https://sputnik-georgia.com/20260310/aranairi-sarl-miseli-2-gvaramiam-qartul-ocnebastan-molaparakebebi-gamoricxa-297525968.html
არანაირი „შარლ მიშელი-2““ გვარამიამ „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკებები გამორიცხა
არანაირი „შარლ მიშელი-2““ გვარამიამ „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკებები გამორიცხა
Sputnik საქართველო
ოპოზიციური ძალების გაერთიანებული ალიანსის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ, საქართველოში ეუთოს წარმომადგენლების ვიზიტის ფონზე მმართველ პარტიასთან დიალოგი და... 10.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-10T21:16+0400
2026-03-10T21:16+0400
2026-03-10T21:16+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ქართული ოპოზიცია
ქართული ოცნება
ეუთო/ოდირი
საქართველო - ეუთო
ეუთო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/12/290949471_0:0:1280:720_1920x0_80_0_0_6f8a7c172e001157512fd035c2e90ab0.jpg
თბილისი, 10 მარტი – Sputnik. ოპოზიცია შარლ მიშელის დოკუმენტის მსგავს შეთანხმებას არ განიხილავს, რადგან არსებულ ვითარებაში მმართველ პარტიასთან „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთან“ დიალოგს არარეალურად მიიჩნევს, განაცხადა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გავარამიამ.ამის შესახებ ნიკა გვარამიამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. პერე ჟოან პონს სამპიეტროს ხელმძღვანელობით დელეგაცია ატარებს შეხვედრებს პოლიტკოსებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, სადაც ბოლოდროინდელი პოლიტიკური მოვლენები, დემოკრატიის, უსაფრთხოების და რეგიონული სტაბილურობის საკითები განიხილება. ვიზიტის შედეგების მიხედვით პრესკონფერენცია გაიმართება.გვარამიას თქმით, შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს მიმდინარე სიტუაცია და ინფორმაცია გაცვალეს. მან აღნიშნა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები ელოდებიან, ასეთი კონტაქტებისა და განცხადებების გამო შეიძლება სისხლის სამართლის საქმე აღიძრას. მისი თქმით, შეხვედრის ზოგიერთ მონაწილეს უკვე აქვს ასეთი საქმე, მათ შორის ე.წ. საბოტაჟის საქმის ფარგლებში.გვარამიას თქმით, ვიდრე ყოველგვარი დათქმის გარეშე არ გაუქმდება „ხელისუფლებაში სამუდამო ყოფნის ნებისმიერი კანონი, ნებისმიერი ქმედება“, რომელიც მიღებული აქვს „ქართულ ოცნებას“, მანამდე საუბარიც კი არ იქნება რაიმე ტიპის მოლაპარაკებების ფორმატზე.გარდა ამისა მან ოპოზიციურ ალიანსთან დაკავშირებითაც ისაუბრა. კითხვაზე განიხილება თუ არა ოპოზიციური ალიანსის ფარგლებში ერთი პარტიისა და ერთი ლოგოს ქვეშ გაერთიანება, გვარამიამ უპასუხა, რომ „არა!“შარლ მიშელის დოკუმენტიშარლ მიშელის დოკუმენტი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შიდა პოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებლად მომზადდა. ოპოზიცია მაშინ ბოიკოტს უცხადებდა საპარლამენტო მუშაობას და ამას არჩევნების გაყალბების ბრალდებით ხსნიდა. ბოიკოტი რამდენიმე თვის შემდეგ, ევროპის საბჭოს ხელმძღვანელის შუამავლობით 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმების მიღწევის შემდეგ შეწყდა.ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გაფორმებული შეთანხმების მიხედვით, 2021 წლის შემოდგომაზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ერთგვარ რეფერენდუმად იქცა. თუ მმართველი პარტია პროპორციულ ნაწილში ხმების 43%-ზე მეტს ვერ მიიღებდა, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა დანიშნულიყო. „ქართულმა ოცნებამ“ მაშინ ამომრჩეველთა ხმების 46,7% მიიღო და ვადამდელი არჩევნების საკითხი დახურულად გამოაცხადა. ამის შემდეგ, 2021 წელს ოპოზიცია პარლამენტში შევიდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/12/290949471_161:0:1121:720_1920x0_80_0_0_bef63ec8c63f2b5a03f444e78ec5702d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ქართული ოპოზიცია, ქართული ოცნება , ეუთო/ოდირი, საქართველო - ეუთო, ეუთო
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ქართული ოპოზიცია, ქართული ოცნება , ეუთო/ოდირი, საქართველო - ეუთო, ეუთო
არანაირი „შარლ მიშელი-2““ გვარამიამ „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკებები გამორიცხა
ოპოზიციური ძალების გაერთიანებული ალიანსის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ, საქართველოში ეუთოს წარმომადგენლების ვიზიტის ფონზე მმართველ პარტიასთან დიალოგი და მოლაპარაკებები გამორიცხა.
