მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

პუტინი: უკრაინაში კონფლიქტი დასავლეთის ქვეყნების სისტემური შეცდომაა

© POOL / გადასვლა მედიაბანკშივლადიმირ პუტინი
ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო, 1920, 08.03.2026
გამოწერა
რუსეთის ლიდერის თქმით, ევროპული სახელმწიფოები დღეს იმას იმკიან, რაც უკრაინაში დათესეს.
თბილისი, 8 მარტი – Sputnik. უკრაინაში კონფლიქტი დასავლეთის ქვეყნების სისტემური შეცდომაა, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა.

„შეიძლება ითქვას, რომ საერთოდ ყველაფერი, რაც ახლა ხდება (ევროკავშირის მხრიდან კიევის რეჟიმზეზეწოლა) - რა თქმა უნდა, შეცდომაა, პირველ რიგში, დასავლეთის ქვეყნების მხრიდან. შეცდომა სისტემურია“, - განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა Вести-ის საინფორმაციო სააგენტოს კორესპონდენტ პაველ ზარუბინთან.

ვიდეო გამოქვეყნებულია ჟურნალისტის არხზე МАХ.
პუტინმა გაიხსენა, რომ უკრაინის კრიზისი წარმოიშვა არა რუსეთის ქმედებების, არამედ დასავლეთის ქვეყნების მიერ უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალების მხარდაჭერის გამო, რამაც გამოიწვია „მოვლენები ყირიმში, შემდეგ კი უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთით“, დონბასსა და ნოვოროსიაში.
„სწორედ აქედან დაიწყო ყველაფერი", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
რუსეთის ლიდერის თქმით, ევროპული სახელმწიფოები დღეს იმას იმკიან, რაც უკრაინაში დათესეს.
პუტინმა კიევის რეჟიმსა და ევროპას შორის ურთიერთობებში არსებულ სიტუაციას უცნაური უწოდა. მისი თქმით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ თითქოს „კუდი აქნევს ძაღლს “ და არა პირიქით.
ყველა ახალი ამბავი
0