https://sputnik-georgia.com/20260310/saqartvelo-blokebsa-da-msoflios-soris-qartvelisvili-globalur-gamowvevebze-297526186.html
საქართველო ბლოკებსა და მსოფლიოს შორის - ქართველიშვილი გლობალურ გამოწვევებზე
საქართველო ბლოკებსა და მსოფლიოს შორის - ქართველიშვილი გლობალურ გამოწვევებზე
Sputnik საქართველო
ქართველი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ქვეყანას არა ვინმესთან „მიერთება“, არამედ პრაგმატიზმი და გეოეკონომიკის ნიუანსების გააზრება გადაარჩენს. 10.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-10T21:56+0400
2026-03-10T21:56+0400
2026-03-10T21:56+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0c/1e/296435677_0:44:840:517_1920x0_80_0_0_3e8a98f5322bc98c1e6e4b78cdbbd905.jpg
თბილისი, 10 მარტი - Sputnik. გლობალურ გამოწვევებთან საბრძოლველად, მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ გააგრძელოს დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა, რომელიც ეროვნული ინტერესების დაცვაზეა დაფუძნებული, განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა.მისი თქმით, გეოეკონომიკა, უსაფრთხოება, სტაბილურობა და მშვიდობა უნდა იყოს ქვეყნის მდგრადობის ძირითადი ფაქტორები საერთაშორისო კრიზისების დროს.მისი თქმით, დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა ითვალისწინებს ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რომელიც ორიენტირებულია ძირძველ ტრადიციებზე, ქრისტიანულ ფესვებზე, მომავალზე ზრუნვაზე, მომავალი თაობის დაცვაზე ლგბტ პროპაგანდისგან, რომელსაც თავს ახვევენ ქვეყანას, რაც უკვე ულტიმატუმად არის ქცეული.„ეს არის ულტიმატუმი და მას არაფერი აქვს საერთო დემოკრატიასა და ევროპულ ცივილიზაციასთან. ეს არის იმ ფსევდოფასეულობების თავს მოხვევა, რომელიც უცხოა ჩვენი ქვეყნისათვის“, - აღნიშნა ქართველიშვილმა.მისი თქმით, დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა არ ნიშნავს ქვეყნის იზოლაციაში ყოფნას. მისი თქმით, არაერთხელ გაისმა მოსაზრება, რომ საქართველო ორბიტას ჩამოშორდა, მაგრამ საქართველო წელს აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო ფორუმებში, რომლებიც უნდა ჩატარდეს თბილისში, ბაქოსა და ერევანში და „ყველა დაინახავს, რომ ამ კომპონენტში „ორბიტას ჩამოშორებული“ თბილისი უპირობო ლიდერია“.„ამერიკა, ბრიტანეთი, ჩინეთი, ცენტრალური აზია, აზერბაიჯანი დაინტერესებულია იმით, რომ საქართველოში არა მხოლოდ ხმელეთი იყოს უსაფრთხო, არამედ საჰაერო სივრცეც, რომელიც ასევე დივიდენდების მომცემია, იმიტომ, რომ დღეს ბომბების მაგივრად საქართველოს ბიუჯეტში ლარები ცვივა და ამ ყველაფრის არ დანახვა შეუძლებელია“, - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.ქართველიშვილმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია საქართველოსადმი დადებითი პროცესების და საინვესტიციო ინტერესის აღიარება, მაშინაც კი, თუ ზოგიერთს ეს უმნიშვნელოდ მიაჩნია.საქართველოს მთავრობამ არაერთხელ განაცხადა, რომ გლობალური ცვლილებების ფონზე, უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მშვიდობის შენარჩუნება მთავარ პრიორიტეტად რჩება. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ადრე აღნიშნა, საქართველოს არ აქვს ამბიცია, გლობალურ პოლიტიკაში გადამწყვეტი როლი ითამაშოს, თუმცა, მისი თქმით, მნიშვნელოვანია ეროვნული ინტერესების მიმდინარე ცვლილებებთან გონივრული თანხვედრა და ისე მოქმედება, რაც ქვეყანას უსაფრთხო სივრცეში გამოიყვანს.როგორც ბოჭორიშვილმა განაცხადა, გლობალური განვითარების ამჟამინდელ ეტაპს თან ახლავს მასშტაბური ცვლილებები, რაც საქართველოსთვის სერიოზულ და ბევრ შემთხვევაში ეგზისტენციალურ გამოწვევას წარმოშობს. მისი თქმით, ქვეყანა რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში იმყოფება, რის გამოც უწევს ერთდროულად მოახდინოს რეაგირება სხვადასხვა მიმართულებიდან მომავალ საფრთხეებზე და ამ პირობებში განსაზღვროს თავისი ადგილი საერთაშორისო არენაზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0c/1e/296435677_47:0:794:560_1920x0_80_0_0_aa5fae94667d6325358935eb9d56f94f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, პოლიტიკა
საქართველო ბლოკებსა და მსოფლიოს შორის - ქართველიშვილი გლობალურ გამოწვევებზე
ქართველი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ქვეყანას არა ვინმესთან „მიერთება“, არამედ პრაგმატიზმი და გეოეკონომიკის ნიუანსების გააზრება გადაარჩენს.
