https://sputnik-georgia.com/20260313/imeretsi-xetyis-ukanono-mopovebis-faqtebi-gamoavlines-297565264.html
იმერეთში ხეტყის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოავლინეს
იმერეთში ხეტყის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოავლინეს
Sputnik საქართველო
მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაიგზავნება შესაბამის საგამოძიებო უწყებაში. 13.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-13T16:32+0400
2026-03-13T16:32+0400
2026-03-13T16:32+0400
ახალი ამბები
საქართველო
იმერეთი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23881/09/238810995_0:134:3167:1915_1920x0_80_0_0_dd6f2a76e562a2936ca1c6d4bc4a1fed.jpg
თბილისი, 13 მარტი — Sputnik. იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ტყიბულში სახელმწიფო ტყეში ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს, იუწყება ეროვნული სატყეო სააგენტო. კერძოდ, სამართალდარღვევები ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ გედსამანიაში სახელმწიფო ტყეში დაფიქსირდა. ტერიტორიიდან ამოღებული და ეროვნული სატყეო სააგენტოს შესაბამის "საქმიან ეზოში" გადატანილია "წითელი ნუსხით" დაცული წაბლის სახეობის 11 ერთეული მრგვალი ხეტყე (მორი). სამართალდარღვევების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანი 2,1 ათას ლარზე მეტია. მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა. ბოლო წლებში უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტების კლება ფიქსირდება. 2025 წელს, 2024 წელთან შედარებით, ტყით უკანონო სარგებლობის ფაქტები დაახლოებით 13%-ით შემცირდა. რაც შეეხება ბოლო 5 წლის სტატისტიკას, 2021 წელთან შედარებით, 2025 წელს უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტები დაახლოებით 50%-ითაა შემცირებული. უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლა გასულ წელს ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტებზე კანონმდებლობა გამკაცრდა. ცვლილებების მიხედვით, ხეტყის შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე მოპოვებისა და ტრანსპორტირების შესახებ კანონმდებლობის განმეორებითი დარღვევა საქართველოში სისხლის სამართლის დანაშაული გახდა. კერძოდ, ხეტყის შესაბამისი დოკუმენტების გარეშე დამზადებისა და ტრანსპორტირებისათვის პირველ შემთხვევაში გათვალისწინებული იყო 2 ათასი ლარი ჯარიმა, ხოლო განმეორების შემთხვევაში - 5 ათასი ლარი. ცვლილების შემდეგ, ასეთი განმეორებითი ქმედება პირდაპირ სისხლის სამართლებრივ დანაშაულად ფასდება. 2018 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ უკომპრომისო ბრძოლა გამოაცხადა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხეტყეს უკანონოდ ჭრის ან მფარველობს მათ. ხეტყის კანონიერი მოპოვება მხოლოდ ე.წ. საქმიან ეზოებში ხდება. ქვეყანაში ხეტყის ორგანიზებული ჭრის, დახარისხებისა და შენახვის ობიექტები მოწყობილია იმერეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლის რეგიონებში. ე.წ. საქმიანი ეზოები სატყეო რეფორმის ფარგლებში გაიხსნა ტყის ახალი კოდექსის მიღების შემდეგ, რომელიც ქვეყანაში ხეტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის რესურსების გამოყენებას არეგულირებს. საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მლნ ჰექტარს მოიცავს, საიდანაც 2,7 მლნ ჰექტარი ტყეებითაა დაფარული, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის (6,97 მლნ ჰექტარი) 40%-ს შეადგენს.
საქართველო
იმერეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23881/09/238810995_217:0:2948:2048_1920x0_80_0_0_94e3fd6dd31b0526e24ae00d6a2817dd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, იმერეთი , გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, გარემოს დაცვა და ეკოლოგია
ახალი ამბები, საქართველო, იმერეთი , გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, გარემოს დაცვა და ეკოლოგია
იმერეთში ხეტყის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოავლინეს
მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაიგზავნება შესაბამის საგამოძიებო უწყებაში.
თბილისი, 13 მარტი — Sputnik. იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ტყიბულში სახელმწიფო ტყეში ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს, იუწყება ეროვნული სატყეო სააგენტო.
კერძოდ, სამართალდარღვევები ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ გედსამანიაში სახელმწიფო ტყეში დაფიქსირდა.
ტერიტორიიდან ამოღებული და ეროვნული სატყეო სააგენტოს შესაბამის "საქმიან ეზოში" გადატანილია "წითელი ნუსხით" დაცული წაბლის სახეობის 11 ერთეული მრგვალი ხეტყე (მორი).
სამართალდარღვევების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანი 2,1 ათას ლარზე მეტია. მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.
ბოლო წლებში უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტების კლება ფიქსირდება. 2025 წელს, 2024 წელთან შედარებით, ტყით უკანონო სარგებლობის ფაქტები დაახლოებით 13%-ით შემცირდა. რაც შეეხება ბოლო 5 წლის სტატისტიკას, 2021 წელთან შედარებით, 2025 წელს უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტები დაახლოებით 50%-ითაა შემცირებული.
უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლა
გასულ წელს ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტებზე კანონმდებლობა გამკაცრდა. ცვლილებების მიხედვით, ხეტყის შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე მოპოვებისა და ტრანსპორტირების შესახებ კანონმდებლობის განმეორებითი დარღვევა საქართველოში სისხლის სამართლის დანაშაული გახდა.
კერძოდ, ხეტყის შესაბამისი დოკუმენტების გარეშე დამზადებისა და ტრანსპორტირებისათვის პირველ შემთხვევაში გათვალისწინებული იყო 2 ათასი ლარი ჯარიმა, ხოლო განმეორების შემთხვევაში - 5 ათასი ლარი. ცვლილების შემდეგ, ასეთი განმეორებითი ქმედება პირდაპირ სისხლის სამართლებრივ დანაშაულად ფასდება.
2018 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ უკომპრომისო ბრძოლა გამოაცხადა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხეტყეს უკანონოდ ჭრის ან მფარველობს მათ.
ხეტყის კანონიერი მოპოვება მხოლოდ ე.წ. საქმიან ეზოებში ხდება. ქვეყანაში ხეტყის ორგანიზებული ჭრის, დახარისხებისა და შენახვის ობიექტები მოწყობილია იმერეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლის რეგიონებში.
ე.წ. საქმიანი ეზოები სატყეო რეფორმის ფარგლებში გაიხსნა ტყის ახალი კოდექსის მიღების შემდეგ, რომელიც ქვეყანაში ხეტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის რესურსების გამოყენებას არეგულირებს.
საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მლნ ჰექტარს მოიცავს, საიდანაც 2,7 მლნ ჰექტარი ტყეებითაა დაფარული, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის (6,97 მლნ ჰექტარი) 40%-ს შეადგენს.