https://sputnik-georgia.com/20260312/ass-irani-297561316.html
მოსაზრება: აშშ ირანთან ომში სტრატეგიულ მარცხს განიცდის
მოსაზრება: აშშ ირანთან ომში სტრატეგიულ მარცხს განიცდის
Sputnik საქართველო
მიუხედავად ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, პენტაგონისა და ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებებისა გამარჯვების შესახებ, ირანის შეიარაღებულ ძალებს მაღალი... 12.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-12T19:04+0400
2026-03-12T19:04+0400
2026-03-13T12:04+0400
ანალიტიკა
მოსაზრება
მიმოხილვები
აშშ
ირანი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/03/0d/297561022_0:157:3080:1890_1920x0_80_0_0_2681034a9649ad0aaa5ef7978b6f8f7a.jpg
მიუხედავად ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, პენტაგონისა და ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებებისა გამარჯვების შესახებ, ირანის შეიარაღებულ ძალებს მაღალი საბრძოლო მზადყოფნა არ დაუკარგავთ. ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ყოველდღიურად სამ-ოთხ ტალღად ახორციელებს სარაკეტო დარტყმებს მოწინააღმდეგის სამხედრო ობიექტებზე. თეირანი ქვეყნის მთელ ტერიტორიას აკონტროლებს და მკაცრად ბლოკავს ორმუზის სრუტეს. ირანის სარაკეტო არსენალი და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის შესაძლებლობები საშუალებას იძლევა, საბრძოლო მოქმედებები წლების განმავლობაში მაღალი ტემპით გაგრძელდეს. თეთრი სახლის შეცდომები გათვლებსა და ირანის თავდაცვითი შესაძლებლობების შეფასებაში, ოპერაცია „ეპიკურ რისხვას“ აშშ-ს ეპიკურ მარცხად აქცევს.დონალდ ტრამპმა 11 მარტს განაცხადა, რომ აშშ-მ ირანზე გაიმარჯვა: „ჩვენ გავიმარჯვეთ, თუმცა, არ გვინდა ირანიდან ნაადრევად გასვლა“. ერთი დღით ადრე, აშშ-ს გაერთიანებული შტაბების კომიტეტის თავმჯდომარემ, დენ კეინიმ, განაცხადა ირანის მრავალსაფეხურიანისაჰაერო თავდაცვის სისტემის „თანამედროვე საზენიტო სარაკეტო კომპლექსების უმეტესობის“ განადგურების შესახებ. ისრაელის არმიამაც დაადასტურა ირანის სარაკეტო გამშვები დანადგარების 75 პროცენტის განადგურება.რეალურად, „დამარცხებული“ ირანი სისტემატურად (ყოველდღიურად) ანადგურებს პენტაგონისა და ისრაელის თავდაცვის ძალების ობიექტებს ასობით დრონითა და რაკეტით, მათ შორის ჰიპერბგერითი, დანაწევრებული საბრძოლო ქობინებით. ირანი ასევე უტევს აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდებს სპარსეთის ყურეში. ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა გუშინ განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში პენტაგონის ყველა ბაზა გაანადგურა. რეგიონში დროებითი აეროდრომები აღარ დარჩა და ოპერაცია „ეპიკური რისხვის“ გასაგრძელებლად პენტაგონი ევროპაში — ბრიტანეთში მდებარე ფეირფორდის ავიაბაზაზე და გერმანიაში მდებარე რამშტაინის ავიაბაზაზე — სტრატეგიულ ბომბდამშენებს B-1B Lancer-სა და B-52H Stratofortress-ს გადაისვრის. რუმინეთის პარლამენტმა 11 მარტს დაამტკიცა ქვეყანაში აშშ-ს დამატებითი ჯარისა და ავიაციის განთავსება ირანში მიმდინარე ოპერაციის მხარდასაჭერად. შორეული მოქმედების თვითმფრინავების წინასწარი ბაზირება თეორიულად საშუალებას იძლევა, დაბომბვები უფრო ხშირად განხორციელდეს და ტექნიკური მომსახურების მოთხოვნები შემცირდეს.