https://sputnik-georgia.com/20260314/henri-kuprasvilma-zamtris-curvis-msoflio-cempionatze-sami-medali-moipova-297580905.html
ჰენრი კუპრაშვილმა ზამთრის ცურვის მსოფლიოს ჩემპიონატზე სამი მედალი მოიპოვა
ჰენრი კუპრაშვილმა ზამთრის ცურვის მსოფლიოს ჩემპიონატზე სამი მედალი მოიპოვა
Sputnik საქართველო
კუპრაშვილი მსოფლიო ჩემპიონია ბიატლსა და ტრიატლში ფა ექვსგზის მსოფლიო ჩემპიონია ზამთრის ცურვაში. 14.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-14T12:52+0400
2026-03-14T12:52+0400
2026-03-14T12:52+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო
საქართველოს სიამაყე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23730/84/237308406_0:90:2048:1242_1920x0_80_0_0_ad5b0df0a625ba737ab75d1d4d45bedf.jpg
Уთბილისი, 14 მარტი - Sputnik. 80+ ასაკობრივ კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა სპორტსმენმა ჰენრი კუპრაშვილმა ზამთრის ცურვის მსოფლიოს ჩემპიონატზე ერთი ოქროსა და ორი ვერცხლის მედალი მოიპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს. 2026 წლის ზამთრის ცურვის მსოფლიოს ჩემპიონატი ფინეთის ქალაქ ოულუში გაიმართა. შეჯიბრებაში მსოფლიოს 2 ათასზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა. ჩემპიონატზე წყლის ტემპერატურა 0,2 გრადუსი იყო.ჰენრი კუპრაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული 25-მეტრიან დისტანციაზე ბატერფლაის სტილით ცურვაში მოიპოვა, ხოლო ვერცხლის მედლებს 25 და 50-მეტრიან დისტანციებზე თავისუფალი სტილით ასპარეზობისას დაეუფლა. ჰენრი კუპრაშვილი მსოფლიო ჩემპიონია ბიატლსა და ტრიატლში და ექვსგზის მსოფლიო ჩემპიონია ზამთრის ცურვაში. ჰენრი კუპრაშილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორია.სტუ-ის ცნობით, ლეგენდარულმა მოცურავემ საქართველოს სპორტის სამინისტროს, საქართველოს ეროვნული ფედერაციის - "სპორტი ყველასათვის" და სტუ-ის ფინანსური და საორგანიზაციო მხარდაჭერით, ოულუს ზამთრის ცურვის მსოფლიო ჩემპიონატზე 80+ ასაკობრივ კატეგორიაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით იასპარეზა. ჰენრი კუპრაშვილი 13 სექტემბერს 80 წლის გახდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23730/84/237308406_136:0:1912:1332_1920x0_80_0_0_c0a4aee9b58f6141a8c876782876f1ef.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს სიამაყე
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს სიამაყე
ჰენრი კუპრაშვილმა ზამთრის ცურვის მსოფლიოს ჩემპიონატზე სამი მედალი მოიპოვა
კუპრაშვილი მსოფლიო ჩემპიონია ბიატლსა და ტრიატლში ფა ექვსგზის მსოფლიო ჩემპიონია ზამთრის ცურვაში.
Уთბილისი, 14 მარტი - Sputnik. 80+ ასაკობრივ კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა სპორტსმენმა ჰენრი კუპრაშვილმა ზამთრის ცურვის მსოფლიოს ჩემპიონატზე ერთი ოქროსა და ორი ვერცხლის მედალი მოიპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
2026 წლის ზამთრის ცურვის მსოფლიოს ჩემპიონატი ფინეთის ქალაქ ოულუში გაიმართა. შეჯიბრებაში მსოფლიოს 2 ათასზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა. ჩემპიონატზე წყლის ტემპერატურა 0,2 გრადუსი იყო.
ჰენრი კუპრაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული 25-მეტრიან დისტანციაზე ბატერფლაის სტილით ცურვაში მოიპოვა, ხოლო ვერცხლის მედლებს 25 და 50-მეტრიან დისტანციებზე თავისუფალი სტილით ასპარეზობისას დაეუფლა.
ჰენრი კუპრაშვილი მსოფლიო ჩემპიონია ბიატლსა და ტრიატლში და ექვსგზის მსოფლიო ჩემპიონია ზამთრის ცურვაში.
ჰენრი კუპრაშილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორია.
სტუ-ის ცნობით, ლეგენდარულმა მოცურავემ საქართველოს სპორტის სამინისტროს, საქართველოს ეროვნული ფედერაციის - "სპორტი ყველასათვის" და სტუ-ის ფინანსური და საორგანიზაციო მხარდაჭერით, ოულუს ზამთრის ცურვის მსოფლიო ჩემპიონატზე 80+ ასაკობრივ კატეგორიაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით იასპარეზა.
ჰენრი კუპრაშვილი 13 სექტემბერს 80 წლის გახდება.