https://sputnik-georgia.com/20260313/ori-dre-da-tyuilis-gverdebi-papuasvili-eutos-moskovis-meqanizmis-moxsenebas-exmaureba-297563044.html
ორი დღე და ტყუილის გვერდები: პაპუაშვილი ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ მოხსენებას ეხმაურება
ორი დღე და ტყუილის გვერდები: პაპუაშვილი ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ მოხსენებას ეხმაურება
Sputnik საქართველო
ხელისუფლების პოზიცია თავიდანვე ცნობილი იყო - ეს არის მცდელობა, საერთაშორისო ორგანიზაცია ქვეყანაზე ზეწოლის ინსტრუმენტად იქნას გამოყენებული, განაცხადა... 13.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-13T14:09+0400
2026-03-13T14:09+0400
2026-03-13T14:09+0400
ახალი ამბები
საქართველო
ეუთო/ოდირი
საქართველო - ეუთო
ეუთო
შალვა პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/1a/293523694_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_2c0ddcbc97c0e7fa79bd82bd442869ee.jpg
თბილისი, 12 მარტი - Sputnik. ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნები უსამართლო იქნება და ქვეყანაზე შემდგომი თავდასხმებისთვის იქნება გამოყენებული, ხოლო რეკომენდაციებს საქართველოს ხელისუფლება არ გაითვალისწინებს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.29 იანვარს დიდმა ბრიტანეთმა, 23 სხვა ქვეყანასთან ერთად, საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობას შესაფასებლად ექსპერტთა მისიისთვის „მოსკოვის მექანიზმი" გააქტიურა. საერთაშორისო ექსპერტები ქვეყანაში 11-დან 24 თებერვლამდე პერიოდში იმყოფებოდნენ.მისი თქმით, ხელისუფლების პოზიცია თავიდანვე ცნობილი იყო - ეს არის მცდელობა, რომ საერთაშორისო ინსტიტუცია გამოყენებული იყოს როგორც ზეწოლის იარაღი სხვა ქვეყნის წინააღმდეგ.სპიკერმა ასევე გამოთქვა ეჭვი ანგარიშის ავტორი ექსპერტის კომპეტენციასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მან საქართველოში მხოლოდ რამდენიმე დღე დაჰყო და არ აქვს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარების შესახებ სიღრმისეული ცოდნა.„ორ დღეში რა უნდა გაიგო საქართველოს შესახებ, რომ მერე ამას მიუძღვნა მრავალი გვერდი დასკვნის შესახებ. თავიდანვე ჩანდა, რომ ეს არის საქმის შეკერვა ქართველი ხალხის წინააღმდეგ, როგორც შეკერეს „იმედის“ და „პოსTV-ის“ საქმე. ეს არის საქმის შეკერვა იმისთვის, რომ შემდეგ გამოიყენონ თავდასხმის საბაბად“, - განაცხადა პაპუაშვილმა.ერთადერთი, ვის რეკომენდაციებსაც ვითვალისწინებთ, არის ქართველი ხალხი. ეს არის ხელისუფლების წყარო და ამას ვუყურებთ უპირველეს ყოვლისა, - ასე უპასუხა შალვა პაპუაშვილმა კითხვას იმის შესახებ, გაითვალისწინებს თუ არა მთავრობა „მოსკოვის მექანიზმის“ რეკომენდაციებს.ეუთოს „მოსკოვის მექანიზმი" მონაწილე ქვეყნებს უფლებას აძლევს, გაგზავნონ ექსპერტთა მისიები ეუთოს სხვა ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევის შესამოწმებლად. მისი მიზანია სიტუაციის შეფასება და რეკომენდაციების შემუშავება ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების მიზნით. მექანიზმი ვრცელდება მხოლოდ ადამიანის უფლებების სფეროზე და თითოეულ ქვეყანას შეუძლია საკუთარი ექსპერტის ჩართვა.საქართველოსთან დაკავშირებით მექანიზმის ამოქმედებაში მონაწილეობდნენ შემდეგი ქვეყნები: გაერთიანებული სამეფო, ალბანეთი, ავსტრია, ბელგია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, კანადა, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, გერმანია, ირლანდია, ისლანდია, ლატვია, ლიხტენშტეინი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მოლდოვა, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ნორვეგია, სლოვენია, უკრაინა და შვედეთი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/1a/293523694_194:0:2925:2048_1920x0_80_0_0_c68e665fd293486f9613523f732ee793.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ეუთო/ოდირი, საქართველო - ეუთო, ეუთო, შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, ეუთო/ოდირი, საქართველო - ეუთო, ეუთო, შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, პოლიტიკა
