კვარაცხელიას დუბლი და ასისტი ჩემპიონთა ლიგაში: „პსჯ“-მ „ჩელსი“ გაანადგურა

© Courtesy of Paris Saint-Germainხვიჩა კვარაცხელია
ხვიჩა კვარაცხელია - Sputnik საქართველო, 1920, 12.03.2026
გამოწერა
ქართველმა ჩემპიონთა ლიგის ამ სეზონში ექვსი გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა გააკეთა.
თბილისი, 12 მარტი - Sputnik. „პსჟ“-ს ქართველმა ვინგერმა ხვიჩა კვარაცხელიამ დუბლი და საგოლე გადაცემა გაიფორმა ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ლონდონის „ჩელსის“ წინააღმდეგ და მოედანზე გასვლის შემდეგ შეხვედრა მთლიანად გადატეხა - 5:2.
ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირზე ფინალის 1/16-ის პირველი მატჩი დაძაბული გამოდგა - პარიზელები ორჯერ დაწინაურდნენ ბარკოლას (მე-10 წუთი) და დემბელეს (მე-40 წუთი) გოლების წყალობით, თუმცა ინგლისელებმა ორივეჯერ გაათანაბრეს ანგარიში - გუსტოს (მე-28 წუთი) და ენცო ფერნანდეშის (მე-57 წუთი) დახმარებით.
კვარაცხელია მოედანზე 62-ე წუთზე გავიდა და თამაშის მიმდინარეობაც შეცვალა. 74-ე წუთზე ვიტინიამ კვარაცხელიას პასით პარიზელებს კვლავ წინ გაიყვანა. თორმეტი წუთის შემდეგ ხვიჩამ თავად გაიტანა გოლი, ხოლო 90+3 წუთზე დუფლი გაიფორმა.
მატჩის შემდეგ კვარაცხელია მატჩის MVP-დ დასახელდა.
„მიხარია, რომ გუნდს დავეხმარე და „ჩელსის“ წინააღმდეგ გავიმარჯვეთ. კმაყოფილი ვარ ამ მატჩით. თქვეს, რომ დავიღალეთ? მე არ ვეთანხმები, იმიტომ, რომ ჩვენ კვლავ ისეთი პსჟ ვართ, როგორც გასულ სეზონში. ასევე ვაჩვენეთ, რომ ყველაფრის გაკეთება შეგვიძლია, უბრალოდ კარგად მუშაობა უნდა გავაგრძელოთ“,– თქვა კვარაცხელიამ მატჩის შემდეგ.
ქართველმა ჩემპიონთა ლიგის ამ სეზონში ექვსი გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა გააკეთა.
ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის საპასუხო მატჩი ჩელსისა და პარი სენ-ჟერმენს შორის 17 მარტს ლონდონში გაიმართება.
ყველა ახალი ამბავი
0