https://sputnik-georgia.com/20260308/ragbis-nakrebma-rumineti-daamarcxa-297499109.html
რაგბი: საქართველოს ნაკრებმა რუმინეთი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა
რაგბი: საქართველოს ნაკრებმა რუმინეთი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა
Sputnik საქართველო
საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიას შეხვდება - მატჩი 15 მარტს გაიმართება 08.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-08T18:45+0400
2026-03-08T18:45+0400
2026-03-08T21:19+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/03/10/292519254_0:99:1896:1166_1920x0_80_0_0_daa152c8a56f2254d162a3f8be30f261.jpg
თბილისი, 8 მარტი — Sputnik. საქართველოს რაგბის ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალურ შეხვედრაში რუმინეთის ნაკრებს „ავჭალის“ სტადიონზე უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 53:30 დაამარცხა. რუმინეთის ნაკრებმა მატჩის დასაწყისში ანგარიში საჯარიმო დარტმით გახსნა, რასაც საქართველოს ნაკრებმაც ასევე ზუსტი ჯარიმით უპასუხა. ტაიმის ბოლომდე სტუმრებმა კიდევ ორჯერ შეძლეს ჯარიმებით ქულების მოპოვება, რასაც „ბორჯღალოსნებმა“ მეტრეველისა და ტაბუცაძის ლელოებით უპასუხეს (აბჟანადაძემ ერთი ლელო გარდასახა) და პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრებმა 15:9 მოიგო.მეორე ტაიმი „ბორჯღალოსნების“ უპირატესობით წარიმართა, ქართველმა მორაგბეებმა ექვსი ლელო დადეს (მათ შორის, ერთი საჯარიმო). აღსანიშნავია, რომ ერთი ლელო მიხეილ შიოშვილმა მიითვალა, რომელმაც „ბორჯღალოსნების“ შემადგენლობაში დებიუტი ლელოთი აღნიშნა.საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა შეხვედრა მოიგო და რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალის საგზური მოიპოვა. გარდა ამისა, საქართველოს ნაკრებმა მეოცედ მოიპოვა ანთიმოზ ივერიელის თასი, რომელიც საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებებს შორის 2002 წლიდან თამაშდება.რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალური შეხვედრა 15 მარტს ლეგანესში, „ესტადიო ონტიმ ბუტარკეზე“ გაიმართება, სადაც „ბორჯღალოსნები" ესპანეთს დაუპირისპირდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/03/10/292519254_106:0:1790:1263_1920x0_80_0_0_ea305377f340520d60b8dcc0a6417c7c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
რაგბი: საქართველოს ნაკრებმა რუმინეთი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა
18:45 08.03.2026 (განახლებულია: 21:19 08.03.2026) საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიას შეხვდება - მატჩი 15 მარტს გაიმართება
თბილისი, 8 მარტი — Sputnik. საქართველოს რაგბის ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალურ შეხვედრაში რუმინეთის ნაკრებს „ავჭალის“ სტადიონზე უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 53:30 დაამარცხა.
რუმინეთის ნაკრებმა მატჩის დასაწყისში ანგარიში საჯარიმო დარტმით გახსნა, რასაც საქართველოს ნაკრებმაც ასევე ზუსტი ჯარიმით უპასუხა. ტაიმის ბოლომდე სტუმრებმა კიდევ ორჯერ შეძლეს ჯარიმებით ქულების მოპოვება, რასაც „ბორჯღალოსნებმა“ მეტრეველისა და ტაბუცაძის ლელოებით უპასუხეს (აბჟანადაძემ ერთი ლელო გარდასახა) და პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრებმა 15:9 მოიგო.
მეორე ტაიმი „ბორჯღალოსნების“ უპირატესობით წარიმართა, ქართველმა მორაგბეებმა ექვსი ლელო დადეს (მათ შორის, ერთი საჯარიმო). აღსანიშნავია, რომ ერთი ლელო მიხეილ შიოშვილმა მიითვალა, რომელმაც „ბორჯღალოსნების“ შემადგენლობაში დებიუტი ლელოთი აღნიშნა.
საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა შეხვედრა მოიგო და რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალის საგზური მოიპოვა. გარდა ამისა, საქართველოს ნაკრებმა მეოცედ მოიპოვა ანთიმოზ ივერიელის თასი, რომელიც საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებებს შორის 2002 წლიდან თამაშდება.
რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალური შეხვედრა 15 მარტს ლეგანესში, „ესტადიო ონტიმ ბუტარკეზე“ გაიმართება, სადაც „ბორჯღალოსნები" ესპანეთს დაუპირისპირდება.