https://sputnik-georgia.com/20260309/irani-ass-is-saelcos-da-navtobsadens-emuqreba-generalma-susis-kitxvebs-upasuxa-297502462.html
ირანი აშშ-ის საელჩოს და ნავთობსადენს ემუქრება? - გენერალმა სუსის კითხვებს უპასუხა
ირანი აშშ-ის საელჩოს და ნავთობსადენს ემუქრება? - გენერალმა სუსის კითხვებს უპასუხა
Sputnik საქართველო
აღნიშნულ საქმეზე მაგისტრატი მოსამართლის წინაშე უკვე გამოიკითხნენ თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გუბაზ სანიკიძე და „საბჭოთა... 09.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-09T12:31+0400
2026-03-09T12:31+0400
2026-03-09T12:31+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი
ირანი
საქართველოს თავდაცვა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22780/92/227809234_0:0:1200:675_1920x0_80_0_0_5e20bd01a68d64cae7eefa8145ac4739.jpg
თბილისი, 9 მარტი — Sputnik. სუსის მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძის გამოკითხვა სამ საათზე მეტი ხნის განმავლობაში გაგრძელდა.ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის ყოფილი სამხედრო მრჩეველი დაიბარეს სუსში განცხადების გამო, რომელიც მან ერთ-ერთ ტელეგადაცემაში გააკეთა. მისი თქმით, საქართველოში აშშ-ის საელჩო და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი შესაძლოა ირანის დარტყმებისთვის პოტენციურ მიზანი გახდეს.აღნიშნულ საქმეზე მაგისტრატი მოსამართლის წინაშე უკვე გამოიკითხნენ თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გუბაზ სანიკიძე და „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ წევრი გიორგი კანდელაკი. გამოკითხვაზეა დაბარებული პოლიტიკოსი გივი თარგამაძეც.7 მარტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ინფორმაცია გაავრცელა იმასთან დაკავშირებით, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე რამდენიმე პოლიტიკოსის განცხადებებთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება 319-ე მუხლით, რაც უცხო ქვეყნისთვის, უცხოეთის ორგანიზაციისთვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.თავდაცვის ექს-მინისტრმა, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ დამფუძნებელმა თინათინ ხიდაშელმა განაცხადა, რომ საქართველოში ფუნქციონირებს ე.წ. უნივერსიტეტი, რომელიც მხარს უჭერს ირანს და ფაქტობრივად „ტერორისტების სკოლას“ წარმოადგენს. მედიაში ასევე გამოჩნდა ჰადსონის ინსტიტუტის კვლევა, რომლის თანაავტორიც არის ოპოზიციონერი გიორგი კანდელაკი. კვლევაში აღნიშნულია, რომ ირანი საქართველოში გეგმაზომიერად და ორგანიზებულად „აფართოებს გავლენას“ და „გავლენის ინფრასტრუქტურას“.შაბათს, 28 თებერვალს, აშშ-მა და ისრაელმა თეირანსა და ირანის სხვა ქალაქებში არსებულ სამხედრო და ადმინისტრაციულ ობიექტებზე დარტყმები განახორციელეს. ვრცელდება ინფორმაცია ნგრევასა და მსხვერპლზე. თავის ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმების საპასუხოდ, ირანმა რეგიონში არსებულ აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე, ასევე ისრაელზე საპასუხო თავდასხმები განახორციელა.საქართველომ სრული სოლიდარობა გამოუცხადა სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნებს, რომლებთანაც ქვეყანას გამორჩეული პარტნიორობა აკავშირებს. ხელისუფლებამ სამძიმარი გამოუცხადა როგორც ირანის ისლამურ რესპუბლიკას და ირანელ ხალხს მშვიდობიანი მოსახლეობის, პოლიტიკური ლიდერებისა და ბავშვების დაღუპვის გამო, ისე ისრაელის მთავრობას მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის გამო.
