https://sputnik-georgia.com/20260307/ra-semosavali-miiro-saqartvelom-vaslis-eqsportisgan-297473580.html
რა შემოსავალი მიიღო საქართველომ ვაშლის ექსპორტისგან
რა შემოსავალი მიიღო საქართველომ ვაშლის ექსპორტისგან
Sputnik საქართველო
ქართული ვაშლი ძირითადად რუსეთში იყიდება. 07.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-07T12:46+0400
2026-03-07T12:46+0400
2026-03-07T12:46+0400
ახალი ამბები
საქართველო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
საქართველოს სოფლის მეურნეობა
საქართველოს ეკონომიკა
ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/14/250948344_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_fbc8eb5f888a00b278cf07bcd35a5af2.jpg
თბილისი, 7 მარტი — Sputnik. 28 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოდან 3,1 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 4,1 ათასი ტონა ვაშლია ექსპორტირებული, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. თებერვალში ვაშლის ექსპორტის მოცულობა წინა წელთან შედარებით – 54%-ით, ღირებულება კი 86%-ით (1,4 მლნ აშშ დოლარი) გაიზარდა. 1 კგ ვაშლის საშუალო საექსპორტო ფასი 0,73 $-ია, რაც 16%-ით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. რაც შეეხება წინა თვეს, აქ ვაშლის საშუალო საექსპორტო ფასი 21%-ით არის გაზრდილი და კილოგრამზე 0,76$ შეადგენს. ვაშლის ძირითადი საექსპორტო ქვეყანა რუსეთია (15.083 ტონა); ასევე, 665 ტონა ვაშლი ექსპორტირებულია თურქეთში, 150 ტონა – ბელარუსში, 110 ტონა – სომხეთში და 44 ტონა – სხვა ქვეყნებში. ვაშლი, ისევე როგორც ატამი, ყურძენი და მანდარინი, ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ძირითად კომპონენტს წარმოადგენს. ფერმერებისგან მოსავლის ჩაბარება სექტემბრის დასაწყისიდან მიმდინარეობს. როგორც წინა წლებში, სახელმწიფომ არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის სტიმულირების მიზნით სუბსიდირების პროგრამა აამოქმედა, რომლიც 15 დეკემბერს დასრულდა. სახელმწიფო სუბსიდია გაიცა პროგრამაში ჩართულ ხილის გადამმუშავებელ იმ კომპანიებზე, რომლებმაც 2025 წლის 15 დეკემბრამდე მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლი არანაკლებ 27 თეთრად შეისყიდეს; სოფლის განვითარების სააგენტომ 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრის ოდენობის სუბსიდია გასცა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/14/250948344_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_9cfdff56b2286daf99c5a9724e649da9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა
რა შემოსავალი მიიღო საქართველომ ვაშლის ექსპორტისგან
ქართული ვაშლი ძირითადად რუსეთში იყიდება.
თბილისი, 7 მარტი — Sputnik. 28 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოდან 3,1 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 4,1 ათასი ტონა ვაშლია ექსპორტირებული, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
თებერვალში ვაშლის ექსპორტის მოცულობა წინა წელთან შედარებით – 54%-ით, ღირებულება კი 86%-ით (1,4 მლნ აშშ დოლარი) გაიზარდა.
"მზარდია როგორც ვაშლის ექსპორტის რაოდენობა, ასევე საშუალო საექსპორტო ფასი", - აღნიშნავენ სამინისტროში.
1 კგ ვაშლის საშუალო საექსპორტო ფასი 0,73 $-ია, რაც 16%-ით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. რაც შეეხება წინა თვეს, აქ ვაშლის საშუალო საექსპორტო ფასი 21%-ით არის გაზრდილი და კილოგრამზე 0,76$ შეადგენს.
ვაშლის ძირითადი საექსპორტო ქვეყანა რუსეთია (15.083 ტონა); ასევე, 665 ტონა ვაშლი ექსპორტირებულია თურქეთში, 150 ტონა – ბელარუსში, 110 ტონა – სომხეთში და 44 ტონა – სხვა ქვეყნებში.
ვაშლი, ისევე როგორც ატამი, ყურძენი და მანდარინი, ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ძირითად კომპონენტს წარმოადგენს. ფერმერებისგან მოსავლის ჩაბარება სექტემბრის დასაწყისიდან მიმდინარეობს.
როგორც წინა წლებში, სახელმწიფომ არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის სტიმულირების მიზნით სუბსიდირების პროგრამა აამოქმედა, რომლიც 15 დეკემბერს დასრულდა.
სახელმწიფო სუბსიდია გაიცა პროგრამაში ჩართულ ხილის გადამმუშავებელ იმ კომპანიებზე, რომლებმაც 2025 წლის 15 დეკემბრამდე მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლი არანაკლებ 27 თეთრად შეისყიდეს; სოფლის განვითარების სააგენტომ 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრის ოდენობის სუბსიდია გასცა.