https://sputnik-georgia.com/20260307/tbilisshi-binebis-gakidvebi-gaizarda-297484110.html
თბილისში ბინების გაყიდვები გაიზარდა
თბილისში ბინების გაყიდვები გაიზარდა
Sputnik საქართველო
2026 წლის იანვარში ბაზრის მოცულობამ 254 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 9%-ით მეტია 2025 წლის იანვარზე 07.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-07T16:39+0400
2026-03-07T16:39+0400
2026-03-07T16:39+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისი დღეს
საქართველოს ეკონომიკა
ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24423/56/244235656_0:102:2000:1227_1920x0_80_0_0_11e2bdfe116226a60d41545fda2aa416.jpg
თბილისი, 7 მარტი — Sputnik. თბილისში ბინებზე მოთხოვნა გაიზარდა - იანვარში გაიყიდა 3 ათასი ბინა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5%-ით მეტია, ნათქვამია კომპანია TBC Capital-ის უძრავი ქონების ბაზრის ყოველთვიურ მიმოხილვაში.მიმოხილვის თანახმად, 2026 წლის იანვარში ბაზრის მოცულობამ 254 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 9%-ით მეტია 2025 წლის საანგარიშო პერიოდთან შედარებით.იანვარში საშუალო გასაყიდი ფასი კვადრატულ მეტრზე 1.340 დოლარი იყო, რაც გასული წლის იანვართან შედარებით 6%-ით მეტია.იანვარში სულ 514 ახალი ბინა გაიყიდა, რაც 29%-ით ნაკლებია 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ძველ ბინებთან დაკავშირებით 2478 ტრანზაქცია (+16%) განხორციელდა.ყველაზე მეტი 50-75 კვ მეტრის ფართობის ბინები გაიყიდა.აღნიშნულ პერიოდში ყველაზე მეტი ბინა დიდ დიღომსა (754 ბინა) და საბურთალოზე (430 ბინა) გაიყიდა.ანალიტიკოსების თქმით, საცხოვრებელი ფართების გასაქირავებელი ფასი 2025 წლის იანვართან შედარებით 7%-ით შემცირდა და 10 დოლარს გაუტოლდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24423/56/244235656_108:0:1885:1333_1920x0_80_0_0_175f30888d5206c8169541518a653547.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა
თბილისში ბინების გაყიდვები გაიზარდა
2026 წლის იანვარში ბაზრის მოცულობამ 254 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 9%-ით მეტია 2025 წლის იანვარზე
თბილისი, 7 მარტი — Sputnik. თბილისში ბინებზე მოთხოვნა გაიზარდა - იანვარში გაიყიდა 3 ათასი ბინა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5%-ით მეტია, ნათქვამია კომპანია TBC Capital-ის უძრავი ქონების ბაზრის ყოველთვიურ მიმოხილვაში.
მიმოხილვის თანახმად, 2026 წლის იანვარში ბაზრის მოცულობამ 254 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 9%-ით მეტია 2025 წლის საანგარიშო პერიოდთან შედარებით.
იანვარში საშუალო გასაყიდი ფასი კვადრატულ მეტრზე 1.340 დოლარი იყო, რაც გასული წლის იანვართან შედარებით 6%-ით მეტია.
იანვარში სულ 514 ახალი ბინა გაიყიდა, რაც 29%-ით ნაკლებია 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ძველ ბინებთან დაკავშირებით 2478 ტრანზაქცია (+16%) განხორციელდა.
ყველაზე მეტი 50-75 კვ მეტრის ფართობის ბინები გაიყიდა.
აღნიშნულ პერიოდში ყველაზე მეტი ბინა დიდ დიღომსა (754 ბინა) და საბურთალოზე (430 ბინა) გაიყიდა.
ანალიტიკოსების თქმით, საცხოვრებელი ფართების გასაქირავებელი ფასი 2025 წლის იანვართან შედარებით 7%-ით შემცირდა და 10 დოლარს გაუტოლდა.