https://sputnik-georgia.com/20260313/tyibulsi-mewyruli-proceseb-kvlav-aqtiuria-gaizarda-dangreuli-saxlebis-raodenoba-297560321.html
ტყიბულში მეწყრული პროცესები კვლავ აქტიურია: გაიზარდა დანგრეული სახლების რაოდენობა
ტყიბულში მეწყრული პროცესები კვლავ აქტიურია: გაიზარდა დანგრეული სახლების რაოდენობა
Sputnik საქართველო
ადგილზე რჩებიან სპეციალისტები და აწარმოებენ მონიტორინგს როგორც სტიქიის ზონაში, ისე მის მიმდებარე ტერიტორიებზე. 13.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-13T11:40+0400
2026-03-13T11:40+0400
2026-03-13T11:40+0400
ახალი ამბები
საქართველო
სტიქიური მოვლენები
იმერეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/1d/293965597_0:87:1280:807_1920x0_80_0_0_de50cc668838d3bd1118a1a856accce9.jpg
თბილისი, 13 მარტი — Sputnik. ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში მეწყერი კვლავ აქტიურია - სტიქიის ზონაში დანგრეული სახლების რაოდენობა გაიზარდა, განაცხადა ტყიბულის მერმა დავით კუბლაშვილმა. ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში მდინარე წყალწითელას მარცხენა ფერდობზე მეწყრული სხეული 12 მარტს განვითარდა. მეწყერმა დაახლოებით 58 ჰექტარი ტერიტორია მოიცვა, რის შედეგადაც 40-მდე ადგილობრივი მაცხოვრებლის საკარმიდამო ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი სტიქიის ზონაში აღმოჩნდა. განხორციელდა დაახლოებით 106 ადამიანის ევაკუაცია. პირველადი შეფასებით, ამ ეტაპზე სრულად დანგრეულია 10 საცხოვრებელი სახლი, ხოლო დანარჩენებს სხვადასხვა ხარისხის დაზიანება აღენიშნებათ. როგორც კუბლაშვილმა განაცხადა, გეოლოგების დასკვნის შემდეგ განისაზღვრება სამომავლო გეგმა. ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს დაემორჩილონ სამართალდამცველების მითითებებს. როგორც ტყიბულის მერმა განაცხადა, დაფიქსირდა მოსახლეობის მხრიდან სტიქიის ზონაში შესვლის მცდელობა. ტყიბულში სტიქიის ზონაში მეწყრული პროცესების შესასწავლად გეოლოგების დამატებითი ჯგუფები შევიდა. სპეციალისტების პირველადი დასკვნა სავარაუდოდ, დღესვე გახდება ცნობილი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ფორსმაჟორულ ვითარებაში მიმდინარეობს თითოეული მოქალაქის საკარმიდამო ნაკვეთისა და საცხოვრებელი სახლის შეფასება, რის საფუძველზეც შესაბამის უწყებებს ოპერატიულად მიეწოდებათ გეოლოგიური დასკვნები. მეწყერმა ასევე დააზიანა ქუთაისი (მოწამეთა) - ტყიბული - ამბროლაურის საავტომობილო გზის მონაკვეთი და სოფლის სასაფლაო. ბოლო წლების განმავლობაში სოფელ კურსებში სააგენტოს გეოლოგების მიერ შეფასებულია 25 ოჯახი და 2 გზის მონაკვეთი, აქედან 5 ოჯახი გასახლებულია.
საქართველო
იმერეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/1d/293965597_103:0:1240:853_1920x0_80_0_0_334d8ee589537bd73863056e8a21be3c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სტიქიური მოვლენები, იმერეთი
ახალი ამბები, საქართველო, სტიქიური მოვლენები, იმერეთი
ტყიბულში მეწყრული პროცესები კვლავ აქტიურია: გაიზარდა დანგრეული სახლების რაოდენობა
ადგილზე რჩებიან სპეციალისტები და აწარმოებენ მონიტორინგს როგორც სტიქიის ზონაში, ისე მის მიმდებარე ტერიტორიებზე.
თბილისი, 13 მარტი — Sputnik. ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში მეწყერი კვლავ აქტიურია - სტიქიის ზონაში დანგრეული სახლების რაოდენობა გაიზარდა, განაცხადა ტყიბულის მერმა დავით კუბლაშვილმა.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში მდინარე წყალწითელას მარცხენა ფერდობზე მეწყრული სხეული 12 მარტს განვითარდა. მეწყერმა დაახლოებით 58 ჰექტარი ტერიტორია მოიცვა, რის შედეგადაც 40-მდე ადგილობრივი მაცხოვრებლის საკარმიდამო ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი სტიქიის ზონაში აღმოჩნდა. განხორციელდა დაახლოებით 106 ადამიანის ევაკუაცია. პირველადი შეფასებით, ამ ეტაპზე სრულად დანგრეულია 10 საცხოვრებელი სახლი, ხოლო დანარჩენებს სხვადასხვა ხარისხის დაზიანება აღენიშნებათ.
როგორც კუბლაშვილმა განაცხადა, გეოლოგების დასკვნის შემდეგ განისაზღვრება სამომავლო გეგმა.
"გეოლოგები ადგილზე იკვლევენ მიმდინარე პროცესებს. მონიტორინგს 24-საათიან რეჟიმში ახორციელებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. შექმნილია საგანგებო შტაბი, რომელიც 24 საათის განმავლობაში მუშაობს", - განაცხადა ტყიბულის მერმა.
ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს დაემორჩილონ სამართალდამცველების მითითებებს. როგორც ტყიბულის მერმა განაცხადა, დაფიქსირდა მოსახლეობის მხრიდან სტიქიის ზონაში შესვლის მცდელობა.
ტყიბულში სტიქიის ზონაში მეწყრული პროცესების შესასწავლად გეოლოგების დამატებითი ჯგუფები შევიდა. სპეციალისტების პირველადი დასკვნა სავარაუდოდ, დღესვე გახდება ცნობილი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ფორსმაჟორულ ვითარებაში მიმდინარეობს თითოეული მოქალაქის საკარმიდამო ნაკვეთისა და საცხოვრებელი სახლის შეფასება, რის საფუძველზეც შესაბამის უწყებებს ოპერატიულად მიეწოდებათ გეოლოგიური დასკვნები.
მეწყერმა ასევე დააზიანა ქუთაისი (მოწამეთა) - ტყიბული - ამბროლაურის საავტომობილო გზის მონაკვეთი და სოფლის სასაფლაო.
ბოლო წლების განმავლობაში სოფელ კურსებში სააგენტოს გეოლოგების მიერ შეფასებულია 25 ოჯახი და 2 გზის მონაკვეთი, აქედან 5 ოჯახი გასახლებულია.