თბილისი, 10 მარტი – Sputnik. ოპოზიცია შარლ მიშელის დოკუმენტის მსგავს შეთანხმებას არ განიხილავს, რადგან არსებულ ვითარებაში მმართველ პარტიასთან „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთან“ დიალოგს არარეალურად მიიჩნევს, განაცხადა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გავარამიამ.
ამის შესახებ ნიკა გვარამიამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. პერე ჟოან პონს სამპიეტროს ხელმძღვანელობით დელეგაცია ატარებს შეხვედრებს პოლიტკოსებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, სადაც ბოლოდროინდელი პოლიტიკური მოვლენები, დემოკრატიის, უსაფრთხოების და რეგიონული სტაბილურობის საკითები განიხილება. ვიზიტის შედეგების მიხედვით პრესკონფერენცია გაიმართება.
„ჩვენ ხაზგასმულად ვამბობთ ყველა ასეთი შეხვედრის დროს, რომ „შარლ მიშელი 2“ არ იქნება და იქნება მხოლოდ მკაფიო მოლაპარაკებები ქვეყნის ბედზე. ამაზე საუბარი ვისაც უნდა, კი ბატონო. მაგრამ ვიდრე გვყავს პოლიტპატიმრები, გვყავს ნაცემი, მოწამლული ხალხი და არავინაა დასჯილი, ამაზე ლაპარაკიც კი შეუძლებელია“, - განაცხადა გვარმიამ.
გვარამიას თქმით, შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს მიმდინარე სიტუაცია და ინფორმაცია გაცვალეს. მან აღნიშნა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები ელოდებიან, ასეთი კონტაქტებისა და განცხადებების გამო შეიძლება სისხლის სამართლის საქმე აღიძრას. მისი თქმით, შეხვედრის ზოგიერთ მონაწილეს უკვე აქვს ასეთი საქმე, მათ შორის ე.წ. საბოტაჟის საქმის ფარგლებში.
„ამიტომ სერიოზულად საუბარი იმაზე, რომ „ქართულ ოცნებასთან“ რაიმე ტიპის მოლაპარაკების ფორმატი შეიძლება შედგეს, უბრალოდ შეუძლებელია. შეუძლებელია იქამდე, სანამ პრობლემები, რომელიც მათ დაახვავეს, პირველ რიგში, იმიტომ, რომ მერე ვითომ ეს დათმონ და მიიღონ რაღაც სანაცვლოდ“, - განაცხადა მან.
გვარამიას თქმით, ვიდრე ყოველგვარი დათქმის გარეშე არ გაუქმდება „ხელისუფლებაში სამუდამო ყოფნის ნებისმიერი კანონი, ნებისმიერი ქმედება“, რომელიც მიღებული აქვს „ქართულ ოცნებას“, მანამდე საუბარიც კი არ იქნება რაიმე ტიპის მოლაპარაკებების ფორმატზე.
გარდა ამისა მან ოპოზიციურ ალიანსთან დაკავშირებითაც ისაუბრა. კითხვაზე განიხილება თუ არა ოპოზიციური ალიანსის ფარგლებში ერთი პარტიისა და ერთი ლოგოს ქვეშ გაერთიანება, გვარამიამ უპასუხა, რომ „არა!“
„არ განიხილება! თუ ვინმეს აქვს ეს მოსაზრება და შესაბამისად სურვილი, ეს სხვა საკითხია“,- განაცხადა მან.
შარლ მიშელის დოკუმენტი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შიდა პოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებლად მომზადდა. ოპოზიცია მაშინ ბოიკოტს უცხადებდა საპარლამენტო მუშაობას და ამას არჩევნების გაყალბების ბრალდებით ხსნიდა. ბოიკოტი რამდენიმე თვის შემდეგ, ევროპის საბჭოს ხელმძღვანელის შუამავლობით 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმების მიღწევის შემდეგ შეწყდა.
ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გაფორმებული შეთანხმების მიხედვით, 2021 წლის შემოდგომაზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ერთგვარ რეფერენდუმად იქცა. თუ მმართველი პარტია პროპორციულ ნაწილში ხმების 43%-ზე მეტს ვერ მიიღებდა, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა დანიშნულიყო. „ქართულმა ოცნებამ“ მაშინ ამომრჩეველთა ხმების 46,7% მიიღო და ვადამდელი არჩევნების საკითხი დახურულად გამოაცხადა. ამის შემდეგ, 2021 წელს ოპოზიცია პარლამენტში შევიდა.