https://sputnik-georgia.com/20260310/deputati-saqartvelo-msofliosi-ert-ert-yvelaze-usafrtxo-qveynad-miicneva-297526555.html
დეპუტატი: საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად ითვლება
დეპუტატი: საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად ითვლება
Sputnik საქართველო
სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ რუკაზე საქართველო კვლავ უსაფრთხოების პირველი დონის ქვეყნად არის მონიშნული 10.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-10T22:31+0400
2026-03-10T22:31+0400
2026-03-10T22:31+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ქართული ოცნება
აშშ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23089/65/230896574_0:0:1501:844_1920x0_80_0_0_6e345180b36973b620087fa6cc52dc27.jpg
თბილისი, 10 მარტი - Sputnik. „ქართული ოცნების“ პარტიის ფრთხილი, პრაგმატული და მოქნილი პოლიტიკის წყალობით, საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად ითვლება, განაცხადა „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარემ, ლევან მაჭავარიანმა.აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველო მოგზაურობისთვის უსაფრთხო ქვეყნების სიაში დატოვა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობისთვის განახლებული რეკომენდაციები და შეზღუდვები მის ვებსაიტზე გამოქვეყნდა.მისი თქმით, მიუხედავად არნახული მასშტაბის წნეხის, ზეწოლისა და შანტაჟისა, „ქართული ოცნების“ გუნდს უკან არცერთი ნაბიჯით არ დაუხევია და მხოლოდ საქართველოს ეროვნული ინტერესების შესაბამისად მოქმედებს.აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ რუკაზე საქართველო მონიშნულია როგორც უსაფრთხოების პირველი დონის ქვეყანა, სადაც აშშ-ის მოქალაქეებს მოგზაურობის დროს უსაფრთხოების სტანდარტული ზომების მიღებას ურჩევენ.სახელმწიფო დეპარტამენტის განახლებული რუკა ასახავს თურქეთის, ერაყის, საუდის არაბეთის და მთლიანად ახლო აღმოსავლეთის უსაფრთხოების სტატუსის ცვლილებებს.სახელმწიფო დეპარტამენტის სიაში შემავალი ყველა ქვეყანა დაყოფილია უსაფრთხოების ოთხ დონედ: პირველი დონე მოიცავს ქვეყნებს, რომლებიც მოგზაურობისთვის ყველაზე ნაკლებად სარისკოდ ითვლება, ხოლო მეოთხე დონე მოიცავს ქვეყნებს, სადაც მოგზაურობა მკაცრად არ არის რეკომენდებული.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23089/65/230896574_118:0:1243:844_1920x0_80_0_0_a582f8d4fb30511d55ed1e0e0f90f9c9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ქართული ოცნება , აშშ
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ქართული ოცნება , აშშ
დეპუტატი: საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად ითვლება
სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ რუკაზე საქართველო კვლავ უსაფრთხოების პირველი დონის ქვეყნად არის მონიშნული
თბილისი, 10 მარტი - Sputnik. „ქართული ოცნების“ პარტიის ფრთხილი, პრაგმატული და მოქნილი პოლიტიკის წყალობით, საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად ითვლება, განაცხადა „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარემ, ლევან მაჭავარიანმა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველო მოგზაურობისთვის უსაფრთხო ქვეყნების სიაში დატოვა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობისთვის განახლებული რეკომენდაციები და შეზღუდვები მის
ვებსაიტზე გამოქვეყნდა.
„ჩვენი ეროვნული, ფრთხილი, პრაგმატული და მოქნილი პოლიტიკის შედეგად, საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ უსაფრთხო ქვეყნად ითვლება. როდესაც ჩვენთან ძალიან ახლოს, ამდენი უბედურება ტრიალებს, ჩვენ ვინარჩუნებთ მშვიდობას“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
მისი თქმით, მიუხედავად არნახული მასშტაბის წნეხის, ზეწოლისა და შანტაჟისა, „ქართული ოცნების“ გუნდს უკან არცერთი ნაბიჯით არ დაუხევია და მხოლოდ საქართველოს ეროვნული ინტერესების შესაბამისად მოქმედებს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ რუკაზე საქართველო მონიშნულია როგორც უსაფრთხოების პირველი დონის ქვეყანა, სადაც აშშ-ის მოქალაქეებს მოგზაურობის დროს უსაფრთხოების სტანდარტული ზომების მიღებას ურჩევენ.
სახელმწიფო დეპარტამენტის განახლებული რუკა ასახავს თურქეთის, ერაყის, საუდის არაბეთის და მთლიანად ახლო აღმოსავლეთის უსაფრთხოების სტატუსის ცვლილებებს.
სახელმწიფო დეპარტამენტის სიაში შემავალი ყველა ქვეყანა დაყოფილია უსაფრთხოების ოთხ დონედ: პირველი დონე მოიცავს ქვეყნებს, რომლებიც მოგზაურობისთვის ყველაზე ნაკლებად სარისკოდ ითვლება, ხოლო მეოთხე დონე მოიცავს ქვეყნებს, სადაც მოგზაურობა მკაცრად არ არის რეკომენდებული.