https://sputnik-georgia.com/20260310/tbilissi-mxatvar-malxaz-kuxasvilis-gamofena-gaixsneba-297519562.html
თბილისში მხატვარ მალხაზ კუხაშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნება
თბილისში მხატვარ მალხაზ კუხაშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნება
Sputnik საქართველო
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის გრაფიუკული და ფერწერული ნამუშევრები 10.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-10T13:53+0400
2026-03-10T13:53+0400
2026-03-10T13:53+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისი დღეს
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24803/23/248032356_0:156:3000:1844_1920x0_80_0_0_b516db1a3736229da71a2913b5e2be0f.jpg
თბილისი, 10 მარტი — Sputnik. თბილისში 15 მარტს კინოსა და ტელევიზიის მხატვარის, გრაფიკოს მალხაზ კუხაშვილის ნამუშევრების გამოფენა გაიმართება.მხატვრის პერსონალური გამოფენა რუსთაველის 26 ნომერში, ნათელა იანქოშვილის საგამოფენო დარბაზში 17 საათზე გაიხსნება. წარმოდგენილი იქნება მხატვრის გრაფიუკული და ფერწერული ნამუშევრები.ვინ არის მალხაზ კუხაშვილი კინოსა და ტელევიზიის მხატვარი, გრაფიკოსი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი მალხაზ კუხაშვილი 1942 წელს დაიბადა. 1969 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გრაფიკის ფაკულტეტი. 1968-2000 წლებში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიაში; 1982-1993 წლებში იყო ტელევიზიის მთავარი მხატვარი; 1972-1975 წლებში თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, გრაფიკის კათედრაზე მუშაობდა პედაგოგად, ასევე იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე პედაგოგი. 2000 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, კინო-ტელე სახელოსნოში მუშაობდა პედაგოგად. მალხაზ კუხაშვილი ასევე აქტიურად მუშაობს წიგნის გრაფიკაში. მხატვრულად გაფორმებული აქვს ვაჟა-ფშაველას, გიორგი ლეონიძის, გოდერძი ჩოხელის, გივი ჭიჭინაძის, ჰენრიკ იბსენის, მატი უნტის, გაბრიელ გარსია მარკესის წიგნები; დახატული აქვს ქართული და გერმანული ზღაპრები; თანამშრომლობს ჟურნალებთან: "ჩვენი მწერლობა", "დილა"; არის ჟურნალ "ნიანგის" მხატვრული რედაქტორი; მუშაობს საყმაწვილო ენციკლოპედიის "ქართული მწერლობის" სამტომეულზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24803/23/248032356_167:0:2834:2000_1920x0_80_0_0_20ff05e98cd93214549468dd26a8259b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, კულტურა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, კულტურა საქართველოში
თბილისში მხატვარ მალხაზ კუხაშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნება
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის გრაფიუკული და ფერწერული ნამუშევრები
თბილისი, 10 მარტი — Sputnik. თბილისში 15 მარტს კინოსა და ტელევიზიის მხატვარის, გრაფიკოს მალხაზ კუხაშვილის ნამუშევრების გამოფენა გაიმართება.
მხატვრის პერსონალური გამოფენა რუსთაველის 26 ნომერში, ნათელა იანქოშვილის საგამოფენო დარბაზში 17 საათზე გაიხსნება. წარმოდგენილი იქნება მხატვრის გრაფიუკული და ფერწერული ნამუშევრები.
"მეგობრებო, გეპატიჟებით მალხაზის ნამუშევართა გამოფენაზე. ყველას გელით სიხარულით, სიყვარულით, ღიმილით. იხილავთ მალხაზის სულ ახალ და ზოგსაც ძველ ნახატებს. ყოველი შეხვედრა ხელოვნებასთან და ერთმანეთთან, ცხოვრების კიდევ ერთი საიმედო დასაწყისია", - დაწერა სოციალურ ქსელში მხატვრის მეუღლემ მანანა თევზაძემ.
ვინ არის მალხაზ კუხაშვილი
კინოსა და ტელევიზიის მხატვარი, გრაფიკოსი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი მალხაზ კუხაშვილი 1942 წელს დაიბადა. 1969 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გრაფიკის ფაკულტეტი. 1968-2000 წლებში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიაში; 1982-1993 წლებში იყო ტელევიზიის მთავარი მხატვარი; 1972-1975 წლებში თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, გრაფიკის კათედრაზე მუშაობდა პედაგოგად, ასევე იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე პედაგოგი. 2000 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, კინო-ტელე სახელოსნოში მუშაობდა პედაგოგად.
მალხაზ კუხაშვილი ასევე აქტიურად მუშაობს წიგნის გრაფიკაში. მხატვრულად გაფორმებული აქვს ვაჟა-ფშაველას, გიორგი ლეონიძის, გოდერძი ჩოხელის, გივი ჭიჭინაძის, ჰენრიკ იბსენის, მატი უნტის, გაბრიელ გარსია მარკესის წიგნები; დახატული აქვს ქართული და გერმანული ზღაპრები; თანამშრომლობს ჟურნალებთან: "ჩვენი მწერლობა", "დილა"; არის ჟურნალ "ნიანგის" მხატვრული რედაქტორი; მუშაობს საყმაწვილო ენციკლოპედიის "ქართული მწერლობის" სამტომეულზე.