https://sputnik-georgia.com/20260312/tankerze-romelic-iranma-dabomba-23-qartveli-imyofeboda-297549870.html
ტანკერზე, რომელიც ირანმა დაბომბა, 23 ქართველი იმყოფებოდა
ტანკერზე, რომელიც ირანმა დაბომბა, 23 ქართველი იმყოფებოდა
Sputnik საქართველო
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ოფიციალურ უწყებებს ჯერჯერობით ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ. 12.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-12T13:42+0400
2026-03-12T13:42+0400
2026-03-12T19:06+0400
მსოფლიო დღეს
ახალი ამბები
საქართველო
მსოფლიოს ახალი ამბები
ირანი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/0b/285570349_0:104:3150:1876_1920x0_80_0_0_7c09b70b2b90dfd2c068d3fec848f039.jpg
თბილისი, 12 მარტი — Sputnik. მალტის დროშის ქვეშ მცურავ ხომალდ Zefyros-ზე, რომელიც ერაყის ტერიტორიულ წყლებში ირანმა დაბომბა, 23 ქართველი მეზღვაური იმყოფებოდა, იუწყება ტელეკომპანია "მთავარი". გავრცელებული ინფორმაციით, ერაყის ტერიტორიულ წყლებში მცურავ რამდენიმე ტანკერზე ხანძარი 12 მარტის ღამეს გაჩნდა - მიზეზი ირანის მხრიდან თავდასხმაა. ხომალდებიდან ერთს, მალტის დროშით მცურავ Zefyros-ს, ქართველი კაპიტანი ჰყავდა და ამ გემზე ჯამში 23 ქართველი მეზღვაური იყო. მედიაში გავრცელებული ინფრომაციით, ქართველები უკვე სხვა ხომალდზე არიან გადაყვანილი და მათ საფრთხე აღარ ემუქრებათ. მეზღვაურების განცხადებით, ტანკერებთან ნავებით მიტანილი ასაფეთქებელი საშუალებების გარდა, რომლებიც სავარაუდოდ დისტანციურად იმართებოდა, ხომალდების წინააღმდეგ დრონებიც გამოიყენეს. ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ დაადასტურა ფაქტი იმის შესახებ, რომ ტანკერები ირანის უპილოტო წყალქვეშა აპარატმა ააფეთქა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს ოფიციალურ უწყებებს ჯერჯერობით ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ. 28 თებერვალს ისრაელმა და აშშ-მა თეირანსა და ირანის სხვა ქალაქებში არსებულ სამხედრო და ადმინისტრაციულ ობიექტებზე დარტყმები განახორციელეს. ვრცელდება ინფორმაცია ნგრევისა და დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების შესახებ. საპასუხოდ ირანმა განახორციელა სარაკეტო დარტყმები ისრაელის ტერიტორიაზე, ასევე ახლო აღმოსავლეთში მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზებზე.საქართველომ სრული სოლიდარობა გამოუცხადა სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნებს, რომლებთანაც ქვეყანას გამორჩეული პარტნიორობა აკავშირებს.ხელისუფლებამ სამძიმარი გამოუცხადა როგორც ირანის ისლამურ რესპუბლიკას და ირანელ ხალხს მშვიდობიანი მოსახლეობის, პოლიტიკური ლიდერებისა და ბავშვების დაღუპვის გამო, ისე ისრაელის მთავრობას მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის გამო.
საქართველო
ირანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/0b/285570349_419:0:3150:2048_1920x0_80_0_0_b7c078ca63bab089ae5124ef1a65e39f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, მსოფლიოს ახალი ამბები, ირანი
ახალი ამბები, საქართველო, მსოფლიოს ახალი ამბები, ირანი
ტანკერზე, რომელიც ირანმა დაბომბა, 23 ქართველი იმყოფებოდა
13:42 12.03.2026 (განახლებულია: 19:06 12.03.2026) აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ოფიციალურ უწყებებს ჯერჯერობით ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ.
თბილისი, 12 მარტი — Sputnik. მალტის დროშის ქვეშ მცურავ ხომალდ Zefyros-ზე, რომელიც ერაყის ტერიტორიულ წყლებში ირანმა დაბომბა, 23 ქართველი მეზღვაური იმყოფებოდა, იუწყება ტელეკომპანია "მთავარი".
გავრცელებული ინფორმაციით, ერაყის ტერიტორიულ წყლებში მცურავ რამდენიმე ტანკერზე ხანძარი 12 მარტის ღამეს გაჩნდა - მიზეზი ირანის მხრიდან თავდასხმაა. ხომალდებიდან ერთს, მალტის დროშით მცურავ Zefyros-ს, ქართველი კაპიტანი ჰყავდა და ამ გემზე ჯამში 23 ქართველი მეზღვაური იყო.
მედიაში გავრცელებული ინფრომაციით, ქართველები უკვე სხვა ხომალდზე არიან გადაყვანილი და მათ საფრთხე აღარ ემუქრებათ.
მეზღვაურების განცხადებით, ტანკერებთან ნავებით მიტანილი ასაფეთქებელი საშუალებების გარდა, რომლებიც სავარაუდოდ დისტანციურად იმართებოდა, ხომალდების წინააღმდეგ დრონებიც გამოიყენეს.
ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ დაადასტურა ფაქტი იმის შესახებ, რომ ტანკერები ირანის უპილოტო წყალქვეშა აპარატმა ააფეთქა.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს ოფიციალურ უწყებებს ჯერჯერობით ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ.
28 თებერვალს ისრაელმა და აშშ-მა თეირანსა და ირანის სხვა ქალაქებში არსებულ სამხედრო და ადმინისტრაციულ ობიექტებზე დარტყმები განახორციელეს. ვრცელდება ინფორმაცია ნგრევისა და დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების შესახებ. საპასუხოდ ირანმა განახორციელა სარაკეტო დარტყმები ისრაელის ტერიტორიაზე, ასევე ახლო აღმოსავლეთში მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზებზე.
საქართველომ სრული სოლიდარობა გამოუცხადა სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნებს, რომლებთანაც ქვეყანას გამორჩეული პარტნიორობა აკავშირებს.
ხელისუფლებამ სამძიმარი გამოუცხადა როგორც ირანის ისლამურ რესპუბლიკას და ირანელ ხალხს მშვიდობიანი მოსახლეობის, პოლიტიკური ლიდერებისა და ბავშვების დაღუპვის გამო, ისე ისრაელის მთავრობას მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის გამო.