საქართველოს და სამხრეთ კორეის მთავრობებმა კლიმატური შეთანხმება გააფორმეს

© Ministry of Environmental Protection and Agriculture of Georgia გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი და კორეის ელჩი საქართველოში ჰიონ დუ კიმი
გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი და კორეის ელჩი საქართველოში ჰიონ დუ კიმი - Sputnik საქართველო, 1920, 14.03.2026
გამოწერა
ხელშეკრულების მიზანს სათბური გაზების ემისიების შემცირების, კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციისა და დაბალნახშირბადიან ეკონომიკაზე გადასვლის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავება წარმოადგენს.
თბილისი, 14 მარტი – Sputnik. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში საქართველოს მთავრობასა და კორეის რესპუბლიკის მთავრობას შორის კლიმატის ცვლილების თაობაზე თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.
დოკუმენტს ხელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა და კორეის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ჰიონ დუ კიმმა მოაწერეს.
„კლიმატის ცვლილების თაობაზე თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო ხელშეკრულების გაფორმება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ორ ქვეყანას შორის გარემოსდაცვითი მიმართულებით კავშირების გაღრმავებისთვის“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.
ხელშეკრულების მიზანს სათბური გაზების ემისიების შემცირების, კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციისა და დაბალნახშირბადიან ეკონომიკაზე გადასვლის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავება წარმოადგენს.
„აღნიშნული შეთანხმება ქვეყნებს შორის თანამშრომლობას პრაქტიკულ ეტაპზე გადაიყვანს და ხელს შეუწყობს სათბური გაზების ემისიების შემცირების და კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით ერთობლივი პროექტებისა და ინიციატივების განხორციელებას“,- განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.
თავის მხრივ, კორეის ელჩმა აღნიშნა, საქართველო კავკასიის რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელთანაც კორეის რესპუბლიკა აფორმებს ხელშეკრულებას, რაც ორ ქვეყანას შორის კლიმატის ცვლილების მიმართულებით თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს ქმნის.
გაზების ემისიების შემცირება
საქართველოში ემისიების შემცირების სტრატეგია 2023 წლის ივლისში წარადგინეს.
ემისიების შემცირების პირველი გრძელვადიანი სტრატეგია მიზნად ისახავს საქართველო 2050 წლისთვის ნახშირბადისადმი ნეიტრალური ქვეყანა გახდეს.
„დაბალი ემისიების განვითარების სტრატეგიის“ დოკუმენტი ემსახურება სასათბურე აირების ემისიების შემცირების შესაძლებლობების გამოვლენას და აღწერს პრიორიტეტულ ნაბიჯებს, რომლებიც უნდა გადაიდგას ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში (ენერგეტიკა, მშენებლობა, ტრანსპორტი, მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, ნარჩენების მართვა, მიწათსარგებლობა, ტყის მართვა).
სტრატეგია შეიმუშავა სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით სხვადასხვა სამთავრობო უწყებებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით. ის სრულად შეესაბამება „პარიზის შეთანხმებას“ და ადაპტირებულია საქართველოს რეალობასთან.
ყველა ახალი ამბავი
0