ჭარბწონიანობა საქართველოში: სერიოზული პრობლემა საზოგადოებისთვის – ვიდეო

გამოწერა
ჭარბწონიანობა - საქართველოში საზოგადოების სერიოზული პრობლემაა. ჭარბი წონა ზრდასრული მოსახლეობის 30%-ზე მეტს – ეს მაჩვენებლები შეესაბამება ევროპის მაღალ მაჩვენებლებს – და 6-9 წლის ასაკის ბავშვების 28%-ს აღენიშნება.
ბავშვთა სიმსუქნით საქართველო საშუალო დონეზეა – ევროპის ქვეყნებში თითქმის ყოველი მესამე ბავშვი ჭარბწონიანია.
საქართველოში პრობლემის გამომწვევი ძირითადი ფაქტორებია ეროვნული სამზარეულოს თავისებურებები (მაღალკალორიული საკვები) და ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა.
სიმსუქნე იწვევს ქრონიკულ დაავადებებს, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს (ინფარქტი, ინსულტი), მე-2 ტიპის დიაბეტს და საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებებს. ქვეყანაში შესაბამისი ღონისძიებები ტარდება, რომლებიც მიზნად ისახავს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.
ყველა ახალი ამბავი
0