03-14T19:52+0400
ახალი ამბები
საქართველო
ეუთო/ოდირი
საქართველო - ეუთო
ეუთო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0a/11/295414581_0:605:1006:1171_1920x0_80_0_0_60fefbb4dcfc322d7981e3ea61924e27.jpg
თბილისი, 14 მარტი - Sputnik. „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში ეუთოს მიერ წარმოდგენილი ანგარიში მთლიანად სიცრუით არის გაჯერებული, და მთავრობას ამის მკაფიო მტკიცებულებები გააჩნია, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.ეუთოს ანგარიში აღწერს საქართველოში „მკვეთრ დემოკრატიულ უკუსვლას“ და მიუთითებს „ძალადობისა და უფლებების დარღვევის სისტემურ ბუნებაზე მომიტინგეების, ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ“.მისი თქმით, ხელისუფლება ამხელს ყველა იმ სიცრუეს, რომელიც არის ასახული ამ დასკვნაში, მაგრამ გარკვეულ რეკომენდაციებს გაითვალისწინებს.ამასთან, მთავრობის მეთაურმა გააკრიტიკა თავად „მოსკოვის მექანიზმის“ საქართველოს მიმართ გამოყენება. მისივე თქმით, საქართველო არის მოწინავე ეუთოს ქვეყნებს შორის დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით.რა წერია ანგარიშშიანგარიშის თანახმად, 2024 წლიდან საქართველოში დემოკრატიის შესამჩნევი უკუსვლა მოხდა.„მთავრობამ ეტაპობრივად შეამცირა გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებები ახალი კანონების მიღებით, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოებას, პოლიტიკურ ოპოზიციას, დამოუკიდებელ მედიას და LGBT+ საზოგადოებად იღებენ მიზანში“, - ნათქვამია ანგარიშში.მომხსენებლების თქმით, ეს თავისუფლებები მეტისმეტად შეიზღუდა ადმინისტრაციული ზომების შემზღუდავი აღსრულებით, როგორებიცაა მაღალი ჯარიმები და ადმინისტრაციული დაკავება, ისევე, როგორც მთავრობის კრიტიკოსების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების აღძვრით.„მთავარი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მიმდინარე მცდელობა საფრთხეს უქმნის პოლიტიკური პლურალიზმის არსებობას“, - აღნიშნულია მოხსენებაში.მომხსენებლების აზრით, მთავრობისგან დამოუკიდებელი აქტორების მიმართ მტრული განწყობა კიდევ უფრო მძიმდება დაუდგენელი ჯგუფების მიერ ჩადენილი ძალადობის უკონტროლო შემთხვევებით, რომლებიც დროდადრო თავს ესხმიან მთავრობის კრიტიკოსებს, ხშირად საჯარო სივრცეებში და დღისით, აშკარად დაუსჯელად. ამ გარემოს, ასევე, განაპირობებს მთავრობასთან დაკავშირებული პირების ულმობელი, სტიგმატიზებული რიტორიკა.ეუთო-ს რეკომენდაციებიეუთო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ჩაატაროს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიება არჩევნების დარღვევების შესახებ ყველა ბრალდებაზე. განხორციელდეს არჩევნების ორგანიზებაში აუცილებელი ცვლილებები, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODHIR) მიერ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ ანგარიშში მოცემული რეკომენდაციების შესაბამისად.რეკომენდაციებს შორისაა ასევე ისეთი კანონების გაწვევა (ან ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან შესაბამისობაში მოყვანა), როგორიცაა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობაზე კანონი” (TFI), “უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი” (FARA), და “გრანტების შესახებ კანონში” უცხოურ გრანტებთან დაკავშირებული შესწორებები.კიდევ ერთი რეკომენდაციაა - “ოჯახის ღირებულებების შესახებ კანონის” გაწვევა. ეს კონკრეტულად, მაგრამ არა მხოლოდ, ეხება ერთსქესიანი ურთიერთობებისა და ტრანსგენდერული იდენტობის ინცესტთან გათანაბრებას, ამ ცნებების „პოპულარიზაციის“ აკრძალვას, მათ შორის შეკრებებით, გენდერის დამამტკიცებელი მოვლისა და პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებსა და სამოქალაქო აქტებში სქესის მარკერების შეცვლის აკრძალვას.ეუთო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს ან გადახედოს ის რეგულაციები, რომლებიც არაპროპორციულად ზღუდავენ შეკრების თავისუფლებას (როგორებიცაა ავტომატური დაკავება და არაპროპორციულად მაღალი ჯარიმები), რათა უზრუნველყოფილ იქნას შესაბამისი ბალანსი ამ უფლებასა და საზოგადოებრივის წესრიგის მოსაზრებებს შორის.ხელისუფლებას ასევე მოუწოდებენ, უზრუნველყონ ძალის პროპორციული გამოყენება ძალადობრივი ქმედებების ჩამდენი მომიტინგეების წინააღმდეგ და ჩაატარონ მიუკერძოებელი გამოძიება წამებისა და არასათანადო მოპყრობის ბრალდებებთან დაკავშირებით.