ამერიკულმა ჟურნალმა Military Watch Magazine შენიშნა: „ბომბდამშენები B-52H Stratofortress და B-1B Lancer ირანის საჰაერო სივრცეში ვერ გადარჩებიან, თუმცა, ისინი ფრთოსანი რაკეტების მატარებლებს წარმოადგენენ და დარტყმებს ასობით კილომეტრის დაშორებიდან — ქვეყნის საზღვრებს გარედან — ახორციელებენ“. უნდა აღინიშნოს, რომ ირანის სამხედრო-საჰაერო ძალებს აქვთ გამანადგურებლები Sukhoi Su-35 და ჰიპერბგერითი კლასის „ჰაერი-ჰაერი“ რაკეტები R-37M air-to-air missile, რომელთა მოქმედების რადიუსი 400 კილომეტრამდეა. ამიტომ ახლო აღმოსავლეთის ცაში ამერიკული „სტრატეგიული“ ბომბდამშენების გადარჩენა საკმაოდ პრობლემატურია. აღარაფერს ვამბობთ ამერიკული იარაღის გამარჯვებაზე ზღვასა და ხმელეთზე. პენტაგონი ყოველდღიურად, დაახლოებით, 2 მილიარდ დოლარს ხარჯავს და ოპერაციის მიზნებს მაინც ვერ აღწევს.ჯოჯოხეთური პეიზაჟიირანმა განაცხადა, რომ მზად არის, აშშ-თან ომი 10 წელზე მეტხანსაც აწარმოოს: „დიპლომატიური გადაწყვეტა უკვე გამორიცხულია“. ასევე ითქვა: თეირანი მკაცრად კარნახობს საკუთარ ნებას: და ეს მხოლოდ სიტყვები არ არის.ოთხი ჰიპერბგერითი რაკეტით — Fattah hypersonic missile — შეტევის შემდეგ ამერიკულმა ავიამზიდმა USS Abraham Lincoln (CVN-72)-მა სწრაფად დატოვა განლაგების რაიონი. ეს აშშ-სთვის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამცირება გახდა.ორმუზის სრუტეში, რომელიც „კოლექტიური მოწინააღმდეგის“ გემებისთვის დახურულია, იწვის წესების დამრღვევი ნავთობის ტანკერები. ევროპაში ნატო-ს ძალების ყოფილმა მთავარსარდალმა, ადმირალმა ჯეიმს სტავრიდისმა კოლეგები დაგვიანებით გააფრთხილა: ირანს შეუძლია, მარტივად გადააქციოს ორმუზის სრუტე „ჯოჯოხეთურ პეიზაჟად“, რადგან იქ 5000-ზე მეტი საზღვაო ნაღმი აქვს მომზადებული. ნავთობის 1 ბარელის საბაზრო ფასმა უკვე გადააჭარბა 100 დოლარს. და ეს ჯერ კიდევ ზღვარი არ არის. ხოლო მსოფლიო ეკონომიკისთვის ეს ნამდვილი კატასტროფაა.აშშ-ს დასავლელი და აღმოსავლელი მოკავშირეები სწრაფად ახდენენ ღირებულებების გადაფასებას და აღარ სურთ ომში ჩაბმა მზაკვარი და უპრინციპო„ჰეგემონის“ გვერდით. ირანის დარტყმებმა სპარსეთის ყურის ქვეყნები სერიოზულად შეარყია და დააზიანა მათი, როგორც სიმდიდრისა და სტაბილურობის საყრდენების, რეპუტაცია. შემთხვევითი სრულიად არ არის, რომ საუდის არაბეთის სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში, სახელმწიფო რადიოს ხელმძღვანელმა, ალ-ატიმ განაცხადა: „აშშ-ს დღევანდელი ქმედებების დრო ეჭვებს ბადებს და ადასტურებს, რომ ამერიკა ომის იმპერიაა. ანუ, მას არსებობა არ შეუძლია ომისა და ქაოსის გარეშე“. ირანში მიმდინარე ომმა ეკონომიკური შოკი გამოიწვია ცენტრალური აზიაშიც.და რა ხდება ისრაელის მოკავშირე არმიაში? ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა 12 მარტს ახალი სარაკეტო დარტყმები მიიტანა ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზებზე — პალმახიმის ავიაბაზასა და უვდის ავიაბაზაზე, ასევე უსაფრთხოების სამსახურის შტაბ-ბინაზე — შაბაკი.ისრაელის თავდაცვის ძალების ოფიციალური მონაცემებით, ერთ დღეში საჰაერო თავდაცვის სისტემამ "რკინის გუმბათმა” მხოლოდ რაკეტების ნახევრის შეფერხება შეძლო. ისრაელელი პოლიტიკოსები აღიარებენ: „დაბომბვების ფონზე, ირანში არანაირი აჯანყების ნიშნები არ ჩანს“, ხოლო ომი ირანის ხელისუფლების დაცემას არ იწვევს. ისრაელელ ანალიტიკოსებს ესმით: „საბოლოოდ, რეჟიმის დამხობა მხოლოდ საჰაერო დარტყმებით პრაქტიკულად შეუძლებელია“. სიმართლის მომენტი დგება.