რაზე შეთანხმდნენ გარემოს ეროვნული სააგენტო და შავი ზღვის დაბინძურებისგან დაცვის კომისია

© National Environment Agency of Georgiaწყლის ხარისხის გაზომვა შავ ზღვაში
წყლის ხარისხის გაზომვა შავ ზღვაში - Sputnik საქართველო, 1920, 11.03.2026
გამოწერა
დოკუმენტი შავი ზღვის მონიტორინგისა და შეფასების პროგრამის (BSIMAP) იმპლემენტაციას, საზღვაო ნარჩენების მართვის რეგიონული გეგმის მხარდაჭერას და პრევენციული ღონისძიებების გატარებას ითვალისწინებს
თბილისი, 11 მარტი — Sputnik. გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და შავი ზღვის დაბინძურებისგან დაცვის კომისიას (BSC) შორის შეთანხმება გაფორმდა, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.
მათივე ცნობით, დოკუმენტი შავი ზღვის მონიტორინგისა და შეფასების პროგრამის (BSIMAP) იმპლემენტაციას, საზღვაო ნარჩენების მართვის რეგიონული გეგმის მხარდაჭერას და პრევენციული ღონისძიებების გატარებას ითვალისწინებს.
"პროექტის ფარგლებში დაგეგმილია Adopt-a-Beach (AaB) საპილოტე ინიციატივების გაფართოება შავი ზღვის სანაპიროზე, საზღვაო ნარჩენების ეროვნული მონიტორინგის პროგრამის ეტაპობრივი ამოქმედება, მონიტორინგის რეგიონული შესაძლებლობების გაძლიერება და BSIMAP-ის ინდიკატორების სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავება", - აღნიშულია ინფორმაციაში.
საგრანტოს პროექტი "შავ ზღვაში საზღვაო ნარჩენების წარმოქმნის შემდგომ შემცირებასა და პრევენციაზე მიმართული ინტერვენციებისთვის" დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის კვლევას უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს.
კვლევები განსაზღვრავს ზღვის წყლის პარამეტრებს: 13 მძიმე მეტალს, ნავთობის ჯამურ ნახშირწყალბადებს, 16 პოლიარომატულ ნახშირწყალბადს, ასევე, სხვა ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრის კონცენტრაციას.
შავი ზღვიდან აღებული სინჯები გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის წყლისა და ნიადაგის ანალიზის აკრედიტებულ ლაბორატორიაში იგზავნება, რომელიც მაღალი სიზუსტის ხელსაწყოებით არის აღჭურვილი და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს.
ყველა ახალი ამბავი
0