https://sputnik-georgia.com/20260307/saqartvelos-eutos-saparlamento-asambleis-delegacia-ewveva-297487274.html
საქართველოს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია ეწვევა
საქართველოს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია ეწვევა
Sputnik საქართველო
ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები შეხვდებიან პოლიტიკური მოღვაწეების ფართო სპექტრს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. 07.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-07T20:36+0400
2026-03-07T20:36+0400
2026-03-07T20:36+0400
ახალი ამბები
საქართველო
ეუთო/ოდირი
საქართველო - ეუთო
ეუთო
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/01/06/291659003_0:472:1440:1282_1920x0_80_0_0_cd4bcf5d79cbe90679681ca5f95ab079.jpg
თბილისი, 7 მარტი – Sputnik. საქართველოს 8-10 მარტს ეწვევა ეუთოს მაღალი დონის საპარლამენტო დელეგაცია, რომელსაც ასამბლეის პრეზიდენტი, პერე ჟოან პონს სამპიეტრო უხელმძღვანელებს. ინფორმაციას ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრესსამსახური ავრცელებს.ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები შეხვდებიან პოლიტიკური მოღვაწეების ფართო სპექტრს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.დელეგაციის შემადგენლობაში აგრეთვე შევლენ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი და სამხრეთ კავკასიაში სპეციალური წარმომადგენელი ლუის გრაჩა (პორტუგალია), პოლიტიკურ საქმეთა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იევროსიმა პეიოვიჩი (მონტენეგრო), დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე კრისტინ ბლოუერი (დიდი ბრიტანეთი) და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი რობერტო მონტელა.საქართველო ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი 30 წლის წინ, 1992 წლის 24 მარტს გახდა და მას შემდეგ აქტიურად თანამშრომლობს ამ ორგანიზაციასთან. თუმცა ამჟამად ურთიერთობები დაძაბულია - ორგანიზაცია აკრიტიკებს საქართველოს ადამიანის უფლებების და სამოქალაქო საზოგადოების კუთხით არსებული მდგომარეობის გამო. 2026 წელს ოცზე მეტი ქვეყნის ინიციატივით ამოქმედდა „მოსკოვის მექანიზმი“ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების შეფასების მიზნით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/01/06/291659003_0:337:1440:1417_1920x0_80_0_0_1b05aa55ea12bfe870ba1bbe178aabf3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ეუთო/ოდირი, საქართველო - ეუთო, ეუთო, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, ეუთო/ოდირი, საქართველო - ეუთო, ეუთო, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია ეწვევა
ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები შეხვდებიან პოლიტიკური მოღვაწეების ფართო სპექტრს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.
თბილისი, 7 მარტი – Sputnik. საქართველოს 8-10 მარტს ეწვევა ეუთოს მაღალი დონის საპარლამენტო დელეგაცია, რომელსაც ასამბლეის პრეზიდენტი, პერე ჟოან პონს სამპიეტრო უხელმძღვანელებს. ინფორმაციას ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრესსამსახური ავრცელებს.
ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები შეხვდებიან პოლიტიკური მოღვაწეების ფართო სპექტრს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.
„ვიზიტი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებს საშუალებას მისცემს, ჩაერთონ და გაცვალონ მოსაზრებები ქართველ თანამოსაუბრეებთან ბოლოდროინდელ პოლიტიკურ მოვლენებსა და დემოკრატიასთან, უსაფრთხოებასა და რეგიონულ სტაბილურობასთან დაკავშირებულ საკითხებზე“, - ნათქვამია ეუთოს პრესრელიზში.
დელეგაციის შემადგენლობაში აგრეთვე შევლენ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი და სამხრეთ კავკასიაში სპეციალური წარმომადგენელი ლუის გრაჩა (პორტუგალია), პოლიტიკურ საქმეთა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იევროსიმა პეიოვიჩი (მონტენეგრო), დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე კრისტინ ბლოუერი (დიდი ბრიტანეთი) და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი რობერტო მონტელა.
საქართველო ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი 30 წლის წინ, 1992 წლის 24 მარტს გახდა და მას შემდეგ აქტიურად თანამშრომლობს ამ ორგანიზაციასთან. თუმცა ამჟამად ურთიერთობები დაძაბულია - ორგანიზაცია აკრიტიკებს საქართველოს ადამიანის უფლებების და სამოქალაქო საზოგადოების კუთხით არსებული მდგომარეობის გამო. 2026 წელს ოცზე მეტი ქვეყნის ინიციატივით ამოქმედდა „მოსკოვის მექანიზმი“ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების შეფასების მიზნით.