რამდენი ტვირთი გადამუშავდა საქართველოს პორტებში - ახალი მონაცემები

© photo: Sputnik / Stringerფოთის პორტი
ფოთის პორტი - Sputnik საქართველო, 1920, 07.03.2026
გამოწერა
2025 წელს საქართველოს საზღვაო პორტები 12,8 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 2024 წელთან შედარებით 62%-ით მეტია.
თბილისი, 7 მარტი – Sputnik. 2025 წელს საქართველოს პორტებში გადამუშავდა 16,6 მლნ ტონა ტვირთი, რაც 2024 წლის მაჩვენებელზე 6,8%-ით მეტია, ნათქვამია „საქსტატის“ მასალებში.
„საქსტატის“ ცნობით, გადამუშავებული ტვირთის 47,7 პროცენტი გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთი იყო, 31 პროცენტი - თხევადი ტვირთი, ხოლო 21,3 პროცენტი - ნაყარი ტვირთი.
2025 წელს საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოვიდა 1789 გემი, რომელთა 50,9 პროცენტი იყო გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთის გადამზიდი, 23,6 პროცენტი - თხევადი ტვირთმზიდი, 15,5 პროცენტი - კონტეინერმზიდი, ხოლო დანარჩენი 10 პროცენტი ნაყარ ტვირთმზიდზე, ბუქსირებზე და სპეციალიზებულ გემებზე განაწილდა.
2025 წელს საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 40,4%-ით მეტი გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთმზიდი, 38,8%-ით მეტი სპეციალიზებული გემი, 26,7%-ით ნაკლები კონტეინერმზიდი და 16,6%-ით ნაკლები თხევადი ტვირთმზიდი.
2025 წელს საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოსული გემების 17,6 პროცენტი პანამის დროშის ქვეშ დაცურავდა, 15,3 პროცენტი - თურქეთის, 9,9 პროცენტი - მალტის, 8,3 პროცენტი - ლიბერიის, დანარჩენი 48,9 პროცენტი კი სხვა ქვეყნებზე განაწილდა.
მგზავრთა გადაყვანა
გარდა ამისა, 2025 წელს საქართველოს საზღვაო პორტები 12,8 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 2024 წელთან შედარებით 62%-ით მეტია.
მგზავრთა ნაკადში შემოსული მგზავრების წილი აღემატებოდა გასული მგზავრების წილს და 52 პროცენტი შეადგინა.
საქართველოში ამჟამად ორი პორტია - ბათუმსა და ფოთში. ამასთან, ტვირთების ძირითადი ნაკადი დღეს ფოთზე გადის. ამ პორტის მინუსი არის მისი სიღრმე - დღეს პორტს არ შეუძლია 1,5 ათასზე მეტი კონტეინერის ტევადობის გემების მიღება.
ყველა ახალი ამბავი
0