„სპარსული რულეტის“ თამაშითეთრმა სახლმა თეირანის შეფასებაში სტრატეგიული შეცდომა დაუშვა. ამერიკელები იმედოვნებდნენ, რომ დარტყმა ირანის ისლამური რესპუბლიკის ხელმძღვანელობაზე „ირანული რეჟიმის კრახს გამოიწვევდა“ ან განვითარდებოდა „ვენესუელური სცენარი“, როცა „უფრო პრაგმატული ჩინოვნიკები ვაშინგტონთან თანამშრომლობას გადაწყვეტდნენ“. თუმცა თეირანში მოღალატეები არ აღმოჩნდნენ. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს დაადასტურა, რომ ახალი უზენაესი ლიდერი მოჯთაბა ხამენეი დაჭრილია, თუმცა, თავს კარგად გრძნობს. აშშ-ს დარტყმები სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობაზე აზრს მოკლებულია, ირანში ათობით მილიონი „მენტალური ხამენეი“ ცხოვრობს.ამავე დროს, აშშ-ს პრეზიდენტმა ჯერაც ვერ შეძლო ომის, მის ხარჯებისა და თითქოს უკვე მიღწეული „გამარჯვების“ დამაჯერებელი ახსნა. დონალდ ტრამპი კვლავ იმავე „მანტრას“ იმეორებს: თითქოს და, ირანი ახლო აღმოსავლეთის განადგურებას გეგმავდა და ბირთვული პროგრამა განაახლა. ის პროგრამა, რომელიც ტრამპის თქმით თავადვე „გაანადგურა“ 2025 წლის ივნისში. პარალელურად, პრეზიდენტის მრჩევლები უკვე ამუშავებენ ირანში „გამარჯვების სცენარს“ იმ გარდაუვალი დღისთვის, როცა აშშ ომიდან გასვლას შეეცდება. შეინარჩუნებს თუ არა ამერიკული დიპლომატია ავტორიტეტს მას შემდეგ, რაც წლის განმავლობაში უკვე მესამედ აღმოჩნდა, რომ მოლაპარაკებები სამხედრო მოქმედებების საფარველად გამოიყენებოდა? კითხვა რიტორიკულია. ეს „საფიქრებელი ინფორმაციაა“ მოსკოვში, პეკინში და მსოფლიოს სხვა გავლენიან დედაქალაქებში.ახლო აღმოსავლეთში უკვე 12 დღეზე მეტია შეინიშნება დარტყმების შედარებითი „ბალანსი“ და ეს თავად აშშ-ს სტრატეგიულ მარცხს ნიშნავს. თეთრი სახლი წარუმატებელი ოპერაციიდან გამოსავალს ეძებს, თუმცა, ვერ პოულობს. ამერიკულმა გაზეთმა The Wall Street Journal-მა აღნიშნა: „ირანთან ომის სწრაფი დასრულება აშშ-სა და მისი მოკავშირეებისთვის დიდ რისკებს შეიცავს. თუ რეჟიმი დაუმარცხებელი დარჩება, ეს შესაძლოა, თეირანს ბირთვული იარაღის შექმნისკენ უბიძგოს და მას მსოფლიო ენერგეტიკული ნაკადების მნიშვნელოვან ნაწილზე კონტროლი შეუნარჩუნოს“. ამ შემთხვევაში, The Wall Street Journal ჭეშმარიტებას ღადაგებს.აშშ გეგმავდა ირანისა და მისი მეზობლების ენერგორესურსების ხელში ჩაგდებას, კონტროლსა და განაწილებას. თუმცა, ომმა რეგიონულ „ჰეგემონად“ სწორედ თეირანი აქცია, რომელიც დღეს ნავთობისა და გაზის „გასაღებებს“ მტკიცედ აკონტროლებს. გეოპოლიტიკურად მოხდა თითქოს „ვენესუელა პირიქით“ — და პენტაგონი ვერაფერს ცვლის (აქ ვერც კი დაეხმარება აშშ-ს ბირთვული იარაღი). ამერიკა სტრატეგიულ მარცხს განიცდის.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
აშშ
ირანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/03/0d/297561022_175:0:2906:2048_1920x0_80_0_0_25e22b530ff1f3d6909de643e54431ef.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ანალიტიკა, მოსაზრება, მიმოხილვები, აშშ , ირანი
ანალიტიკა, მოსაზრება, მიმოხილვები, აშშ , ირანი
მიუხედავად ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, პენტაგონისა და ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებებისა გამარჯვების შესახებ, ირანის შეიარაღებულ ძალებს მაღალი საბრძოლო მზადყოფნა არ დაუკარგავთ.
ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ყოველდღიურად სამ-ოთხ ტალღად ახორციელებს სარაკეტო დარტყმებს მოწინააღმდეგის სამხედრო ობიექტებზე. თეირანი ქვეყნის მთელ ტერიტორიას აკონტროლებს და მკაცრად ბლოკავს ორმუზის სრუტეს. ირანის სარაკეტო არსენალი და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის შესაძლებლობები საშუალებას იძლევა, საბრძოლო მოქმედებები წლების განმავლობაში მაღალი ტემპით გაგრძელდეს. თეთრი სახლის შეცდომები გათვლებსა და ირანის თავდაცვითი შესაძლებლობების შეფასებაში, ოპერაცია „ეპიკურ რისხვას“ აშშ-ს ეპიკურ მარცხად აქცევს.
დონალდ ტრამპმა 11 მარტს განაცხადა, რომ აშშ-მ ირანზე გაიმარჯვა: „ჩვენ გავიმარჯვეთ, თუმცა, არ გვინდა ირანიდან ნაადრევად გასვლა“. ერთი დღით ადრე, აშშ-ს გაერთიანებული შტაბების კომიტეტის თავმჯდომარემ, დენ კეინიმ, განაცხადა ირანის მრავალსაფეხურიანისაჰაერო თავდაცვის სისტემის „თანამედროვე საზენიტო სარაკეტო კომპლექსების უმეტესობის“ განადგურების შესახებ. ისრაელის არმიამაც დაადასტურა ირანის სარაკეტო გამშვები დანადგარების 75 პროცენტის განადგურება.
რეალურად, „დამარცხებული“ ირანი სისტემატურად (ყოველდღიურად) ანადგურებს პენტაგონისა და ისრაელის თავდაცვის ძალების ობიექტებს ასობით დრონითა და რაკეტით, მათ შორის ჰიპერბგერითი, დანაწევრებული საბრძოლო ქობინებით. ირანი ასევე უტევს აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდებს სპარსეთის ყურეში.
ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა გუშინ განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში პენტაგონის ყველა ბაზა გაანადგურა. რეგიონში დროებითი აეროდრომები აღარ დარჩა და ოპერაცია „ეპიკური რისხვის“ გასაგრძელებლად პენტაგონი ევროპაში — ბრიტანეთში მდებარე ფეირფორდის ავიაბაზაზე და გერმანიაში მდებარე რამშტაინის ავიაბაზაზე — სტრატეგიულ ბომბდამშენებს B-1B Lancer-სა და B-52H Stratofortress-ს გადაისვრის.
რუმინეთის პარლამენტმა 11 მარტს დაამტკიცა ქვეყანაში აშშ-ს დამატებითი ჯარისა და ავიაციის განთავსება ირანში მიმდინარე ოპერაციის მხარდასაჭერად. შორეული მოქმედების თვითმფრინავების წინასწარი ბაზირება თეორიულად საშუალებას იძლევა, დაბომბვები უფრო ხშირად განხორციელდეს და ტექნიკური მომსახურების მოთხოვნები შემცირდეს.
ამერიკულმა ჟურნალმა Military Watch Magazine შენიშნა: „ბომბდამშენები B-52H Stratofortress და B-1B Lancer ირანის საჰაერო სივრცეში ვერ გადარჩებიან, თუმცა, ისინი ფრთოსანი რაკეტების მატარებლებს წარმოადგენენ და დარტყმებს ასობით კილომეტრის დაშორებიდან — ქვეყნის საზღვრებს გარედან — ახორციელებენ“.
