https://sputnik-georgia.com/20260312/floridasi-rusetisa-da-ass-is-warmomadgenlebis-sexvedra-gaimarta-297555826.html
ფლორიდაში რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა
ფლორიდაში რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა
Sputnik საქართველო
დელეგაციებმა სხვადასხვა თემა განიხილეს და შეთანხმდნენ, რომ კონტაქტზე იქნებოდნენ. 12.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-12T19:41+0400
2026-03-12T19:41+0400
2026-03-12T19:41+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
აშშ
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
რუსეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/0b/263530603_0:166:2699:1684_1920x0_80_0_0_00f11f6a1295d4585296069e0510a82b.jpg
თბილისი, 12 მარტი – Sputnik. რუსეთისა და ამერიკის დელეგაციებმა მაიამიში მოლაპარაკებები გამართეს, ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა განაცხადა.რუსეთის დელეგაციას პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი ხელმძღვანელობდა.ამერიკის დელეგაციაში იყვნენ სტივ უიტკოფი, აშშ-ის პრეზიდენტის სიძე ჯარედ კუშნერი და თეთრი სახლის უფროსი მრჩეველი ჯოშ გრუნბაუმი.უიტკოფის თქმით, დელეგაციებმა სხვადასხვა თემა განიხილეს და შეთანხმდნენ, რომ კონტაქტზე იქნებოდნენ.„გუნდებმა სხვადასხვა თემა განიხილეს და კონტაქტის შენარჩუნებაზე შეთანხმდნენ“, - დაწერა მან Х-ზე.თავის მხრივ, დმიტრიევმა შეხვედრას პროდუქტიული უწოდა და ამერიკელ მომლაპარაკებლებს მადლობა გადაუხადა.რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენლები ადრეც ფლორიდაში შეხვდნენ. მაშინ შეხვედრაზე, უკრაინის საკითხის მოგვარების გარდა, მხარეებმა რუსეთ-ამერიკის ეკონომიკური თანამშრომლობაც განიხილეს.
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/0b/263530603_0:12:2699:2036_1920x0_80_0_0_1af92af146e29a2f978b44afd56bad75.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, აშშ , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი
მსოფლიოს ახალი ამბები, აშშ , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი
ფლორიდაში რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა
დელეგაციებმა სხვადასხვა თემა განიხილეს და შეთანხმდნენ, რომ კონტაქტზე იქნებოდნენ.
თბილისი, 12 მარტი – Sputnik. რუსეთისა და ამერიკის დელეგაციებმა მაიამიში მოლაპარაკებები გამართეს, ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა განაცხადა.
რუსეთის დელეგაციას პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი ხელმძღვანელობდა.
ამერიკის დელეგაციაში იყვნენ სტივ უიტკოფი, აშშ-ის პრეზიდენტის სიძე ჯარედ კუშნერი და თეთრი სახლის უფროსი მრჩეველი ჯოშ გრუნბაუმი.
უიტკოფის თქმით, დელეგაციებმა სხვადასხვა თემა განიხილეს და შეთანხმდნენ, რომ კონტაქტზე იქნებოდნენ.
„გუნდებმა სხვადასხვა თემა განიხილეს და კონტაქტის შენარჩუნებაზე შეთანხმდნენ“, - დაწერა მან Х-ზე.
თავის მხრივ, დმიტრიევმა შეხვედრას პროდუქტიული უწოდა და ამერიკელ მომლაპარაკებლებს მადლობა გადაუხადა.
რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენლები ადრეც ფლორიდაში შეხვდნენ. მაშინ შეხვედრაზე, უკრაინის საკითხის მოგვარების გარდა, მხარეებმა რუსეთ-ამერიკის ეკონომიკური თანამშრომლობაც განიხილეს.