https://sputnik-georgia.com/20260312/ra-semosavali-miiro-saqartvelom-tebervalsi-alkoholis-eqsportisgan-297539206.html
რა შემოსავალი მიიღო საქართველომ თებერვალში ალკოჰოლის ექპორტისგან
რა შემოსავალი მიიღო საქართველომ თებერვალში ალკოჰოლის ექპორტისგან
Sputnik საქართველო
სპირტიანი სასმელების ძირითადი საექსპორტო ბაზრებია რუსეთი, სომხეთი, უკრაინა, ევროკავშირი, ბელარუსი, აზერბაიჯანი, ხოლო ღვინის - რუსეთი, ევროკავშირი, უკრაინა... 12.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-12T09:37+0400
2026-03-12T09:37+0400
2026-03-12T09:37+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ღვინის ეროვნული სააგენტო
ქართული ღვინო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24336/16/243361695_0:112:2001:1237_1920x0_80_0_0_c8bc24376a2c6d387ed5dcfea5aab9c9.jpg
თბილისი, 12 მარტი — Sputnik. საქართველოდან 2026 წლის თებერვალში 38 მლნ აშშ დოლარის ალკოჰოლური სასმელებია ექსპორტირებული, რაც გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე 22%-ით მეტია, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. მათ შორის, ექსპორტირებულია 20 მლნ აშშ დოლარის 6,5 მლნ ლიტრი ღვინო, რომლის ღირებულება 23%-ით, რაოდენობა კი 21%-ით არის გაზრდილი. სამინისტროს ცნობით, მიმდინარე წლის თებერვლში სპირტიანი სასმელების საშუალო საექსპორტო ფასი 15%-ით, ხოლო ღვინის 2%-ით გაიზარდა. სპირტიანი სასმელების ძირითადი საექსპორტო ბაზრებია რუსეთი, სომხეთი, უკრაინა, ევროკავშირი, ბელარუსი, აზერბაიჯანი, ხოლო ღვინის - რუსეთი, ევროკავშირი, უკრაინა, ჩინეთი, აშშ, ყაზახეთი, ბელარუსი და სხვა ქვეყნები. საქართველოში ღვინის დამზადების ტრადიცია რვა ათას წელს ითვლის. მას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართულ კულტურაში. ღვინისა და ვაზის გამოსახულებები გამოყენებულია ხალხურ ხელოვნებაში, სულიერი და მატერიალური კულტურის ძეგლებში. 2017 წელს საერთაშორისო სპეციალისტებმა დაამტკიცეს, რომ საქართველო მეღვინეობის სამშობლოა. საქართველოში დღეს ყურძნის 525 ჯიშია აღრიცხული, ღვინის სახეობების დათვლა კი პრაქტიკულად შეუძლებელია. მსოფლიოში ცნობილი ყურძნის 4 ათასი სახეობიდან დაახლოებით 500-ს ქართული ფესვები აქვს. 2013 წელს, იუნესკოს გადაწყვეტილებით, ქვევრში ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული მეთოდი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შევიდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24336/16/243361695_100:0:1899:1349_1920x0_80_0_0_2563c98d8c2d8a44d68a044e8eaa3c83.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ღვინის ეროვნული სააგენტო, ქართული ღვინო
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ღვინის ეროვნული სააგენტო, ქართული ღვინო
რა შემოსავალი მიიღო საქართველომ თებერვალში ალკოჰოლის ექპორტისგან
სპირტიანი სასმელების ძირითადი საექსპორტო ბაზრებია რუსეთი, სომხეთი, უკრაინა, ევროკავშირი, ბელარუსი, აზერბაიჯანი, ხოლო ღვინის - რუსეთი, ევროკავშირი, უკრაინა, ჩინეთი, აშშ, ყაზახეთი, ბელარუსი და სხვა ქვეყნები.
თბილისი, 12 მარტი — Sputnik. საქართველოდან 2026 წლის თებერვალში 38 მლნ აშშ დოლარის ალკოჰოლური სასმელებია ექსპორტირებული, რაც გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე 22%-ით მეტია, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
მათ შორის, ექსპორტირებულია 20 მლნ აშშ დოლარის 6,5 მლნ ლიტრი ღვინო, რომლის ღირებულება 23%-ით, რაოდენობა კი 21%-ით არის გაზრდილი.
სამინისტროს ცნობით, მიმდინარე წლის თებერვლში სპირტიანი სასმელების საშუალო საექსპორტო ფასი 15%-ით, ხოლო ღვინის 2%-ით გაიზარდა.
სპირტიანი სასმელების ძირითადი საექსპორტო ბაზრებია რუსეთი, სომხეთი, უკრაინა, ევროკავშირი, ბელარუსი, აზერბაიჯანი, ხოლო ღვინის - რუსეთი, ევროკავშირი, უკრაინა, ჩინეთი, აშშ, ყაზახეთი, ბელარუსი და სხვა ქვეყნები.
საქართველოში ღვინის დამზადების ტრადიცია რვა ათას წელს ითვლის. მას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართულ კულტურაში. ღვინისა და ვაზის გამოსახულებები გამოყენებულია ხალხურ ხელოვნებაში, სულიერი და მატერიალური კულტურის ძეგლებში. 2017 წელს საერთაშორისო სპეციალისტებმა დაამტკიცეს, რომ საქართველო მეღვინეობის სამშობლოა.
საქართველოში დღეს ყურძნის 525 ჯიშია აღრიცხული, ღვინის სახეობების დათვლა კი პრაქტიკულად შეუძლებელია. მსოფლიოში ცნობილი ყურძნის 4 ათასი სახეობიდან დაახლოებით 500-ს ქართული ფესვები აქვს.
2013 წელს, იუნესკოს გადაწყვეტილებით, ქვევრში ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული მეთოდი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შევიდა.