https://sputnik-georgia.com/20260310/taskentsi-qartuli-kulturis-dreebi-imarteba-297517867.html
ტაშკენტში ქართული კულტურის დღეები იმართება
ტაშკენტში ქართული კულტურის დღეები იმართება
Sputnik საქართველო
კულტურის დღეები ანსამბლის – "ერისიონისა" და უზბეკეთის ოპერისა და ბალეტის დიდი თეატრის ანსამბლ "ტუმორის" გალაკონცერტით გაიხსნა. 10.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-10T14:25+0400
2026-03-10T14:25+0400
2026-03-10T14:25+0400
ახალი ამბები
საქართველო
უზბეკეთი
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/03/0a/297515438_0:183:2560:1623_1920x0_80_0_0_db457271ca4c6ee77c6d18b829524e66.jpg
თბილისი, 10 მარტი — Sputnik. საქართველოს კულტურის სამინისტროს ორგანიზებითა და უზბეკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში ქართული კულტურის დღეები მიმდინარეობს, ნათქვამია კულტურის სამინისტროს პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფრორმაციაში. კულტურის დღეები 9 მარტს საქართველოს სახელმწიფო ფოლკლორული ანსამბლის – "ერისიონისა" და უზბეკეთის ალიშერ ნავოის სახელობის ოპერისა და ბალეტის დიდი თეატრის ანსამბლ "ტუმორის" გალაკონცერტით გაიხსნა. გალაკონცერტი, სახელწოდებით "კულტურათა დიალოგი – საქართველო და უზბეკეთი: მემკვიდრეობა და თანამედროვეობა" უზბეკეთის ალიშერ ნავოის სახელობის ოპერისა და ბალეტის დიდ თეატრში გაიმართა. თეატრის დარბაზში მოეწყო ქართულ-უზბეკურ თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრების გამოფენა. ღონისძიებას საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, უზბეკეთის რესპუბლიკის კულტურის მინისტრი ოზოდბეკ ნაზარბეკოვი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უზბეკეთის რესპუბლიკაში დავით კოტარია და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. მინისტრის თქმით, ქართული კულტურის დღეების მრავალფეროვანი პროგრამის ნაწილია ასევე ქართულ-უზბეკურ თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრების გამოფენა და დიდი ქართველი რეჟისორების ფილმების ჩვენება, რაც "კიდევ უფრო დააახლოებს ჩვენს ხალხებს, გაამყარებს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას". 10-11 მარტს, ალიშერ ნავოის სახელობის კინოთეატრში ნაჩვენები იქნება რეჟისორების – ელდარ შენგელაიასა და მიხეილ კობახიძის ფილმები: "შერეკილები", "ქორწილი", "ქოლგა" და "მუსიკოსები". ტაშკენტში ქართული კულტურის დღეები 11 მარტს დაიხურება.
საქართველო
უზბეკეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/03/0a/297515438_176:0:2452:1707_1920x0_80_0_0_547e92b91168af3ea49ce6ec04cefaef.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, უზბეკეთი, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, კულტურა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, უზბეკეთი, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, კულტურა საქართველოში
ტაშკენტში ქართული კულტურის დღეები იმართება
კულტურის დღეები ანსამბლის – "ერისიონისა" და უზბეკეთის ოპერისა და ბალეტის დიდი თეატრის ანსამბლ "ტუმორის" გალაკონცერტით გაიხსნა.
თბილისი, 10 მარტი — Sputnik. საქართველოს კულტურის სამინისტროს ორგანიზებითა და უზბეკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში ქართული კულტურის დღეები მიმდინარეობს, ნათქვამია კულტურის სამინისტროს პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფრორმაციაში.
კულტურის დღეები 9 მარტს საქართველოს სახელმწიფო ფოლკლორული ანსამბლის – "ერისიონისა" და უზბეკეთის ალიშერ ნავოის სახელობის ოპერისა და ბალეტის დიდი თეატრის ანსამბლ "ტუმორის" გალაკონცერტით გაიხსნა.
გალაკონცერტი, სახელწოდებით "კულტურათა დიალოგი – საქართველო და უზბეკეთი: მემკვიდრეობა და თანამედროვეობა" უზბეკეთის ალიშერ ნავოის სახელობის ოპერისა და ბალეტის დიდ თეატრში გაიმართა. თეატრის დარბაზში მოეწყო ქართულ-უზბეკურ თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრების გამოფენა.
ღონისძიებას საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, უზბეკეთის რესპუბლიკის კულტურის მინისტრი ოზოდბეკ ნაზარბეკოვი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უზბეკეთის რესპუბლიკაში დავით კოტარია და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
"ქართული კულტურის დღეები უზბეკეთში კიდევ ერთხელ ადასტურებს ამ პროექტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. ორი ქვეყნის სახელმწიფო ანსამბლებმა საუკეთესოდ წარმოაჩინეს კულტურის ძალა ხალხებს შორის ურთიერთობაში",- განაცხადა თინათინ რუხაძემ.
მინისტრის თქმით, ქართული კულტურის დღეების მრავალფეროვანი პროგრამის ნაწილია ასევე ქართულ-უზბეკურ თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრების გამოფენა და დიდი ქართველი რეჟისორების ფილმების ჩვენება, რაც "კიდევ უფრო დააახლოებს ჩვენს ხალხებს, გაამყარებს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას".
10-11 მარტს, ალიშერ ნავოის სახელობის კინოთეატრში ნაჩვენები იქნება რეჟისორების – ელდარ შენგელაიასა და მიხეილ კობახიძის ფილმები: "შერეკილები", "ქორწილი", "ქოლგა" და "მუსიკოსები".
ტაშკენტში ქართული კულტურის დღეები 11 მარტს დაიხურება.