https://sputnik-georgia.com/20260309/papuasvili-politikosebis-da-enjeoebis-gancxadebebi-qveyanas-safrtxesi-agdebs-297507080.html
პაპუაშვილი პოლიტიკოსების და „ენჯეოების“ განცხადებები ქვეყანას საფრთხეში აგდებს
პაპუაშვილი პოლიტიკოსების და „ენჯეოების“ განცხადებები ქვეყანას საფრთხეში აგდებს
Sputnik საქართველო
პარლამენტის სპიკერის თქმით, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესების პარალელურად ახლახან გაკეთებული განცხადებები სხვა არაფერია, თუ არა საბოტაჟი. 09.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-09T19:02+0400
2026-03-09T19:02+0400
2026-03-09T19:02+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი
ირანი
მარნეული
შალვა პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
ქართული ოპოზიცია
ქართული ოცნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23370/56/233705601_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_777b4c53ed4026664c0e21600499dc7f.jpg
თბილისი, 9 მარტი — Sputnik. ადგილობრივი პოლიტიკოსები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების ფონზე გარე ძალებს ეხმარებიან, საქართველო თავდასხმის ობიექტად აქციონ, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაწყებული გამოძიების კომენტირებისას.7 მარტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ინფორმაცია გაავრცელა იმასთან დაკავშირებით, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე რამდენიმე პოლიტიკოსის განცხადებებთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება 319-ე მუხლით, რაც უცხო ქვეყნისთვის, უცხოეთის ორგანიზაციისთვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.თავდაცვის ექს-მინისტრმა, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ დამფუძნებელმა თინათინ ხიდაშელმა განაცხადა, რომ საქართველოში ფუნქციონირებს ე.წ. უნივერსიტეტი, რომელიც მხარს უჭერს ირანს და ფაქტობრივად „ტერორისტების სკოლას“ წარმოადგენს. მედიაში ასევე გამოჩნდა ჰადსონის ინსტიტუტის კვლევა, რომლის თანაავტორიც არის ოპოზიციონერი გიორგი კანდელაკი. კვლევაში აღნიშნულია, რომ ირანი საქართველოში გეგმაზომიერად და ორგანიზებულად „აფართოებს გავლენას“ და „გავლენის ინფრასტრუქტურას“.პაპუაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამ საკითხით დაინტერესდა და მნიშვნელოვანია, რომ ყურადღებით დააკვირდნენ ასეთი სუბიექტების მოქმედებას საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ.„საქმე გვაქვს საინფორმაციო თავდასხმასთან საქართველოს წინააღმდეგ. ეს არის ჩვეულებრივი პროპაგანდისტული მეთოდი ჰიბრიდული ომისა. პირდაპირ გაწერილია სახელმძღვანელოებში როგორ იქმნება ყალბი კვაზი მეცნიერული ნაშრომები, ე.წ. კვლევები“, - განაცხადა პაპუაშვილმა.მისი თქმით, ჯერ იქმნება ყალბი კვლევა, რომლის ტირაჟირება ხდება შემდეგ მედიის მხრიდან, შემდეგ ხდება ამაზე გამოხმაურება და ამით იქმნება აღქმა გარკვეულ ქვეყანასთან დაკავშირებით.„ამ შემთხვევაში საქართველოს წინააღმდეგ გვაქვს პირდაპირი საინფორმაციო ომი, რომლის მონაწილეებად ისახებიან უცხოეთიდან დაფინანსებული აქტორები. ჩვენ ვხედავთ ტაივანის სეპარატისტული რეჟიმისგან დაფინანსებულ თინა ხიდაშელს, რომელსაც გამოკვეთილი ანტიქართული დღის წესრიგი აქვს, ცდილობს დაასუსტოს ჩვენი ქვეყანა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.პაპუაშვილის თქმით, სამივე კვლევა ყალბია ფა საინფორმაციო ხმაურის შესაქმნელად არის გამიზნული.პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე უპასუხა ჟურნალისტის კითხვაზე იმის შესახებ, რომ სუსი ვერ უკავშირდება ოპოზიციონერ პოლიტიკოს გივი თარგამაძეს, რომელმაც ადრე საქართველოში ტერორისტების უნივერსიტეტზე ისაუბრა.