საქართველო
ირანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22780/92/227809234_150:0:1050:675_1920x0_80_0_0_77d5b7fb63319cdda55ccef6c87e9c5f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, ირანი , საქართველოს თავდაცვა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, ირანი , საქართველოს თავდაცვა
ირანი აშშ-ის საელჩოს და ნავთობსადენს ემუქრება? - გენერალმა სუსის კითხვებს უპასუხა
აღნიშნულ საქმეზე მაგისტრატი მოსამართლის წინაშე უკვე გამოიკითხნენ თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გუბაზ სანიკიძე და „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ წევრი გიორგი კანდელაკი. გამოკითხვაზეა დაბარებული პოლიტიკოსი გივი თარგამაძეც.
თბილისი, 9 მარტი — Sputnik. სუსის მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძის გამოკითხვა სამ საათზე მეტი ხნის განმავლობაში გაგრძელდა.
ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის ყოფილი სამხედრო მრჩეველი დაიბარეს სუსში განცხადების გამო, რომელიც მან ერთ-ერთ ტელეგადაცემაში გააკეთა. მისი თქმით, საქართველოში აშშ-ის საელჩო და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი შესაძლოა ირანის დარტყმებისთვის პოტენციურ მიზანი გახდეს.
„რა კითხვებიც დამისვეს, იმ კითხვებზე ვუპასუხე. როგორც მოწმე, ისე ვიყავი დაბარებული ზოგადად, არსებულ ვითარებაზე“, - განუცხადა კაპანაძემ ჟურნალისტებს.
აღნიშნულ საქმეზე მაგისტრატი მოსამართლის წინაშე უკვე გამოიკითხნენ თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გუბაზ სანიკიძე და „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ წევრი გიორგი კანდელაკი. გამოკითხვაზეა დაბარებული პოლიტიკოსი გივი თარგამაძეც.
7 მარტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ინფორმაცია გაავრცელა იმასთან დაკავშირებით, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე რამდენიმე პოლიტიკოსის განცხადებებთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება 319-ე მუხლით, რაც უცხო ქვეყნისთვის, უცხოეთის ორგანიზაციისთვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.
თავდაცვის ექს-მინისტრმა, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ დამფუძნებელმა თინათინ ხიდაშელმა განაცხადა, რომ საქართველოში ფუნქციონირებს ე.წ. უნივერსიტეტი, რომელიც მხარს უჭერს ირანს და ფაქტობრივად „ტერორისტების სკოლას“ წარმოადგენს. მედიაში ასევე გამოჩნდა ჰადსონის ინსტიტუტის კვლევა, რომლის თანაავტორიც არის ოპოზიციონერი გიორგი კანდელაკი. კვლევაში აღნიშნულია, რომ ირანი საქართველოში გეგმაზომიერად და ორგანიზებულად „აფართოებს გავლენას“ და „გავლენის ინფრასტრუქტურას“.
შაბათს, 28 თებერვალს, აშშ-მა და ისრაელმა თეირანსა და ირანის სხვა ქალაქებში არსებულ სამხედრო და ადმინისტრაციულ ობიექტებზე დარტყმები განახორციელეს. ვრცელდება ინფორმაცია ნგრევასა და მსხვერპლზე. თავის ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმების საპასუხოდ, ირანმა რეგიონში არსებულ აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე, ასევე ისრაელზე საპასუხო თავდასხმები განახორციელა.
საქართველომ სრული სოლიდარობა გამოუცხადა სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნებს, რომლებთანაც ქვეყანას გამორჩეული პარტნიორობა აკავშირებს. ხელისუფლებამ სამძიმარი გამოუცხადა როგორც ირანის ისლამურ რესპუბლიკას და ირანელ ხალხს მშვიდობიანი მოსახლეობის, პოლიტიკური ლიდერებისა და ბავშვების დაღუპვის გამო, ისე ისრაელის მთავრობას მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის გამო.