https://sputnik-georgia.com/20260308/rusetma-3-dasaxlebuli-punqti-gaatavisupla-297492758.html
რუსეთის არმიამ ერთ კვირაში დონეცკის სახალხო რესპუბლიკის 3 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა
რუსეთის არმიამ ერთ კვირაში დონეცკის სახალხო რესპუბლიკის 3 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა
Sputnik საქართველო
კვირის მანძილზე უკრაინის არმიის პირადი შემადგენლობის დანაკარგმა მხოლოდ ერთი მიმართულებით 1200-ს გადააჭარბა. 08.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-08T16:15+0400
2026-03-08T16:15+0400
2026-03-08T16:15+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
უკრაინა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
რუსეთი
ახალი ამბები
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/07/1d/294333744_0:0:3066:1725_1920x0_80_0_0_0dd78f0f54b7f3158f7b4f52e554806b.jpg
თბილისი, 8 მარტი – Sputnik. რუსეთის არმიის დაჯგუფება „დასავლეთმა“ („Запад") ერთ კვირაში სამი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა, იუწყება რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.უწყების ცნობით, საუბარია დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ დრობიშევოს, იაროვაიასა და სოსნოვოეს დასახლებებზე. ამასთან, ზიანი მიადგა უკრაინის შეიარაღებული ძალების ხუთი მექანიზებული ბრიგადის და საშტურმო ბრიგადის, ასევე ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის და უკრაინის ეროვნული გვარდიის ორი ბრიგადის პირად შემადგენლობასა და ტექნიკას.გარდა ამისა, დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე უკრაინული მხარის ყოველკვირეული დანაკარგების სიაში შედის 24 ჯავშანტექნიკა, 139 მსუბუქი ავტომობილი, 21 საარტილერიო დანადგარი და 23 საბრძოლო მასალის საწყობი.ამასთან, ერთი კვირის მანძილზე რუსეთის ძალებმა დრონების, რაკეტებისა და არტილერიის გამოყენებით, გაანადგურა მოწინააღმდეგის ზალპური ცეცხლის შვიდი რეაქტიული სისტემა. მათ შორის იყო HIMARS-ის გამშვები და Vampire-ის სამი საბრძოლო მანქანა.საჰაერო თავდაცვის ძალებმა ასევე ჩამოაგდეს მტრის 62 მართვადი საავიაციო ბომბი, სისტემა HIMARS-ის 22 რეაქტიული ჭურვი, შორ მანძილზე მოქმედი Neptun-ის 2 ფრთოსანი რაკეტა, ერთი Flamingo-ს ტიპის ფრთოსანი რაკეტა და 2154 თვითმფრინავის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/07/1d/294333744_156:0:2887:2048_1920x0_80_0_0_501a5d25ae6cad5d9009616d148b2fc5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, უკრაინა , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, ახალი ამბები, პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები, უკრაინა , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, ახალი ამბები, პოლიტიკა
რუსეთის არმიამ ერთ კვირაში დონეცკის სახალხო რესპუბლიკის 3 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა
კვირის მანძილზე უკრაინის არმიის პირადი შემადგენლობის დანაკარგმა მხოლოდ ერთი მიმართულებით 1200-ს გადააჭარბა.
თბილისი, 8 მარტი – Sputnik. რუსეთის არმიის დაჯგუფება „დასავლეთმა“ („Запад") ერთ კვირაში სამი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა, იუწყება რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.
უწყების ცნობით, საუბარია დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ დრობიშევოს, იაროვაიასა და სოსნოვოეს დასახლებებზე. ამასთან, ზიანი მიადგა უკრაინის შეიარაღებული ძალების ხუთი მექანიზებული ბრიგადის და საშტურმო ბრიგადის, ასევე ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის და უკრაინის ეროვნული გვარდიის ორი ბრიგადის პირად შემადგენლობასა და ტექნიკას.
„ამ მიმართულებით მტრის დანაკარგმა 1280-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე შეადგინა“, - აღნიშნეს უწყებაში.
გარდა ამისა, დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე უკრაინული მხარის ყოველკვირეული დანაკარგების სიაში შედის 24 ჯავშანტექნიკა, 139 მსუბუქი ავტომობილი, 21 საარტილერიო დანადგარი და 23 საბრძოლო მასალის საწყობი.
ამასთან, ერთი კვირის მანძილზე რუსეთის ძალებმა დრონების, რაკეტებისა და არტილერიის გამოყენებით, გაანადგურა მოწინააღმდეგის ზალპური ცეცხლის შვიდი რეაქტიული სისტემა. მათ შორის იყო HIMARS-ის გამშვები და Vampire-ის სამი საბრძოლო მანქანა.
საჰაერო თავდაცვის ძალებმა ასევე ჩამოაგდეს მტრის 62 მართვადი საავიაციო ბომბი, სისტემა HIMARS-ის 22 რეაქტიული ჭურვი, შორ მანძილზე მოქმედი Neptun-ის 2 ფრთოსანი რაკეტა, ერთი Flamingo-ს ტიპის ფრთოსანი რაკეტა და 2154 თვითმფრინავის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი