https://sputnik-georgia.com/20260307/saqartvelosi-sanqciebis-fonze-telearxebis-obieqturobis-gazlierebistvis-zomebs-miireben-297480924.html
საქართველოში სანქციების ფონზე ტელეარხების ობიექტურობის გაძლიერებისთვის ზომებს მიიღებენ
საქართველოში სანქციების ფონზე ტელეარხების ობიექტურობის გაძლიერებისთვის ზომებს მიიღებენ
Sputnik საქართველო
მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფლების შეზღუდვა მხოლოდ მტკიცებულების მაღალი სტანდარტით, განსაკუთრებული საფუძვლითა და საგანგებო კანონისმიერი პროცედურით... 07.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-07T10:57+0400
2026-03-07T10:57+0400
2026-03-07T10:57+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23387/94/233879477_0:274:3042:1985_1920x0_80_0_0_fd20daf1ecbebbfe7cb2b5fd3f25f495.jpg
თბილისი, 7 მარტი — Sputnik. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია მიიჩნევს, რომ დიდი ბრიტანეთის მიერ ქართული ტელეკომპანიების „იმედისა“ და „პოსტვ“-ს დასანქცირება უარყოფითად იმოქმედებს კონკურენციაზე ტელემაუწყებლობის სფეროში და ამის თავიდან ასაცილებლად ზომების მიღებას აპირებს.24 თებერვალს გაერთიანებულმა სამეფომ ანტირუსული სანქციების ფარგლებში ქართული ტელეკომპანიები - Imedi და POSTV შავ სიაში შეიყვანა და მედიასაშუალებები რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა, რაც ხელს უწყობს ისეთ პოლიტიკას ან ქმედებას, რომელიც დესტაბილიზაციას ახდენს უკრაინაში, ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას".როგორც კომისია აღნიშნავს, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფლების შეზღუდვა მხოლოდ მტკიცებულების მაღალი სტანდარტით, განსაკუთრებული საფუძვლითა და საგანგებო კანონისმიერი პროცედურით არის დასაშვები.„საკითხებზე, რომლებიც ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებებს დაედო საფუძვლად, კომისიაში საჩივარი არავის შემოუტანია“, - აღნიშნულია განცხადებაში.ამასთან კომისია აღნიშნავს, რომ მიუხედავად კანონის არსებობისა, კომისია, თითქმის ერთი წელია, მხოლოდ საჩივრებზე რეაგირებს და თავად მაუწყებლების მიმართ ამავე კანონით ადმინისტრაციული წარმოება არ დაუწყია.როგორც კომისიაში განაცხადეს, შემოწმებების ამოქმედება საჭიროა იმისათვის, რათა მაუწყებელთა ობიექტურობა სათანადო პროცედურის საფუძველზე და მაღალი სამართლებრივი სტანდარტით შეფასდეს.„მოვუწოდებთ საქართველოში მოქმედ ყველა მაუწყებელს, შესაბამის საკანონმდებლო ნორმებს კიდევ ერთხელ ყურადღებით გაეცნონ და ობიექტურობის სტანდარტების დაცვა უზრუნველყონ“, - ნათქვამია განცხადებაში.ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია: „კომუნიკაციების კომისია იმოქმედებს მაღალი პასუხისმგებლობით, რათა დაიცვას მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფლება, სამართლიანი კონკურენცია, გამოხატვის თავისუფლება და მედიაპლურალიზმი საქართველოში“.საქართველოს პარლამენტმა მიიღო „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომელიც საქართველოში რეგისტრირებულ მედიასაშუალებებს ახალ რეგულაციებს, მოთხოვნებს და სტანდარტებს უწესებს.„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებების თანახმად, მაუწყებლები ვალდებული არიან, მიუკერძოებლად და ჯეროვანი სიზუსტით გადმოსცენ ახალი ამბები, მიუთითონ ინფორმაციის წყარო და უმოკლეს ვადებში გამოასწორონ შეცდომები. გარდა ამისა, მედიასაშუალებებს მოეთხოვებათ ფაქტისა და კომენტარის გამიჯვნა, ხოლო პარტიის წევრებს აეკრძალებათ საინფორმაციო გამოშვებების წაყვანა, ასევე ჟურნალისტად მუშაობა.მედიას ასევე მოეთხოვება ბალანსის დაცვა პოლიტიკური თუ სხვა სახის დავის გაშუქებისას, ასევე მათ აეკრძალებათ მაუწყებლის პირადი მოსაზრების საფუძველზე პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების შესახებ ინფორმაციის გავრცელება. დაუშვებელი იქნება პროგრამაში რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა.მაუწყებლობის სტანდარტების დარღვევებზე რეაგირების უფლებამოსილება მინიჭებული აქვს სამთავრობო უწყებას - კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას.დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, კომისიას უფლება აქვს, მაუწყებელს შემდეგი სანქციები დააკისროს: გაფრთხილება, ჯარიმა და, გარკვეულ შემთხვევებში, ლიცენზიის შეჩერება ან გაუქმება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23387/94/233879477_54:0:2785:2048_1920x0_80_0_0_fe8a95b99dcbaa7813757568a79ca895.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
საქართველოში სანქციების ფონზე ტელეარხების ობიექტურობის გაძლიერებისთვის ზომებს მიიღებენ
მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფლების შეზღუდვა მხოლოდ მტკიცებულების მაღალი სტანდარტით, განსაკუთრებული საფუძვლითა და საგანგებო კანონისმიერი პროცედურით არის დასაშვები, განაცხადა მარეგულირებელმა
თბილისი, 7 მარტი — Sputnik. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია მიიჩნევს, რომ დიდი ბრიტანეთის მიერ ქართული ტელეკომპანიების „იმედისა“ და „პოსტვ“-ს დასანქცირება უარყოფითად იმოქმედებს კონკურენციაზე ტელემაუწყებლობის სფეროში და ამის თავიდან ასაცილებლად ზომების მიღებას აპირებს.
24 თებერვალს გაერთიანებულმა სამეფომ ანტირუსული სანქციების ფარგლებში ქართული ტელეკომპანიები - Imedi და POSTV შავ სიაში შეიყვანა და მედიასაშუალებები რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა, რაც ხელს უწყობს ისეთ პოლიტიკას ან ქმედებას, რომელიც დესტაბილიზაციას ახდენს უკრაინაში, ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას".
„გაერთიანებული სამეფოს მიერ ორი ქართული ტელეკომპანიის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება, რომელთაგან ერთ-ერთი საქართველოში ყველაზე მაღალრეიტინგული მაუწყებელია, მიმართულია როგორც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს შორის სამართლიანი კონკურენციის შეზღუდვისკენ, ისე ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის შეფერხებისკენ, რამაც შეიძლება, საფრთხე შეუქმნას მედიაპლურალიზმსა და სიტყვის თავისუფლებას ქვეყანაში“, - ნათქვამია კომისიის განცხადებაში.
როგორც კომისია აღნიშნავს, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფლების შეზღუდვა მხოლოდ მტკიცებულების მაღალი სტანდარტით, განსაკუთრებული საფუძვლითა და საგანგებო კანონისმიერი პროცედურით არის დასაშვები.
„საკითხებზე, რომლებიც ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებებს დაედო საფუძვლად, კომისიაში საჩივარი არავის შემოუტანია“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან კომისია აღნიშნავს, რომ მიუხედავად კანონის არსებობისა, კომისია, თითქმის ერთი წელია, მხოლოდ საჩივრებზე რეაგირებს და თავად მაუწყებლების მიმართ ამავე კანონით ადმინისტრაციული წარმოება არ დაუწყია.
„ზემოაღნიშნულის გათვალისწინებითა და მედიაგარემოში არსებული გამოწვევების ანალიზის საფუძველზე, აუცილებლად მიგვაჩნია, მომდევნო კვირიდან კომისიამ პრაქტიკაში აამოქმედოს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონითა და „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ დადგენილი ნორმები“, - ნათქვამია კომისიის განცხადებაში.
როგორც კომისიაში განაცხადეს, შემოწმებების ამოქმედება საჭიროა იმისათვის, რათა მაუწყებელთა ობიექტურობა სათანადო პროცედურის საფუძველზე და მაღალი სამართლებრივი სტანდარტით შეფასდეს.
„მოვუწოდებთ საქართველოში მოქმედ ყველა მაუწყებელს, შესაბამის საკანონმდებლო ნორმებს კიდევ ერთხელ ყურადღებით გაეცნონ და ობიექტურობის სტანდარტების დაცვა უზრუნველყონ“, - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია: „კომუნიკაციების კომისია იმოქმედებს მაღალი პასუხისმგებლობით, რათა დაიცვას მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფლება, სამართლიანი კონკურენცია, გამოხატვის თავისუფლება და მედიაპლურალიზმი საქართველოში“.
საქართველოს პარლამენტმა მიიღო „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომელიც საქართველოში რეგისტრირებულ მედიასაშუალებებს ახალ რეგულაციებს, მოთხოვნებს და სტანდარტებს უწესებს.
„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებების თანახმად, მაუწყებლები ვალდებული არიან, მიუკერძოებლად და ჯეროვანი სიზუსტით გადმოსცენ ახალი ამბები, მიუთითონ ინფორმაციის წყარო და უმოკლეს ვადებში გამოასწორონ შეცდომები. გარდა ამისა, მედიასაშუალებებს მოეთხოვებათ ფაქტისა და კომენტარის გამიჯვნა, ხოლო პარტიის წევრებს აეკრძალებათ საინფორმაციო გამოშვებების წაყვანა, ასევე ჟურნალისტად მუშაობა.
მედიას ასევე მოეთხოვება ბალანსის დაცვა პოლიტიკური თუ სხვა სახის დავის გაშუქებისას, ასევე მათ აეკრძალებათ მაუწყებლის პირადი მოსაზრების საფუძველზე პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების შესახებ ინფორმაციის გავრცელება. დაუშვებელი იქნება პროგრამაში რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა.
მაუწყებლობის სტანდარტების დარღვევებზე რეაგირების უფლებამოსილება მინიჭებული აქვს სამთავრობო უწყებას - კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას.
დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, კომისიას უფლება აქვს, მაუწყებელს შემდეგი სანქციები დააკისროს: გაფრთხილება, ჯარიმა და, გარკვეულ შემთხვევებში, ლიცენზიის შეჩერება ან გაუქმება.