https://sputnik-georgia.com/20260311/zahessi-rekreaciuli-sivrce-moewyoba-297534185.html
ზაჰესში ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა
ზაჰესში ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა
Sputnik საქართველო
ფარეხებისა და უკანონო შემოღობვების დემონტაჟისთვის საჭირო ყველა ხარჯს მუნიციპალიტეტი გაიღებს. 11.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-11T16:00+0400
2026-03-11T16:00+0400
2026-03-11T16:00+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
კახა კალაძე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23759/96/237599696_0:165:2000:1290_1920x0_80_0_0_b277d43d85113da1975f0a8a267dd739.jpg
თბილისი, 11 მარტი — Sputnik. გლდანის რაიონში, ზაჰესში ახალი სკვერი მოეწყობა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე. კალაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ დედაქალაქში უბნების დონეზე და საცხოვრებელ კორპუსებს შორის არსებული სივრცეები მაქსიმალურად იყოს გამწვანებული. მერიის ინფორმაციით, სამუშაოები ზაჰესში, თავისუფლების ქუჩის N12-ის მიმდებარედ დაახლოებით 2 500 კვ.მ ფართობზე განხორციელდება. ტერიტორიაზე განთავსდება ბავშვთა გასართობი ზონები, ფიტნეს სივრცე, დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები – დაიგება რულონური ბალახი და დაირგვება ხე-მცენარეები. ასევე განთავსდება სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა. პროექტისთვის დაახლოებით 600 ათასი ლარი დაიხარჯება. უწყების ცნობით, ფარეხებისა და უკანონო შემოღობვების დემონტაჟისთვის საჭირო ყველა ხარჯს მუნიციპალიტეტი გაიღებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23759/96/237599696_166:0:1886:1290_1920x0_80_0_0_fcd2cd5f064d09f67133599eaacefde0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, კახა კალაძე
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, კახა კალაძე
ზაჰესში ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა
ფარეხებისა და უკანონო შემოღობვების დემონტაჟისთვის საჭირო ყველა ხარჯს მუნიციპალიტეტი გაიღებს.
თბილისი, 11 მარტი — Sputnik. გლდანის რაიონში, ზაჰესში ახალი სკვერი მოეწყობა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
კალაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ დედაქალაქში უბნების დონეზე და საცხოვრებელ კორპუსებს შორის არსებული სივრცეები მაქსიმალურად იყოს გამწვანებული.
"ჩვენ ბევრჯერ გვითქვამს, რომ ასეთი სივრცეების არსებობა მნიშვნელოვანია დედაქალაქისთვის. დიდი საპარკო არეალები საქალაქთაშორისო მნიშვნელობის პარკები, რა თქმა უნდა, აუცილებელია და ამ კუთხით, ბევრი პროექტი განვახორციელეთ, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია შევიდეთ უბნების დონეზე და საცხოვრებელ კორპუსებს შორის არსებული სივრცეები მაქსიმალურად გავამწვანოთ", – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
მერიის ინფორმაციით, სამუშაოები ზაჰესში, თავისუფლების ქუჩის N12-ის მიმდებარედ დაახლოებით 2 500 კვ.მ ფართობზე განხორციელდება. ტერიტორიაზე განთავსდება ბავშვთა გასართობი ზონები, ფიტნეს სივრცე, დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები – დაიგება რულონური ბალახი და დაირგვება ხე-მცენარეები. ასევე განთავსდება სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა.
პროექტისთვის დაახლოებით 600 ათასი ლარი დაიხარჯება. უწყების ცნობით, ფარეხებისა და უკანონო შემოღობვების დემონტაჟისთვის საჭირო ყველა ხარჯს მუნიციპალიტეტი გაიღებს.