თერჯოლაში ყანჩა და შურთხი გადაარჩინეს

© Flickr / McKay Savageშურთხი
შურთხი - Sputnik საქართველო, 1920, 11.03.2026
გამოწერა
ორივე ფრინველს ზოოლოგიურ პარკში შესაბამისი ვეტერინარული დახმარება გაუწიეს.
თბილისი, 11 მარტი — Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინების საფუძველზე თერჯოლის მუნიციპალიტეტიდან დაჭრილი ყანჩა თბილისის ზოოლოგიურ პარკში გადაიყვანეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გარდა ამისა, სამართალდამცველებმა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში "წითელი ნუსხით" დაცული სახეობა - შურთხი იპოვეს და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს გადასცეს. ფრინველი დროებით თბილისის ზოოლოგიურ პარკს მიაბარეს.
უწყების ცნობით, ორივე ფრინველს ზოოლოგიურ პარკში შესაბამისი ვეტერინარული დახმარება გაუწიეს. გამოჯანმრთელების შემდეგ კი ფრინველები ბუნებრივ საცხოვრებელ გარემოს დაუბრუნდნენ - ყანჩა კრწანისის ტყე-პარკში, შურთხი კი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში გაუშვეს.
გარემოსდაცვითი კონტროლის დროს დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ნაპოვნი დაზიანებული ფრინველი ან ცხოველი შეიძლება იყოს სამართალდარღვევის ობიექტი.
დაზიანებული ფრინველი ან ცხოველი დეპარტამენტის თანამშრომლებს ზოოპარკში გადაჰყავთ, სადაც მათ სათანადო მკურნალობას უტარებენ. გამოჯანმრთელების შემდეგ კი სახეობებს ველურ ბუნებას უბრუნებენ.
ყველა ახალი ამბავი
0