უნდა აღინიშნოს, რომ ირანის სამხედრო-საჰაერო ძალებს აქვთ გამანადგურებლები Sukhoi Su-35 და ჰიპერბგერითი კლასის „ჰაერი-ჰაერი“ რაკეტები R-37M air-to-air missile, რომელთა მოქმედების რადიუსი 400 კილომეტრამდეა. ამიტომ ახლო აღმოსავლეთის ცაში ამერიკული „სტრატეგიული“ ბომბდამშენების გადარჩენა საკმაოდ პრობლემატურია. აღარაფერს ვამბობთ ამერიკული იარაღის გამარჯვებაზე ზღვასა და ხმელეთზე. პენტაგონი ყოველდღიურად, დაახლოებით, 2 მილიარდ დოლარს ხარჯავს და ოპერაციის მიზნებს მაინც ვერ აღწევს.
ირანმა განაცხადა, რომ მზად არის, აშშ-თან ომი 10 წელზე მეტხანსაც აწარმოოს: „დიპლომატიური გადაწყვეტა უკვე გამორიცხულია“. ასევე ითქვა:
„ჩვენ ხელ-ფეხი გახსნილი გვაქვს ომის გასაფართოებლად. უსაფრთხოება ან ყველასთვის იქნება, ან არავისთვის. სწორედ ჩვენ ვწყვეტთ, როდის დასრულდება ომი“.
თეირანი მკაცრად კარნახობს საკუთარ ნებას:
„საპასუხო დარტყმის პოლიტიკა დასრულებულია. ამიერიდან ჩვენი სტრატეგია არის ‘დარტყმას დარტყმა მივაყოლოთ“.
და ეს მხოლოდ სიტყვები არ არის.
ოთხი ჰიპერბგერითი რაკეტით — Fattah hypersonic missile — შეტევის შემდეგ ამერიკულმა ავიამზიდმა USS Abraham Lincoln (CVN-72)-მა სწრაფად დატოვა განლაგების რაიონი. ეს აშშ-სთვის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამცირება გახდა.
ორმუზის სრუტეში, რომელიც „კოლექტიური მოწინააღმდეგის“ გემებისთვის დახურულია, იწვის წესების დამრღვევი ნავთობის ტანკერები. ევროპაში ნატო-ს ძალების ყოფილმა მთავარსარდალმა, ადმირალმა ჯეიმს სტავრიდისმა კოლეგები დაგვიანებით გააფრთხილა: ირანს შეუძლია, მარტივად გადააქციოს ორმუზის სრუტე „ჯოჯოხეთურ პეიზაჟად“, რადგან იქ 5000-ზე მეტი საზღვაო ნაღმი აქვს მომზადებული. ნავთობის 1 ბარელის საბაზრო ფასმა უკვე გადააჭარბა 100 დოლარს. და ეს ჯერ კიდევ ზღვარი არ არის. ხოლო მსოფლიო ეკონომიკისთვის ეს ნამდვილი კატასტროფაა.
აშშ-ს დასავლელი და აღმოსავლელი მოკავშირეები სწრაფად ახდენენ ღირებულებების გადაფასებას და აღარ სურთ ომში ჩაბმა მზაკვარი და უპრინციპო„ჰეგემონის“ გვერდით. ირანის დარტყმებმა სპარსეთის ყურის ქვეყნები სერიოზულად შეარყია და დააზიანა მათი, როგორც სიმდიდრისა და სტაბილურობის საყრდენების, რეპუტაცია. შემთხვევითი სრულიად არ არის, რომ საუდის არაბეთის სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში, სახელმწიფო რადიოს ხელმძღვანელმა, ალ-ატიმ განაცხადა: „აშშ-ს დღევანდელი ქმედებების დრო ეჭვებს ბადებს და ადასტურებს, რომ ამერიკა ომის იმპერიაა. ანუ, მას არსებობა არ შეუძლია ომისა და ქაოსის გარეშე“. ირანში მიმდინარე ომმა ეკონომიკური შოკი გამოიწვია ცენტრალური აზიაშიც.
და რა ხდება ისრაელის მოკავშირე არმიაში? ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა 12 მარტს ახალი სარაკეტო დარტყმები მიიტანა ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზებზე — პალმახიმის ავიაბაზასა და უვდის ავიაბაზაზე, ასევე უსაფრთხოების სამსახურის შტაბ-ბინაზე — შაბაკი.
ისრაელის თავდაცვის ძალების ოფიციალური მონაცემებით, ერთ დღეში საჰაერო თავდაცვის სისტემამ "რკინის გუმბათმა” მხოლოდ რაკეტების ნახევრის შეფერხება შეძლო. ისრაელელი პოლიტიკოსები აღიარებენ: „დაბომბვების ფონზე, ირანში არანაირი აჯანყების ნიშნები არ ჩანს“, ხოლო ომი ირანის ხელისუფლების დაცემას არ იწვევს. ისრაელელ ანალიტიკოსებს ესმით: „საბოლოოდ, რეჟიმის დამხობა მხოლოდ საჰაერო დარტყმებით პრაქტიკულად შეუძლებელია“. სიმართლის მომენტი დგება.