ორი დღე და ტყუილის გვერდები: პაპუაშვილი ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ მოხსენებას ეხმაურება
ხელისუფლების პოზიცია თავიდანვე ცნობილი იყო - ეს არის მცდელობა, საერთაშორისო ორგანიზაცია ქვეყანაზე ზეწოლის ინსტრუმენტად იქნას გამოყენებული, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
თბილისი, 12 მარტი - Sputnik. ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნები უსამართლო იქნება და ქვეყანაზე შემდგომი თავდასხმებისთვის იქნება გამოყენებული, ხოლო რეკომენდაციებს საქართველოს ხელისუფლება არ გაითვალისწინებს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
29 იანვარს დიდმა ბრიტანეთმა, 23 სხვა ქვეყანასთან ერთად, საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობას შესაფასებლად ექსპერტთა მისიისთვის „მოსკოვის მექანიზმი" გააქტიურა. საერთაშორისო ექსპერტები ქვეყანაში 11-დან 24 თებერვლამდე პერიოდში იმყოფებოდნენ.
„დღეს რომ თავს დაგვესხმებიან და გამოვა ანგარიში და გაგვლანძღავენ ამ ანგარიშში, გავა რამდენიმე თვე და აღიარებენ, რომ ეს იყო ტყუილი. ასე ხდებოდა სულ ყოველთვის. გინდათ, რომ ტყუილს ავყვეთ? არა! ჩვენთვის ტყუილს და ცილისწამებას არანაირი ეფექტი არ აქვს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ხელისუფლების პოზიცია თავიდანვე ცნობილი იყო - ეს არის მცდელობა, რომ საერთაშორისო ინსტიტუცია გამოყენებული იყოს როგორც ზეწოლის იარაღი სხვა ქვეყნის წინააღმდეგ.
სპიკერმა ასევე გამოთქვა ეჭვი ანგარიშის ავტორი ექსპერტის კომპეტენციასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მან საქართველოში მხოლოდ რამდენიმე დღე დაჰყო და არ აქვს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარების შესახებ სიღრმისეული ცოდნა.
„ორ დღეში რა უნდა გაიგო საქართველოს შესახებ, რომ მერე ამას მიუძღვნა მრავალი გვერდი დასკვნის შესახებ. თავიდანვე ჩანდა, რომ ეს არის საქმის შეკერვა ქართველი ხალხის წინააღმდეგ, როგორც შეკერეს „იმედის“ და „პოსTV-ის“ საქმე. ეს არის საქმის შეკერვა იმისთვის, რომ შემდეგ გამოიყენონ თავდასხმის საბაბად“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ერთადერთი, ვის რეკომენდაციებსაც ვითვალისწინებთ, არის ქართველი ხალხი. ეს არის ხელისუფლების წყარო და ამას ვუყურებთ უპირველეს ყოვლისა, - ასე უპასუხა შალვა პაპუაშვილმა კითხვას იმის შესახებ, გაითვალისწინებს თუ არა მთავრობა „მოსკოვის მექანიზმის“ რეკომენდაციებს.
ეუთოს „მოსკოვის მექანიზმი" მონაწილე ქვეყნებს უფლებას აძლევს, გაგზავნონ ექსპერტთა მისიები ეუთოს სხვა ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევის შესამოწმებლად. მისი მიზანია სიტუაციის შეფასება და რეკომენდაციების შემუშავება ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების მიზნით. მექანიზმი ვრცელდება მხოლოდ ადამიანის უფლებების სფეროზე და თითოეულ ქვეყანას შეუძლია საკუთარი ექსპერტის ჩართვა.
საქართველოსთან დაკავშირებით მექანიზმის ამოქმედებაში მონაწილეობდნენ შემდეგი ქვეყნები: გაერთიანებული სამეფო, ალბანეთი, ავსტრია, ბელგია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, კანადა, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, გერმანია, ირლანდია, ისლანდია, ლატვია, ლიხტენშტეინი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მოლდოვა, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ნორვეგია, სლოვენია, უკრაინა და შვედეთი.