საქართველოში 2025 წლის პოპულარული ავტომობილების TOP-10

Toyota Prius - Sputnik საქართველო, 1920, 12.03.2026
გამოწერა
2025 წლის ბოლოსთვის საქართველოში 1.914.908 ავტომობილი იყო რეგისტრირებული, რომლის თითქმის ნახევარი თბილისზე მოდის.
თბილისი, 12 მარტი - Sputnik. საქართველოში 2025 წელს ყველაზე პოპულარული ავტომობილის მოდელი Toyota Prius იყო, იუწყება პორტალი bm.ge
მედიის ცნობით, ქვეყანაში 2025 წელს წარმოებული Toyota Prius-ი მხოლოდ 3 ერთეულია რეგისტრირებული. ყველაზე ძველი მოდელი კი 1998 წელს რეგისტრირებული 4 ცალი Toyota Prius-ია.
საქართველოში პოპულარული ავტომობილების TOP-10 რეიტინგი ასე გამოიყურება:
1. Toyota Prius – 51.112;
2. Opel Astra – 37.150;
3. Ford Transit – 35.286;
4. Honda Fit – 26.642;
5. VAZ 21063 – 22.865;
6. Toyota Camry – 22.808;
7. Volkswagen Jetta – 20.728;
8. Hyundai Elantra – 18.258;
9. Mercedes-Benz C 180 – 17.418;
10. Subaru Forester – 17.418;
2025 წლის ბოლოსთვოის საქართველოში 1.914.908 ავტომობილი იყო რეგისტრირებული, რომლის თითქმის ნახევარი თბილისზე მოდის.
აღსანიშნავია ისიც, რომ 2025 წელს წინა წელთან შედარებით ქვეყანაში დარეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა წლიურად 6,9%-ით გაიზარდა.
ავტოსატრანსპორტო საშუალებების დიდი ნაწილი 1.650.048 ერთეული მსუბუქ ავტომობილებზე მოდის.
ქვეყანაში რეგისტრირებული ავტომობილებიდან 80,4% 10 წელზე მეტი, 13,8% - 5-დან 10 წლამდე წლოვანებისაა; მხოლოდ 3,2%-ია 2-დან 5 წლამდე, 2% კი 2 წლამდე წლოვანებისაა.
ყველა ახალი ამბავი
0