კახეთში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა

© photo: Sputnik / Stringerსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 11.03.2026
გამოწერა
კლინიკაში, სადაც ორსული სამედიცინო აღრიცხვაზე იმყოფებოდა, ამ დროისთვის კომენტარი არ გაუკეთებიათ.
თბილისი, 11 მარტი — Sputnik. თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია "პირველი".
გავრცელებული ინფორმაციით, დაიღუპა ნაყოფიც. გარდაცვლილის ახლობლების თქმით, მომხდარის მიზეზი სავარაუდოდ სისხლძარღვებში წარმოქმნილი თრომბი გახდა.
ახლობლების თქმით, ორსული ექიმის მეთვალყურების ქვეშ იმყოფებოდა, თუმცა თრომბი მაინც განვითარდა. შემთხვევის დროს ქალი სახლში იმყოფებოდა, ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას ის უკვე გარდაცვლილი დახვდა.
კლინიკაში, სადაც ორსული სამედიცინო აღრიცხვაზე იმყოფებოდა, ამ დროისთვის კომენტარი არ გაუკეთებიათ.
ყველა ახალი ამბავი
0