https://sputnik-georgia.com/20260308/qvrivishvili-saqartvelos-mshp-1-procentri-ucxoel-studentebze-modis-297499262.html
ეკონომიკის მინისტრი: საქართველოს მშპ-ის დაახლოებით 1%-ს უცხოელი სტუდენტები უზრუნველყოფენ
ეკონომიკის მინისტრი: საქართველოს მშპ-ის დაახლოებით 1%-ს უცხოელი სტუდენტები უზრუნველყოფენ
Sputnik საქართველო
საქართველოში დაახლოებით 37 ათასი უცხოელი სტუდენტი ცხოვრობს, რომელთა უმეტესობა ინდოეთიდანაა. 08.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-08T21:00+0400
2026-03-08T21:00+0400
2026-03-08T21:00+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
განათლება საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23393/56/233935671_0:79:1498:922_1920x0_80_0_0_3659db7853d1c52c3a6a11946ef31868.jpg
თბილისი, 8 მარტი – Sputnik. უცხოელ სტუდენტებს მნიშვნელოვანი გავლენა აქვთ საქართველოს ეკონომიკაზე, მათი წვლილი თითქმის 1,2 მლრდ ლარს, ანუ ქვეყნის მშპ-ის დაახლოებით 1%-ს შეადგენს, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.2025/2026 სასწავლო წელს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში უცხოელი სტუდენტების რაოდენობამ 44,4 ათასს მიაღწია, რაც გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით 19,7%-ით მეტია.მინისტრის თქმით, საქართველოში დაახლოებით 37 ათასი უცხოელი სტუდენტი ცხოვრობს, რომელთა უმეტესობა ინდოეთიდანაა. უცხოელ სტუდენტთა შორის ასევე არიან იორდანიის, ისრაელის, სუდანის, პაკისტანის, ეგვიპტის, დიდი ბრიტანეთისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეები.ამ სეგმენტიდან საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებები 576 მლნ ლარის მოცულობით შემოსავალს იღებენ, სხვა სექტორებზე კი ეს დადებითი ეფექტი დაახლოებით 605 მლნ ლარის ოდენობით ნაწილდება.რამდენიმე კვირის მანძილზე მთავრობა უცხოელი სტუდენტებისთვის სახელმწიფო უნივერსიტეტებში კვოტების გაუქმების საკითხზე მსჯელობდა. უცხოელი სტუდენტების უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვის საკითხთან დაკავშირებით არაფერი შეიცვლება და ქვეყანა უცხოელებს ისევ მიიღებს. აღნიშნულ საკითხზე დღეს, საქართველოს პრემიერმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ სხვა შემთხვევაში, აღნიშნული საკითხი საქართველოს ბიუჯეტზე ნეგატიურად იმოქმედებდა.თუმცა, როგორც მოგვიანებით პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, უცხოელი სტუდენტების უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვის საკითხთან დაკავშირებით არაფერი შეიცვლება და ქვეყანა უცხოელებს ისევ მიიღებს, სხვა შემთხვევაში, აღნიშნული საკითხი საქართველოს ბიუჯეტზე ნეგატიურად იმოქმედებს, დასძინა კობახიძემ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23393/56/233935671_83:0:1416:1000_1920x0_80_0_0_e85e8a602a5cfc92af312bd8ff70f49e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, განათლება საქართველოში , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, განათლება საქართველოში , საზოგადოება, ახალი ამბები
ეკონომიკის მინისტრი: საქართველოს მშპ-ის დაახლოებით 1%-ს უცხოელი სტუდენტები უზრუნველყოფენ
საქართველოში დაახლოებით 37 ათასი უცხოელი სტუდენტი ცხოვრობს, რომელთა უმეტესობა ინდოეთიდანაა.
თბილისი, 8 მარტი – Sputnik. უცხოელ სტუდენტებს მნიშვნელოვანი გავლენა აქვთ საქართველოს ეკონომიკაზე, მათი წვლილი თითქმის 1,2 მლრდ ლარს, ანუ ქვეყნის მშპ-ის დაახლოებით 1%-ს შეადგენს, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
2025/2026 სასწავლო წელს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში უცხოელი სტუდენტების რაოდენობამ 44,4 ათასს მიაღწია, რაც გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით 19,7%-ით მეტია.
„უცხოელი სტუდენტების ეფექტი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე შეადგენს 1,2 მლრდ ლარს და ის საშუალოდ მშპ-ის 1%-ია. ბიუჯეტი აღნიშნული მიმართულებით ყოველწლიურად 300 მლნ ლარის შემოსავალს იღებს. 1 უცხოელი სტუდენტი სწავლის გადასახადში დაახლოებით 15,5 ათას ლარს იხდის, ასევე სხვა დამატებით სექტორებში 16,3 ათას ლარს ხარჯავს,” - აღნიშნა ქვრივიშვილმა.
მინისტრის თქმით, საქართველოში დაახლოებით 37 ათასი უცხოელი სტუდენტი ცხოვრობს, რომელთა უმეტესობა ინდოეთიდანაა. უცხოელ სტუდენტთა შორის ასევე არიან იორდანიის, ისრაელის, სუდანის, პაკისტანის, ეგვიპტის, დიდი ბრიტანეთისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეები.
„ჩვენი პოლიტიკა და ეკონომიკა სრულად არის ორიენტირებული იმაზე, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა პირდაპირ ასახავდეს ჩვენი მოქალაქეების და არა უცხო ქვეყნების კეთილდღეობას. ეს ჩვენი პირველხარისხოვანი მიზანია“, - განაცხადა ქვრივიშვილმა.
ამ სეგმენტიდან საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებები 576 მლნ ლარის მოცულობით შემოსავალს იღებენ, სხვა სექტორებზე კი ეს დადებითი ეფექტი დაახლოებით 605 მლნ ლარის ოდენობით ნაწილდება.
რამდენიმე კვირის მანძილზე მთავრობა უცხოელი სტუდენტებისთვის სახელმწიფო უნივერსიტეტებში კვოტების გაუქმების საკითხზე მსჯელობდა.
უცხოელი სტუდენტების უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვის საკითხთან დაკავშირებით არაფერი შეიცვლება და ქვეყანა უცხოელებს ისევ მიიღებს. აღნიშნულ საკითხზე დღეს, საქართველოს პრემიერმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ სხვა შემთხვევაში, აღნიშნული საკითხი საქართველოს ბიუჯეტზე ნეგატიურად იმოქმედებდა.
თუმცა, როგორც მოგვიანებით პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, უცხოელი სტუდენტების უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვის საკითხთან დაკავშირებით არაფერი შეიცვლება და ქვეყანა უცხოელებს ისევ მიიღებს, სხვა შემთხვევაში, აღნიშნული საკითხი საქართველოს ბიუჯეტზე ნეგატიურად იმოქმედებს, დასძინა კობახიძემ.