„არ ინერვიულოს არავინ, ვინც საპოვნელია, ყველას იპოვის ჩვენი სახელმწიფო და თუ ვინმე წარსადგენია მართლმსაჯულების წინაშე, მასაც წარადგენენ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.პარლამენტის სპიკერის თქმით, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესების პარალელურად ახლახან გაკეთებული განცხადებები სხვა არაფერია, თუ არა საბოტაჟი.ყველა პირი დაბარებულია სუსში აღნიშნული გამოძიების ფარგლებში. უკვე გამოიკითხნენ თინა ხიდაშელი, გენერალი ვახტანგ კაპანაძე, გუბაზ სანიკიძე, გიორგი კანდელაკი.შაბათს, 28 თებერვალს, აშშ-მა და ისრაელმა თეირანსა და ირანის სხვა ქალაქებში არსებულ სამხედრო და ადმინისტრაციულ ობიექტებზე დარტყმები განახორციელეს. ვრცელდება ინფორმაცია ნგრევასა და მსხვერპლზე. თავის ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმების საპასუხოდ, ირანმა რეგიონში არსებულ აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე, ასევე ისრაელზე საპასუხო თავდასხმები განახორციელა.საქართველომ სრული სოლიდარობა გამოუცხადა სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნებს, რომლებთანაც ქვეყანას გამორჩეული პარტნიორობა აკავშირებს. ხელისუფლებამ სამძიმარი გამოუცხადა როგორც ირანის ისლამურ რესპუბლიკას და ირანელ ხალხს მშვიდობიანი მოსახლეობის, პოლიტიკური ლიდერებისა და ბავშვების დაღუპვის გამო, ისე ისრაელის მთავრობას მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის გამო.
საქართველო
ირანი
მარნეული
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23370/56/233705601_83:0:1416:1000_1920x0_80_0_0_d5a9c8ee160086f756111f5aa7ef5665.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, ირანი , მარნეული, შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , ქართული ოპოზიცია, ქართული ოცნება
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, ირანი , მარნეული, შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , ქართული ოპოზიცია, ქართული ოცნება
პაპუაშვილი პოლიტიკოსების და „ენჯეოების“ განცხადებები ქვეყანას საფრთხეში აგდებს
პარლამენტის სპიკერის თქმით, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესების პარალელურად ახლახან გაკეთებული განცხადებები სხვა არაფერია, თუ არა საბოტაჟი.
თბილისი, 9 მარტი — Sputnik. ადგილობრივი პოლიტიკოსები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების ფონზე გარე ძალებს ეხმარებიან, საქართველო თავდასხმის ობიექტად აქციონ, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაწყებული გამოძიების კომენტირებისას.
7 მარტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ინფორმაცია გაავრცელა იმასთან დაკავშირებით, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე რამდენიმე პოლიტიკოსის განცხადებებთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება 319-ე მუხლით, რაც უცხო ქვეყნისთვის, უცხოეთის ორგანიზაციისთვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.
თავდაცვის ექს-მინისტრმა, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ დამფუძნებელმა თინათინ ხიდაშელმა განაცხადა, რომ საქართველოში ფუნქციონირებს ე.წ. უნივერსიტეტი, რომელიც მხარს უჭერს ირანს და ფაქტობრივად „ტერორისტების სკოლას“ წარმოადგენს. მედიაში ასევე გამოჩნდა ჰადსონის ინსტიტუტის კვლევა, რომლის თანაავტორიც არის ოპოზიციონერი გიორგი კანდელაკი. კვლევაში აღნიშნულია, რომ ირანი საქართველოში გეგმაზომიერად და ორგანიზებულად „აფართოებს გავლენას“ და „გავლენის ინფრასტრუქტურას“.
