https://sputnik-georgia.com/20260310/rusetis-da-ass-is-prezidentebma-satelefono-saubarsi-iranis-da-ukrainis-krizisebi-ganixiles-297510781.html
რუსეთის და აშშ-ის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბარში ირანის და უკრაინის კრიზისები განიხილეს
რუსეთის და აშშ-ის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბარში ირანის და უკრაინის კრიზისები განიხილეს
Sputnik საქართველო
მიმდინარე წელს პირველი სატელეფონო საუბრის დროს, რუსეთისა და აშშ-ის ლიდერებმა რეგულარული კომუნიკაციის სურვილი გამოთქვეს. 10.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-10T00:39+0400
2026-03-10T00:39+0400
2026-03-10T00:39+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
ირანი
აშშ
რუსეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24577/65/245776546_0:0:2624:1475_1920x0_80_0_0_89baaccf354fbc5adc6fc1c0ab71f324.jpg
თბილისი, 10 მარტი – Sputnik. ორშაბათს საღამოს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თავის ამერიკელ კოლეგასთან, დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართა, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა.„დღეს საღამოს რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს.უშაკოვმა განმარტა, რომ საუბარი ამერიკელი ლიდერის ინიციატივით შედგა და დაახლოებით ერთი საათი გაგრძელდა. მან აღნიშნა, რომ პუტინისა და ტრამპის წინა სატელეფონო საუბარი 2025 წლის დეკემბრის ბოლოს შედგა.რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის თქმით, დღევანდელი საუბარი ირანის გარშემო არსებულ ვითარებას შეეხო. კერძოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ირანში მიმდინარე აშშ-ისრაელის ოპერაციის კონტექსტში სიტუაციის განვითარების შეფასება გააკეთა, განაცხადა უშაკოვმა.„მინდა აღვნიშნო, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით (ირანში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით - Sputnik), ძალიან შინაარსიანი და, ვფიქრობ, სასარგებლო... აზრთა ურთიერთგაცვლა შედგა“, - დასძინა მან.უკრაინული კრიზისიგარდა ამისა, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის ცნობით, საუბარი შეეხო აშშ-ის წარმომადგენლების მონაწილეობით უკრაინის კონფლიქტის მოგვარების საკითხზე მიმდინარე ორმხრივ მოლაპარაკებებს. ვლადიმერ პუტინმა დადებითი შეფასება მისცა ტრამპის გუნდისა და პირადად მის მიერ განხორციელებული შუამავლობის ძალისხმევას, განაცხადა უშაკოვმა.„ვიმეორებ, პატივცემულო კოლეგებო, რომ საუბარი ძალიან შინაარსიანი იყო და უდავოდ ექნება პრაქტიკული მნიშვნელობა ორი ქვეყნის (რუსეთისა და აშშ-ის - Sputnik) შემდგომი მუშაობისთვის საერთაშორისო პოლიტიკის სხვადასხვა სფეროში“, - დაასკვნა რუსეთის ლიდერის თანაშემწემ ჟურნალისტებთან საუბრისას.თავდასხმა ირანზე28 თებერვალს შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა დაიწყეს ირანზე, მათ შორის დედაქალაქ თეირანზე დარტყმების განხორციელება. ირანმა საპასუხოდ დარტყმები განახორციელა ისრაელის ტერიტორიაზე, ასევე ახლო აღმოსავლეთში განლაგებულ აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე.ამერიკისა და ისრაელის დარტყმების შედეგად ირანის უზენაესი ლიდერი ალი ხამენეი მოკლეს. ქვეყანაში 40-დღიანი გლოვა გამოცხადდა. ასევე დაიღუპნენ ხამენეის ოჯახის წევრები, მათ შორის მისი მეუღლე, ქალიშვილი, სიძე, შვილიშვილი და რძალი.ხამენეის გარდაცვალების შემდეგ მის მოვალეობებს ქვეყნის კონსტიტუციის შესაბამისად ჩამოყალიბებული მმართველი საბჭო ასრულებდა. ორშაბათს გამოცხადდა, რომ უზენაეს ლიდერად მოკლული აიათოლას ვაჟი, სეიედ მოჯტაბა ხამენეი, აირჩიეს.