თბილისი, 10 მარტი - Sputnik. გლობალურ გამოწვევებთან საბრძოლველად, მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ გააგრძელოს დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა, რომელიც ეროვნული ინტერესების დაცვაზეა დაფუძნებული, განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა.
მისი თქმით, გეოეკონომიკა, უსაფრთხოება, სტაბილურობა და მშვიდობა უნდა იყოს ქვეყნის მდგრადობის ძირითადი ფაქტორები საერთაშორისო კრიზისების დროს.
„მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ 2026 წელს საქართველოს არა რომელიმე სამხედრო ბლოკში გაწევრიანება, არა რაიმე ტიპის რკინისა თუ პლატინის გუმბათი გადაარჩენს გლობალური გამოწვევებისაგან, არამედ გეო-ეკონომიკა, უსაფრთხოება, სტაბილურობა და ოპოზიციისათვის ავადხსენებული სიტყვა - მშვიდობა, რომელსაც ძალიან დიდი ფასი აქვს“, - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.
მისი თქმით, დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა ითვალისწინებს ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რომელიც ორიენტირებულია ძირძველ ტრადიციებზე, ქრისტიანულ ფესვებზე, მომავალზე ზრუნვაზე, მომავალი თაობის დაცვაზე ლგბტ პროპაგანდისგან, რომელსაც თავს ახვევენ ქვეყანას, რაც უკვე ულტიმატუმად არის ქცეული.
„ეს არის ულტიმატუმი და მას არაფერი აქვს საერთო დემოკრატიასა და ევროპულ ცივილიზაციასთან. ეს არის იმ ფსევდოფასეულობების თავს მოხვევა, რომელიც უცხოა ჩვენი ქვეყნისათვის“, - აღნიშნა ქართველიშვილმა.
მისი თქმით, დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა არ ნიშნავს ქვეყნის იზოლაციაში ყოფნას. მისი თქმით, არაერთხელ გაისმა მოსაზრება, რომ საქართველო ორბიტას ჩამოშორდა, მაგრამ საქართველო წელს აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო ფორუმებში, რომლებიც უნდა ჩატარდეს თბილისში, ბაქოსა და ერევანში და „ყველა დაინახავს, რომ ამ კომპონენტში „ორბიტას ჩამოშორებული“ თბილისი უპირობო ლიდერია“.
„ამერიკა, ბრიტანეთი, ჩინეთი, ცენტრალური აზია, აზერბაიჯანი დაინტერესებულია იმით, რომ საქართველოში არა მხოლოდ ხმელეთი იყოს უსაფრთხო, არამედ საჰაერო სივრცეც, რომელიც ასევე დივიდენდების მომცემია, იმიტომ, რომ დღეს ბომბების მაგივრად საქართველოს ბიუჯეტში ლარები ცვივა და ამ ყველაფრის არ დანახვა შეუძლებელია“, - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.
ქართველიშვილმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია საქართველოსადმი დადებითი პროცესების და საინვესტიციო ინტერესის აღიარება, მაშინაც კი, თუ ზოგიერთს ეს უმნიშვნელოდ მიაჩნია.
საქართველოს მთავრობამ არაერთხელ განაცხადა, რომ გლობალური ცვლილებების ფონზე, უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მშვიდობის შენარჩუნება მთავარ პრიორიტეტად რჩება. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ადრე აღნიშნა, საქართველოს არ აქვს ამბიცია, გლობალურ პოლიტიკაში გადამწყვეტი როლი ითამაშოს, თუმცა, მისი თქმით, მნიშვნელოვანია ეროვნული ინტერესების მიმდინარე ცვლილებებთან გონივრული თანხვედრა და ისე მოქმედება, რაც ქვეყანას უსაფრთხო სივრცეში გამოიყვანს.
როგორც ბოჭორიშვილმა განაცხადა, გლობალური განვითარების ამჟამინდელ ეტაპს თან ახლავს მასშტაბური ცვლილებები, რაც საქართველოსთვის სერიოზულ და ბევრ შემთხვევაში ეგზისტენციალურ გამოწვევას წარმოშობს. მისი თქმით, ქვეყანა რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში იმყოფება, რის გამოც უწევს ერთდროულად მოახდინოს რეაგირება სხვადასხვა მიმართულებიდან მომავალ საფრთხეებზე და ამ პირობებში განსაზღვროს თავისი ადგილი საერთაშორისო არენაზე.