რას ვჭამთ: მარნეულში ფრინველთა კუსტარულად მოწყობილი სასაკლაო გამოავლინეს

© Depositphotos.com / Franszქათმის ხორცი
ქათმის ხორცი - Sputnik საქართველო, 1920, 11.03.2026
გამოწერა
ფიზიკური პირი დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი.
თბილისი, 11 მარტი — Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა მარნეულში ფრინველთა ფრინველთა კუსტარულად მოწყობილი სასაკლაო გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ჩატარებული ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ ფიზიკური პირი (მარნეული, ყურბანოვის ქუჩა N2) სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო აღიარებისა და ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე საქმიანობდა.
ობიექტზე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობებიც. ფიზიკური პირი დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი.
უწყების ცნობით, სურსათის ეროვნული სააგენტო არალეგალური საწარმოებისა და სასაკლაოების გამოვლენის მიზნით მთელი საქართველოს მასშტაბით გამკაცრებულ კონტროლს ახორციელებს.
ფრინველთა არალეგალური სასაკლაოების გარდა, მიმდინარე წელს უკვე გამოვლენილია ცხოველთა არალეგალური სასაკლაოები და ყველის გადამმუშავებელი არალეგალური საწარმოები.
ყველა ახალი ამბავი
0