„ვფიქრობ, ვისაც უნდა იკვლიოს დეზინფორმაციისა და ჰიბრიდული ომის მეთოდები, საქართველოში შეუძლიათ ჩამოვიდნენ და ამაზე დისერტაციები წერონ, თუ როგორ ეხმარებიან ადგილობრივი ყორღანაშვილები უცხო ძალებს იმისთვის, რომ საქართველო გახადონ მათი თავდასხმის ობიექტი. ვნახეთ, პირდაპირ არის სქემა, რომელიც გამოჩნდა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამ საკითხით დაინტერესდა და მნიშვნელოვანია, რომ ყურადღებით დააკვირდნენ ასეთი სუბიექტების მოქმედებას საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ.
„საქმე გვაქვს საინფორმაციო თავდასხმასთან საქართველოს წინააღმდეგ. ეს არის ჩვეულებრივი პროპაგანდისტული მეთოდი ჰიბრიდული ომისა. პირდაპირ გაწერილია სახელმძღვანელოებში როგორ იქმნება ყალბი კვაზი მეცნიერული ნაშრომები, ე.წ. კვლევები“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ჯერ იქმნება ყალბი კვლევა, რომლის ტირაჟირება ხდება შემდეგ მედიის მხრიდან, შემდეგ ხდება ამაზე გამოხმაურება და ამით იქმნება აღქმა გარკვეულ ქვეყანასთან დაკავშირებით.
„ამ შემთხვევაში საქართველოს წინააღმდეგ გვაქვს პირდაპირი საინფორმაციო ომი, რომლის მონაწილეებად ისახებიან უცხოეთიდან დაფინანსებული აქტორები. ჩვენ ვხედავთ ტაივანის სეპარატისტული რეჟიმისგან დაფინანსებულ თინა ხიდაშელს, რომელსაც გამოკვეთილი ანტიქართული დღის წესრიგი აქვს, ცდილობს დაასუსტოს ჩვენი ქვეყანა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის თქმით, სამივე კვლევა ყალბია ფა საინფორმაციო ხმაურის შესაქმნელად არის გამიზნული.
პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე უპასუხა ჟურნალისტის კითხვაზე იმის შესახებ, რომ სუსი ვერ უკავშირდება ოპოზიციონერ პოლიტიკოს გივი თარგამაძეს, რომელმაც ადრე საქართველოში ტერორისტების უნივერსიტეტზე ისაუბრა.
„არ ინერვიულოს არავინ, ვინც საპოვნელია, ყველას იპოვის ჩვენი სახელმწიფო და თუ ვინმე წარსადგენია მართლმსაჯულების წინაშე, მასაც წარადგენენ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის სპიკერის თქმით, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესების პარალელურად ახლახან გაკეთებული განცხადებები სხვა არაფერია, თუ არა საბოტაჟი.
„ჩვეულებრივი დივერსიაა, როდესაც ჩვენ შიგნით გვყავს ადამიანები, რომლებიც მუშაობენ იმაზე, რომ საქართველო გახადონ სამიზნე სხვადასხვა ძალისთვის. არიან მონაწილე და ერთ-ერთი რგოლი საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე ჰიბრიდულ ომში“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ყველა პირი დაბარებულია სუსში აღნიშნული გამოძიების ფარგლებში. უკვე გამოიკითხნენ თინა ხიდაშელი, გენერალი ვახტანგ კაპანაძე, გუბაზ სანიკიძე, გიორგი კანდელაკი.
შაბათს, 28 თებერვალს, აშშ-მა და ისრაელმა თეირანსა და ირანის სხვა ქალაქებში არსებულ სამხედრო და ადმინისტრაციულ ობიექტებზე დარტყმები განახორციელეს. ვრცელდება ინფორმაცია ნგრევასა და მსხვერპლზე. თავის ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმების საპასუხოდ, ირანმა რეგიონში არსებულ აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე, ასევე ისრაელზე საპასუხო თავდასხმები განახორციელა.
საქართველომ სრული სოლიდარობა გამოუცხადა სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნებს, რომლებთანაც ქვეყანას გამორჩეული პარტნიორობა აკავშირებს. ხელისუფლებამ სამძიმარი გამოუცხადა როგორც ირანის ისლამურ რესპუბლიკას და ირანელ ხალხს მშვიდობიანი მოსახლეობის, პოლიტიკური ლიდერებისა და ბავშვების დაღუპვის გამო, ისე ისრაელის მთავრობას მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის გამო.