ირანი
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24577/65/245776546_0:0:2624:1967_1920x0_80_0_0_4361e3dfe5e350d87241d5c0f8e84c26.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ირანი , აშშ , რუსეთი
მსოფლიოს ახალი ამბები, ირანი , აშშ , რუსეთი
რუსეთის და აშშ-ის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბარში ირანის და უკრაინის კრიზისები განიხილეს
მიმდინარე წელს პირველი სატელეფონო საუბრის დროს, რუსეთისა და აშშ-ის ლიდერებმა რეგულარული კომუნიკაციის სურვილი გამოთქვეს.
თბილისი, 10 მარტი – Sputnik. ორშაბათს საღამოს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თავის ამერიკელ კოლეგასთან, დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართა, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა.
„დღეს საღამოს რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს.
უშაკოვმა განმარტა, რომ საუბარი ამერიკელი ლიდერის ინიციატივით შედგა და დაახლოებით ერთი საათი გაგრძელდა. მან აღნიშნა, რომ პუტინისა და ტრამპის წინა სატელეფონო საუბარი 2025 წლის დეკემბრის ბოლოს შედგა.
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის თქმით, დღევანდელი საუბარი ირანის გარშემო არსებულ ვითარებას შეეხო. კერძოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ირანში მიმდინარე აშშ-ისრაელის ოპერაციის კონტექსტში სიტუაციის განვითარების შეფასება გააკეთა, განაცხადა უშაკოვმა.
„მინდა აღვნიშნო, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით (ირანში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით - Sputnik), ძალიან შინაარსიანი და, ვფიქრობ, სასარგებლო... აზრთა ურთიერთგაცვლა შედგა“, - დასძინა მან.
გარდა ამისა, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის ცნობით, საუბარი შეეხო აშშ-ის წარმომადგენლების მონაწილეობით უკრაინის კონფლიქტის მოგვარების საკითხზე მიმდინარე ორმხრივ მოლაპარაკებებს. ვლადიმერ პუტინმა დადებითი შეფასება მისცა ტრამპის გუნდისა და პირადად მის მიერ განხორციელებული შუამავლობის ძალისხმევას, განაცხადა უშაკოვმა.
„ვიმეორებ, პატივცემულო კოლეგებო, რომ საუბარი ძალიან შინაარსიანი იყო და უდავოდ ექნება პრაქტიკული მნიშვნელობა ორი ქვეყნის (რუსეთისა და აშშ-ის - Sputnik) შემდგომი მუშაობისთვის საერთაშორისო პოლიტიკის სხვადასხვა სფეროში“, - დაასკვნა რუსეთის ლიდერის თანაშემწემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
28 თებერვალს შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა დაიწყეს ირანზე, მათ შორის დედაქალაქ თეირანზე დარტყმების განხორციელება. ირანმა საპასუხოდ დარტყმები განახორციელა ისრაელის ტერიტორიაზე, ასევე ახლო აღმოსავლეთში განლაგებულ აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე.
ამერიკისა და ისრაელის დარტყმების შედეგად ირანის უზენაესი ლიდერი ალი ხამენეი მოკლეს. ქვეყანაში 40-დღიანი გლოვა გამოცხადდა. ასევე დაიღუპნენ ხამენეის ოჯახის წევრები, მათ შორის მისი მეუღლე, ქალიშვილი, სიძე, შვილიშვილი და რძალი.
ხამენეის გარდაცვალების შემდეგ მის მოვალეობებს ქვეყნის კონსტიტუციის შესაბამისად ჩამოყალიბებული მმართველი საბჭო ასრულებდა. ორშაბათს გამოცხადდა, რომ უზენაეს ლიდერად მოკლული აიათოლას ვაჟი, სეიედ მოჯტაბა ხამენეი, აირჩიეს.