https://sputnik-georgia.com/20260310/mtavroba-fermerebs-sasoflo-sameurneo-teqnikis-sesyidvasi-welsac-daexmareba-297523192.html
სახელმწიფო ფერმერებს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესყიდვაში წელსაც დაეხმარება
სახელმწიფო ფერმერებს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესყიდვაში წელსაც დაეხმარება
Sputnik საქართველო
მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამის მიმდინარე წლის ბიუჯეტი 5 მილიონი ლარია. 10.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-10T17:49+0400
2026-03-10T17:49+0400
2026-03-10T17:49+0400
ახალი ამბები
საქართველო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
საქართველოს სოფლის მეურნეობა
საზოგადოება
საქართველოს რეგიონები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23033/94/230339458_9:152:967:691_1920x0_80_0_0_e840b1cd39212e034176c3d378519bbe.jpg
თბილისი, 10 მარტი — Sputnik. მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება 16 მარტს დაიწყება, ნათქვამია სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მათივე ცნობით, თანადაფინანსების მისაღებად ელექტრონული განაცხადის შევსება 12:00 საათიდან სოფლის განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე – rda.gov.ge იქნება შესაძლებელი. "განაცხადების მიღება გაგრძელდება პროგრამის მიმდინარე წლის ბიუჯეტის, ხუთი მილიონი ლარის ამოწურვამდე", - აღნიშულია ინფორმაციაში. სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსების ოდენობა ერთ ბენეფიციარზე, მოსავლის ასაღებად განკუთვნილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შემთხვევაში, შეადგენს არაუმეტეს 30%-ს, მაგრამ არაუმეტეს 250.000 ლარისა, ხოლო ხელის ჩაის საკრეფი ტექნიკის შემთხვევაში − არაუმეტეს 50%-ს, არაუმეტეს 1000 ლარისა. პროგრამის დადგენილი პირობებით, შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა უნდა იყოს ახალი (ექსპლუატაციაში არ მყოფი), წარმოებული უნდა იყოს შესყიდვამდე არაუმეტეს ორი კალენდარული წლით ადრე და ტექნიკაზე საგარანტიო პირობები უნდა ვრცელდებოდეს განაცხადის წარდგენიდან არანაკლებ 6 თვის ვადით. პროგრამის განხორციელება 2019 წელს დაიწყო და მისი მიზანი მოსავლის ამღებ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პროგრამის დაწყებიდან, 2019 წლიდან, 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ 42 მლნ ლარზე მეტით თანადაფინანსებულია 121 მლნ ლარზე მეტის ღირებულების 1.000 ერთეულზე მეტი მოსავლის ამღები სხვადასხვა სახის ტექნიკის შეძენა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23033/94/230339458_82:126:912:748_1920x0_80_0_0_dac9597edf4a591fd0a96d594f7e8145.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, საზოგადოება, საქართველოს რეგიონები
ახალი ამბები, საქართველო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, საზოგადოება, საქართველოს რეგიონები
სახელმწიფო ფერმერებს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესყიდვაში წელსაც დაეხმარება
მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამის მიმდინარე წლის ბიუჯეტი 5 მილიონი ლარია.
თბილისი, 10 მარტი — Sputnik. მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება 16 მარტს დაიწყება, ნათქვამია სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, თანადაფინანსების მისაღებად ელექტრონული განაცხადის შევსება 12:00 საათიდან სოფლის განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე – rda.gov.ge იქნება შესაძლებელი.
"განაცხადების მიღება გაგრძელდება პროგრამის მიმდინარე წლის ბიუჯეტის, ხუთი მილიონი ლარის ამოწურვამდე", - აღნიშულია ინფორმაციაში.
სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსების ოდენობა ერთ ბენეფიციარზე, მოსავლის ასაღებად განკუთვნილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შემთხვევაში, შეადგენს არაუმეტეს 30%-ს, მაგრამ არაუმეტეს 250.000 ლარისა, ხოლო ხელის ჩაის საკრეფი ტექნიკის შემთხვევაში − არაუმეტეს 50%-ს, არაუმეტეს 1000 ლარისა.
პროგრამის დადგენილი პირობებით, შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა უნდა იყოს ახალი (ექსპლუატაციაში არ მყოფი), წარმოებული უნდა იყოს შესყიდვამდე არაუმეტეს ორი კალენდარული წლით ადრე და ტექნიკაზე საგარანტიო პირობები უნდა ვრცელდებოდეს განაცხადის წარდგენიდან არანაკლებ 6 თვის ვადით.
პროგრამის განხორციელება 2019 წელს დაიწყო და მისი მიზანი მოსავლის ამღებ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.
მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პროგრამის დაწყებიდან, 2019 წლიდან, 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ 42 მლნ ლარზე მეტით თანადაფინანსებულია 121 მლნ ლარზე მეტის ღირებულების 1.000 ერთეულზე მეტი მოსავლის ამღები სხვადასხვა სახის ტექნიკის შეძენა.