https://sputnik-georgia.com/20260306/tbilservis-jgufma-axali-specteqnika-seizina-297472074.html
"თბილსერვის ჯგუფმა" ახალი სპეცტექნიკა შეიძინა
"თბილსერვის ჯგუფმა" ახალი სპეცტექნიკა შეიძინა
Sputnik საქართველო
"თბილსერვის ჯგუფის" განახლებული ტექნიკა თბილისის მერმა დაათვალიერა 06.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-06T18:35+0400
2026-03-06T18:35+0400
2026-03-06T18:35+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
ტრანსპორტი საქართველოში
საზოგადოება
კახა კალაძე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/0f/275807535_0:182:3078:1913_1920x0_80_0_0_2d8b8ac4fc097ea450df8feb02291c81.jpg
თბილისი, 6 მარტი — Sputnik. "თბილსერვის ჯგუფის" ავტობაზა 22 ერთეული სპეცმანქანით განახლდა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ. ახალი ტექნიკა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან და "თბილსერვის ჯგუფის" დირექტორ გიორგი პაპავასთან ერთად დაათვალიერა. სპეცტექნიკის შესყიდვა ორ ეტაპად განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც დედაქალაქში MAN-ისა და RENAULT-ის მარკის 10, 15, 21-კუბიანი ნაგავმზიდები, ასევე, FORD-ის მარკის ნარჩენების გადამზიდი ტექნიკა (ე.წ. ჰუკლიპტი) შემოვიდა. "აღნიშნული შესყიდვის შემდეგ, "თბილსერვის ჯგუფს" 40%-ზე მეტი განახლებული ტექნიკა ექნება, რაც ძალიან კარგია და მისასალმებელია. ჩვენ ამ მიმართულებით მუშაობას განვაგრძობთ, რადგან, როგორც გითხარით, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ქალაქი იყოს სუფთა და ყველანაირად მოწესრიგებული", – განაცხადა კახა კალაძემ. ორივე ტენდერის ფარგლებში შემოყვანილი მანქანების საერთო ღირებულება 8.628.673 ლარია, მომწოდებელი კომპანიები კი შპს "ჯითი გრუპი" და შპს "თეგეტა მოტორსია". "თბილსერვის ჯგუფი" მიმდინარე წელსაც შეისყიდის ნაგავმზიდ მანქანებს და ასევე, სხვა მიმართულების ტექნიკას. შესაბამისი ტენდერები გამოცხადებულია და მანქანები დედაქალაქს სხვადასხვა პერიოდში მიეწოდება. დასუფთავების მიმართულებით ავტობაზის განახლების შედეგად, დედაქალაქის მასშტაბით ეტაპობრივად უმჯობესდება ნარჩენების გატანის პროცესი და შესაბამისი სერვისები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/0f/275807535_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_005c8205de0e069567701c2b1a4413f2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, ტრანსპორტი საქართველოში, საზოგადოება, კახა კალაძე
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, ტრანსპორტი საქართველოში, საზოგადოება, კახა კალაძე
"თბილსერვის ჯგუფმა" ახალი სპეცტექნიკა შეიძინა
"თბილსერვის ჯგუფის" განახლებული ტექნიკა თბილისის მერმა დაათვალიერა
თბილისი, 6 მარტი — Sputnik. "თბილსერვის ჯგუფის" ავტობაზა 22 ერთეული სპეცმანქანით განახლდა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
ახალი ტექნიკა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან და "თბილსერვის ჯგუფის" დირექტორ გიორგი პაპავასთან ერთად დაათვალიერა.
"თბილსერვის ჯგუფმა" 22 ერთეული სპეცტექნიკა შეიძინა. გარდა ამისა, წელს ველოდებით 40 ერთეულ ტექნიკას, რომელიც კიდევ უფრო გააუმჯობესებს აღნიშნული სამსახურის გამართულ მუშაობას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ნარჩენების დროულად, ეფექტურად გატანა. ქალაქი ყოველთვის უნდა იყოს სუფთა, მოწესრიგებული, ამაში კი განსაკუთრებული როლი აქვს შესაბამისი ტექნიკის არსებობას და მის განახლებას", - განაცხადა თბილისის მერმა.
სპეცტექნიკის შესყიდვა ორ ეტაპად განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც დედაქალაქში MAN-ისა და RENAULT-ის მარკის 10, 15, 21-კუბიანი ნაგავმზიდები, ასევე, FORD-ის მარკის ნარჩენების გადამზიდი ტექნიკა (ე.წ. ჰუკლიპტი) შემოვიდა.
"აღნიშნული შესყიდვის შემდეგ, "თბილსერვის ჯგუფს" 40%-ზე მეტი განახლებული ტექნიკა ექნება, რაც ძალიან კარგია და მისასალმებელია. ჩვენ ამ მიმართულებით მუშაობას განვაგრძობთ, რადგან, როგორც გითხარით, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ქალაქი იყოს სუფთა და ყველანაირად მოწესრიგებული", – განაცხადა კახა კალაძემ.
ორივე ტენდერის ფარგლებში შემოყვანილი მანქანების საერთო ღირებულება 8.628.673 ლარია, მომწოდებელი კომპანიები კი შპს "ჯითი გრუპი" და შპს "თეგეტა მოტორსია".
"თბილსერვის ჯგუფი" მიმდინარე წელსაც შეისყიდის ნაგავმზიდ მანქანებს და ასევე, სხვა მიმართულების ტექნიკას. შესაბამისი ტენდერები გამოცხადებულია და მანქანები დედაქალაქს სხვადასხვა პერიოდში მიეწოდება.
დასუფთავების მიმართულებით ავტობაზის განახლების შედეგად, დედაქალაქის მასშტაბით ეტაპობრივად უმჯობესდება ნარჩენების გატანის პროცესი და შესაბამისი სერვისები.