ხელისუფლებას მოუწოდებენ, უზრუნველყოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, სასამართლო სხდომების გამჭვირვალობა და ყველა მხარის ინფორმირებულობა საქმის დეტალების შესახებ.საქართველოს ხელისუფლებას ასევე მოუწოდეს, ვენეციის კომისიისა და ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის (OPCW) რეკომენდაციების შესრულებისკენ და აღიარონ საერთაშორისო ჰუმანიტარული ფაქტების დამდგენი კომისიის კომპეტენცია 1949 წლის ჟენევის კონვენციების პირველი დამატებითი ოქმის შესაბამისად. ისინი ასევე მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, მოახდინოს რატიფიცირება საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს რომის სტატუტის დანარჩენი ცვლილებების, ასევე 2006 წლის ყველა პირის ძალადობრივი გაუჩინარებისგან დაცვის შესახებ საერთაშორისო კონვენცია.საბოლოო ჯამში, ეუთოს წევრი 57 სახელმწიფოდან 32-მა არ დაუჭირა მხარი საქართველოს შესახებ დასკვნას, რომელიც ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადდა. აგრეთვე 32 სახელმწიფო არ შეუერთდა განცხადებას, რომელიც წინა დღეს გამოქვეყნდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0a/11/295414581_0:511:1006:1266_1920x0_80_0_0_05326eb9cee613e2fa0e455f84f44cf5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ეუთო/ოდირი, საქართველო - ეუთო, ეუთო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, ეუთო/ოდირი, საქართველო - ეუთო, ეუთო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ეუთოს ანგარიშს „სიცრუით გაჯერებული“ უწოდა
საბოლოო ჯამში, ეუთოს წევრი 57 სახელმწიფოდან 32-მა არ დაუჭირა მხარი საქართველოს შესახებ დასკვნას, რომელიც ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადდა.
თბილისი, 14 მარტი - Sputnik. „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში ეუთოს მიერ წარმოდგენილი ანგარიში მთლიანად სიცრუით არის გაჯერებული, და მთავრობას ამის მკაფიო მტკიცებულებები გააჩნია, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
ეუთოს ანგარიში აღწერს საქართველოში „მკვეთრ დემოკრატიულ უკუსვლას“ და მიუთითებს „ძალადობისა და უფლებების დარღვევის სისტემურ ბუნებაზე მომიტინგეების, ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ“.
„საბოლოო ჯამში, ყველა ვხედავთ, რომ თავიდან ბოლომდე სიცრუით არის გაჯერებული ეს დასკვნა, რაზეც საზოგადოებას კიდევ უფრო ფართოდ წარვუდგენთ ინფორმაციას“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, ხელისუფლება ამხელს ყველა იმ სიცრუეს, რომელიც არის ასახული ამ დასკვნაში, მაგრამ გარკვეულ რეკომენდაციებს გაითვალისწინებს.
„ამ დასკვნაში არის წარმოდგენილი კონკრეტული ინფორმაცია და რეკომენდაციები, რომლებიც შეესაბამება სინამდვილეს და რომელთა გათვალისწინებაც არის აუცილებელი. ასეთი ჩანაწერებიც არის ამ დასკვნაში. ამაზე დეტალურ ინფორმაციას წარვუდგენთ საზოგადოებას“, - განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, მთავრობის მეთაურმა გააკრიტიკა თავად „მოსკოვის მექანიზმის“ საქართველოს მიმართ გამოყენება. მისივე თქმით, საქართველო არის მოწინავე ეუთოს ქვეყნებს შორის დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით.
„ორმაგი სტანდარტი არის ძალიან თვალსაჩინო და სამარცხვინო. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ უმძიმეს პროცესებს, რომლებიც ვითარდება ევროპულ ბიუროკრატიაში“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
ანგარიშის თანახმად, 2024 წლიდან საქართველოში დემოკრატიის შესამჩნევი უკუსვლა მოხდა.
„მთავრობამ ეტაპობრივად შეამცირა გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებები ახალი კანონების მიღებით, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოებას, პოლიტიკურ ოპოზიციას, დამოუკიდებელ მედიას და LGBT+ საზოგადოებად იღებენ მიზანში“, - ნათქვამია ანგარიშში.
მომხსენებლების თქმით, ეს თავისუფლებები მეტისმეტად შეიზღუდა ადმინისტრაციული ზომების შემზღუდავი აღსრულებით, როგორებიცაა მაღალი ჯარიმები და ადმინისტრაციული დაკავება, ისევე, როგორც მთავრობის კრიტიკოსების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების აღძვრით.
