https://sputnik-georgia.com/20260311/ruset-ukrainis-konfliqti-297539695.html
მოსკოვმა ბრიანსკზე დარტყმის მთავარი მიზანი დაასახელა
მოსკოვმა ბრიანსკზე დარტყმის მთავარი მიზანი დაასახელა
Sputnik საქართველო
თბილისი, 11 მარტი - Sputnik. კიევის რეჟიმის მიერ ბრიანსკზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმის მიზანი სამშვიდობო პროცესის ჩაშლა და საბრძოლო მოქმედებების... 11.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-11T17:33+0400
2026-03-11T17:33+0400
2026-03-11T17:33+0400
მსოფლიო დღეს
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
უკრაინა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
პოლიტიკა
დიდი ბრიტანეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/05/262609730_0:320:3072:2048_1920x0_80_0_0_afae9ace9109237ad7c2c6839d017b24.jpg
თბილისი, 11 მარტი - Sputnik. კიევის რეჟიმის მიერ ბრიანსკზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმის მიზანი სამშვიდობო პროცესის ჩაშლა და საბრძოლო მოქმედებების ესკალაციაა, აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ეს სარაკეტო თავდასხმა ბრიტანული შეიარაღებით განხორციელდა, და ეს სწორედ იმ მომენტში მოხდა, როდესაც, უკრაინის კრიზისის დარეგულირების კუთხით, რუსეთი-აშშ-უკრაინის სამმხრივი პოლიტიკურ-დიპლომატიური ძალისხმევები აქტიურ ფაზაშია.რუსეთის საგარეო უწყებამ ასევე ხაზი გაუსვა, რომ ამ თავდასხმის მომენტი შემთხვევით არ დაემთხვა ვაშინგტონიდან მიღებულ სიგნალებს, სადაც გამოითქმება იმედი, რომ უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში „გარდამტეხი მომენტი დადგა“ და მშვიდობის მიღწევა სავსებით რეალურია“.ცნობისათვის: 2026 წლის 10-11 მარტს რუსეთის ქალაქ ბრიანსკზე სარაკეტო იერიში განხორციელდა. რუსული მხარის მტკიცებით, თავდასხმის შედეგად დაიღუპა 6 და დაშავდა 37 მშვიდობიანი მოქალაქე. მოსკოვი აცხადებს, რომ იერიში დასავლური (კერძოდ, ბრიტანული) სარაკეტო სისტემებით განხორციელდა.თავის მხრივ, უკრაინულმა მხარემ დაადასტურა ბრიანსკში სამხედრო ობიექტზე, კერძოდ, მნიშვნელოვან სამხედრო ქარხანაზე დარტყმა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ ინციდენტს „ტერორისტულ აქტად“ აფასებს და აცხადებს, რომ ეს იყო მიზანმიმართული მცდელობა, ჩაშლილიყო აშშ-ის შუამავლობით დაწყებული სამშვიდობო მოლაპარაკებების ახალი ტალღა.
უკრაინა
დიდი ბრიტანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/05/262609730_501:240:2911:2048_1920x0_80_0_0_f94c9b61d7060d4bccf20b456a3d6f2d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, უკრაინა , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, პოლიტიკა, დიდი ბრიტანეთი
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, უკრაინა , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, პოლიტიკა, დიდი ბრიტანეთი
თბილისი, 11 მარტი - Sputnik. კიევის რეჟიმის მიერ ბრიანსკზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმის მიზანი სამშვიდობო პროცესის ჩაშლა და საბრძოლო მოქმედებების ესკალაციაა,
აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ეს სარაკეტო თავდასხმა ბრიტანული შეიარაღებით განხორციელდა, და ეს სწორედ იმ მომენტში მოხდა, როდესაც, უკრაინის კრიზისის დარეგულირების კუთხით, რუსეთი-აშშ-უკრაინის სამმხრივი პოლიტიკურ-დიპლომატიური ძალისხმევები აქტიურ ფაზაშია.
„ლონდონისა და დასავლეთის სხვა დედაქალაქების მიზანი აშკარაა: მასშტაბური პროვოკაციით, რომელსაც სამოქალაქო მსხვერპლი მოჰყვება, ჩაშალონ სამშვიდობო პროცესი და გამოიწვიონ საბრძოლო მოქმედებების ესკალაცია. ეს ტაქტიკა ახალი არ არის და კიევის რეჟიმის სპონსორების მიერ ყოველთვის გამოიყენება, როდესაც მოგვარების რეალური პერსპექტივა ჩნდება“, — ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
რუსეთის საგარეო უწყებამ ასევე ხაზი გაუსვა, რომ ამ თავდასხმის მომენტი შემთხვევით არ დაემთხვა ვაშინგტონიდან მიღებულ სიგნალებს, სადაც გამოითქმება იმედი, რომ უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში „გარდამტეხი მომენტი დადგა“ და მშვიდობის მიღწევა სავსებით რეალურია“.
ცნობისათვის: 2026 წლის 10-11 მარტს რუსეთის ქალაქ ბრიანსკზე სარაკეტო იერიში განხორციელდა. რუსული მხარის მტკიცებით, თავდასხმის შედეგად დაიღუპა 6 და დაშავდა 37 მშვიდობიანი მოქალაქე. მოსკოვი აცხადებს, რომ იერიში დასავლური (კერძოდ, ბრიტანული) სარაკეტო სისტემებით განხორციელდა.
თავის მხრივ, უკრაინულმა მხარემ დაადასტურა ბრიანსკში სამხედრო ობიექტზე, კერძოდ, მნიშვნელოვან სამხედრო ქარხანაზე დარტყმა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ ინციდენტს „ტერორისტულ აქტად“ აფასებს და აცხადებს, რომ ეს იყო მიზანმიმართული მცდელობა, ჩაშლილიყო აშშ-ის შუამავლობით დაწყებული სამშვიდობო მოლაპარაკებების ახალი ტალღა.