„სპარსული რულეტის“ თამაში
თეთრმა სახლმა თეირანის შეფასებაში სტრატეგიული შეცდომა დაუშვა. ამერიკელები იმედოვნებდნენ, რომ დარტყმა ირანის ისლამური რესპუბლიკის ხელმძღვანელობაზე „ირანული რეჟიმის კრახს გამოიწვევდა“ ან განვითარდებოდა „ვენესუელური სცენარი“, როცა „უფრო პრაგმატული ჩინოვნიკები ვაშინგტონთან თანამშრომლობას გადაწყვეტდნენ“. თუმცა თეირანში მოღალატეები არ აღმოჩნდნენ. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს დაადასტურა, რომ ახალი უზენაესი ლიდერი მოჯთაბა ხამენეი დაჭრილია, თუმცა, თავს კარგად გრძნობს. აშშ-ს დარტყმები სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობაზე აზრს მოკლებულია, ირანში ათობით მილიონი „მენტალური ხამენეი“ ცხოვრობს.
ამავე დროს, აშშ-ს პრეზიდენტმა ჯერაც ვერ შეძლო ომის, მის ხარჯებისა და თითქოს უკვე მიღწეული „გამარჯვების“ დამაჯერებელი ახსნა. დონალდ ტრამპი კვლავ იმავე „მანტრას“ იმეორებს: თითქოს და, ირანი ახლო აღმოსავლეთის განადგურებას გეგმავდა და ბირთვული პროგრამა განაახლა. ის პროგრამა, რომელიც ტრამპის თქმით თავადვე „გაანადგურა“ 2025 წლის ივნისში.
პარალელურად, პრეზიდენტის მრჩევლები უკვე ამუშავებენ ირანში „გამარჯვების სცენარს“ იმ გარდაუვალი დღისთვის, როცა აშშ ომიდან გასვლას შეეცდება. შეინარჩუნებს თუ არა ამერიკული დიპლომატია ავტორიტეტს მას შემდეგ, რაც წლის განმავლობაში უკვე მესამედ აღმოჩნდა, რომ მოლაპარაკებები სამხედრო მოქმედებების საფარველად გამოიყენებოდა? კითხვა რიტორიკულია. ეს „საფიქრებელი ინფორმაციაა“ მოსკოვში, პეკინში და მსოფლიოს სხვა გავლენიან დედაქალაქებში.
ახლო აღმოსავლეთში უკვე 12 დღეზე მეტია შეინიშნება დარტყმების შედარებითი „ბალანსი“ და ეს თავად აშშ-ს სტრატეგიულ მარცხს ნიშნავს. თეთრი სახლი წარუმატებელი ოპერაციიდან გამოსავალს ეძებს, თუმცა, ვერ პოულობს. ამერიკულმა გაზეთმა The Wall Street Journal-მა აღნიშნა: „ირანთან ომის სწრაფი დასრულება აშშ-სა და მისი მოკავშირეებისთვის დიდ რისკებს შეიცავს. თუ რეჟიმი დაუმარცხებელი დარჩება, ეს შესაძლოა, თეირანს ბირთვული იარაღის შექმნისკენ უბიძგოს და მას მსოფლიო ენერგეტიკული ნაკადების მნიშვნელოვან ნაწილზე კონტროლი შეუნარჩუნოს“. ამ შემთხვევაში, The Wall Street Journal ჭეშმარიტებას ღადაგებს.
აშშ გეგმავდა ირანისა და მისი მეზობლების ენერგორესურსების ხელში ჩაგდებას, კონტროლსა და განაწილებას. თუმცა, ომმა რეგიონულ „ჰეგემონად“ სწორედ თეირანი აქცია, რომელიც დღეს ნავთობისა და გაზის „გასაღებებს“ მტკიცედ აკონტროლებს. გეოპოლიტიკურად მოხდა თითქოს „ვენესუელა პირიქით“ — და პენტაგონი ვერაფერს ცვლის (აქ ვერც კი დაეხმარება აშშ-ს ბირთვული იარაღი). ამერიკა სტრატეგიულ მარცხს განიცდის.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე