https://sputnik-georgia.com/20260311/axalgardobis-festivali-ekaterinburgsi-ra-programa-elis-monawileebs-297540341.html
ახალგაზრდობის ფესტივალი ეკატერინბურგში: რა პროგრამა ელის მონაწილეებს
ახალგაზრდობის ფესტივალი ეკატერინბურგში: რა პროგრამა ელის მონაწილეებს
Sputnik საქართველო
წლევანდელი ფესტივალის დევიზია „მიჰყევი შენს ოცნებას. რუსეთთან ერთად“, ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად იწვევენ 16-დან 35 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს. 11.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-11T18:08+0400
2026-03-11T18:08+0400
2026-03-11T18:08+0400
რუსეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/03/08/286753015_0:276:3078:2007_1920x0_80_0_0_4e756561e50ba9f7e7980e24023731c4.jpg
თბილისი, 11 მარტი — Sputnik. ეკატერინბურგში საერთაშორისო ახალგაზრდული ფესტივალის მონაწილეებს რეგიონული პროგრამა ელის, რომელიც მოიცავს რუსეთის კოლორიტულ ქალაქებს, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიური პროექტები ხორციელდება, განაცხადა ANO „DVFM“-ის გარე კომუნიკაციების გენერალური დირექტორის მოადგილემ, ვახტანგ ხიკლანძემ, თბილისი-მოსკოვის ვიდეოკონფერენციის დროს.საერთაშორისო ახალგაზრდული ფესტივალი ეკატერინბურგში 11-17 სექტემბერს გაიმართება, ხოლო 18-21 სექტემბერს რეგიონული პროგრამა გაიმართება, რომელიც მონაწილეებს რუსეთის სხვადასხვა კუთხის განვითარებასა და უნიკალურ ხასიათს გააცნობს. ფესტივალზე 192 ქვეყნიდან 10.000-მდე მონაწილე და დაახლოებით 2000 მოხალისე მიიღებს მონაწილეობას. ორგანიზატორები ქართულ დელეგაციასაც ელიან.„იქნება არა მხოლოდ ეკატერინბურგის, არამედ ისტორიით, უნიკალური ხასიათითა და განვითარებით გამორჩეული რეგიონების დათვალიერების შესაძლებლობა. წელს ჩვენ ასევე ვამახვილებთ ყურადღებას რუსეთში განხორციელებულ თანამედროვე პროექტებზე. აქ შენდება საერთაშორისო დონის კამპუსები და მასშტაბური საწარმოო ობიექტებ სხვადასხვა ინდუსტრიაში“, - თქვა ხიკლანძემ.ფესტივალის ძირითადი ობიექტები ეკატერინბურგში მდებარეობს.წლევანდელი ფესტივალის სიახლე იქნება უცხოური დელეგაციების ფორმირების ინდუსტრიაზე დაფუძნებული მიდგომა. ფესტივალი გააერთიანებს შემოქმედებითი ინდუსტრიების, საჯარო ადმინისტრირების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების, სპორტის, მეწარმეობის, მედიისა და სოციალური სექტორის საუკეთესო წარმომადგენლებს - მათ, ვინც უკვე ქმნიან თავიანთი ქვეყნებისა და მსოფლიოს მომავალს.წლევანდელი ფესტივალის დევიზია „მიჰყევი შენს ოცნებას. რუსეთთან ერთად“. ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან 16-დან 35 წლამდე ასაკის ახალგაზრდები. ტრადიციისამებრ, პროგრამა ასევე მოიცავს მოზარდებისთვის განკუთვნილ ღონისძიებებს; ფესტივალს 14-დან 17 წლამდე ასაკის 1000 მონაწილე შეუერთდება.განაცხადის შეტანა 30 აპრილამდე შესაძლებელია ბმულზე: https://wyffest.com/events/mfm2026?utm_source=regions&utm_medium=kaluga%20oblast
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/03/08/286753015_0:0:2732:2048_1920x0_80_0_0_c8438c95fb363869323fd3a5b10baefa.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი
ახალგაზრდობის ფესტივალი ეკატერინბურგში: რა პროგრამა ელის მონაწილეებს
წლევანდელი ფესტივალის დევიზია „მიჰყევი შენს ოცნებას. რუსეთთან ერთად“, ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად იწვევენ 16-დან 35 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს.
თბილისი, 11 მარტი — Sputnik. ეკატერინბურგში საერთაშორისო ახალგაზრდული ფესტივალის მონაწილეებს რეგიონული პროგრამა ელის, რომელიც მოიცავს რუსეთის კოლორიტულ ქალაქებს, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიური პროექტები ხორციელდება, განაცხადა ANO „DVFM“-ის გარე კომუნიკაციების გენერალური დირექტორის მოადგილემ, ვახტანგ ხიკლანძემ, თბილისი-მოსკოვის ვიდეოკონფერენციის დროს.
საერთაშორისო ახალგაზრდული ფესტივალი ეკატერინბურგში 11-17 სექტემბერს გაიმართება, ხოლო 18-21 სექტემბერს რეგიონული პროგრამა გაიმართება, რომელიც მონაწილეებს რუსეთის სხვადასხვა კუთხის განვითარებასა და უნიკალურ ხასიათს გააცნობს. ფესტივალზე 192 ქვეყნიდან 10.000-მდე მონაწილე და დაახლოებით 2000 მოხალისე მიიღებს მონაწილეობას. ორგანიზატორები ქართულ დელეგაციასაც ელიან.
„იქნება არა მხოლოდ ეკატერინბურგის, არამედ ისტორიით, უნიკალური ხასიათითა და განვითარებით გამორჩეული რეგიონების დათვალიერების შესაძლებლობა. წელს ჩვენ ასევე ვამახვილებთ ყურადღებას რუსეთში განხორციელებულ თანამედროვე პროექტებზე. აქ შენდება საერთაშორისო დონის კამპუსები და მასშტაბური საწარმოო ობიექტებ სხვადასხვა ინდუსტრიაში“, - თქვა ხიკლანძემ.
ფესტივალის ძირითადი ობიექტები ეკატერინბურგში მდებარეობს.
წლევანდელი ფესტივალის სიახლე იქნება უცხოური დელეგაციების ფორმირების ინდუსტრიაზე დაფუძნებული მიდგომა. ფესტივალი გააერთიანებს შემოქმედებითი ინდუსტრიების, საჯარო ადმინისტრირების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების, სპორტის, მეწარმეობის, მედიისა და სოციალური სექტორის საუკეთესო წარმომადგენლებს - მათ, ვინც უკვე ქმნიან თავიანთი ქვეყნებისა და მსოფლიოს მომავალს.
წლევანდელი ფესტივალის დევიზია „მიჰყევი შენს ოცნებას. რუსეთთან ერთად“. ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან 16-დან 35 წლამდე ასაკის ახალგაზრდები. ტრადიციისამებრ, პროგრამა ასევე მოიცავს მოზარდებისთვის განკუთვნილ ღონისძიებებს; ფესტივალს 14-დან 17 წლამდე ასაკის 1000 მონაწილე შეუერთდება.
განაცხადის შეტანა 30 აპრილამდე შესაძლებელია ბმულზე: https://wyffest.com/events/mfm2026?utm_source=regions&utm_medium=kaluga%20oblast