„მთავარი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მიმდინარე მცდელობა საფრთხეს უქმნის პოლიტიკური პლურალიზმის არსებობას“, - აღნიშნულია მოხსენებაში.
მომხსენებლების აზრით, მთავრობისგან დამოუკიდებელი აქტორების მიმართ მტრული განწყობა კიდევ უფრო მძიმდება დაუდგენელი ჯგუფების მიერ ჩადენილი ძალადობის უკონტროლო შემთხვევებით, რომლებიც დროდადრო თავს ესხმიან მთავრობის კრიტიკოსებს, ხშირად საჯარო სივრცეებში და დღისით, აშკარად დაუსჯელად. ამ გარემოს, ასევე, განაპირობებს მთავრობასთან დაკავშირებული პირების ულმობელი, სტიგმატიზებული რიტორიკა.
ეუთო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ჩაატაროს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიება არჩევნების დარღვევების შესახებ ყველა ბრალდებაზე. განხორციელდეს არჩევნების ორგანიზებაში აუცილებელი ცვლილებები, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODHIR) მიერ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ ანგარიშში მოცემული რეკომენდაციების შესაბამისად.
ეუთო ასევე მოუწოდებს ხელისუფლებას თავი შეიკავოს საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვის პროცედურების თვითდინებით დაწყებისგან. უკან გაიწვიოს ამჟამად განხილვის პროცესში არსებული განაცხადები, უკან გაიწვიოს პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ საბოტაჟში და უცხოური ძალებისთვის დახმარების შესახებ წაყენებული ბრალდებები.
რეკომენდაციებს შორისაა ასევე ისეთი კანონების გაწვევა (ან ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან შესაბამისობაში მოყვანა), როგორიცაა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობაზე კანონი” (TFI), “უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი” (FARA), და “გრანტების შესახებ კანონში” უცხოურ გრანტებთან დაკავშირებული შესწორებები.
კიდევ ერთი რეკომენდაციაა - “ოჯახის ღირებულებების შესახებ კანონის” გაწვევა. ეს კონკრეტულად, მაგრამ არა მხოლოდ, ეხება ერთსქესიანი ურთიერთობებისა და ტრანსგენდერული იდენტობის ინცესტთან გათანაბრებას, ამ ცნებების „პოპულარიზაციის“ აკრძალვას, მათ შორის შეკრებებით, გენდერის დამამტკიცებელი მოვლისა და პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებსა და სამოქალაქო აქტებში სქესის მარკერების შეცვლის აკრძალვას.
ეუთო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს ან გადახედოს ის რეგულაციები, რომლებიც არაპროპორციულად ზღუდავენ შეკრების თავისუფლებას (როგორებიცაა ავტომატური დაკავება და არაპროპორციულად მაღალი ჯარიმები), რათა უზრუნველყოფილ იქნას შესაბამისი ბალანსი ამ უფლებასა და საზოგადოებრივის წესრიგის მოსაზრებებს შორის.
ხელისუფლებას ასევე მოუწოდებენ, უზრუნველყონ ძალის პროპორციული გამოყენება ძალადობრივი ქმედებების ჩამდენი მომიტინგეების წინააღმდეგ და ჩაატარონ მიუკერძოებელი გამოძიება წამებისა და არასათანადო მოპყრობის ბრალდებებთან დაკავშირებით.
ეუთოს რეკომენდაციაა ასევე, გათავისუფლდეს პოლიტიკური მოტივით დაკავებული ყველა პატიმარი, მათ შორის ოპოზიციის წევრები, ჟურნალისტები და საჯარო დებატების სხვა მონაწილეები, რომლებიც გამოხატვის თავისუფლებისთვის დააკავეს.
ხელისუფლებას მოუწოდებენ, უზრუნველყოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, სასამართლო სხდომების გამჭვირვალობა და ყველა მხარის ინფორმირებულობა საქმის დეტალების შესახებ.
საქართველოს ხელისუფლებას ასევე მოუწოდეს, ვენეციის კომისიისა და ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის (OPCW) რეკომენდაციების შესრულებისკენ და აღიარონ საერთაშორისო ჰუმანიტარული ფაქტების დამდგენი კომისიის კომპეტენცია 1949 წლის ჟენევის კონვენციების პირველი დამატებითი ოქმის შესაბამისად. ისინი ასევე მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, მოახდინოს რატიფიცირება საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს რომის სტატუტის დანარჩენი ცვლილებების, ასევე 2006 წლის ყველა პირის ძალადობრივი გაუჩინარებისგან დაცვის შესახებ საერთაშორისო კონვენცია.
საბოლოო ჯამში, ეუთოს წევრი 57 სახელმწიფოდან 32-მა არ დაუჭირა მხარი საქართველოს შესახებ დასკვნას, რომელიც ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადდა. აგრეთვე 32 სახელმწიფო არ შეუერთდა განცხადებას, რომელიც წინა დღეს გამოქვეყნდა.