https://sputnik-georgia.com/20260306/saqartvelodan-txilis-eqsporti-gaizarda-297471604.html
საქართველოდან თხილის ექსპორტი გაიზარდა
საქართველოდან თხილის ექსპორტი გაიზარდა
Sputnik საქართველო
თხილი საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქციაა, რომლის დაახლოებით 70%-ზე მეტი ევროკავშირის ქვეყნებში გადის. 06.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-06T16:41+0400
2026-03-06T16:41+0400
2026-03-06T16:41+0400
ახალი ამბები
საქართველო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
საქართველოს სოფლის მეურნეობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24638/83/246388348_0:132:2500:1538_1920x0_80_0_0_a052a0bc4b41887c5b8a475895879f3e.jpg
თბილისი, 6 მარტი — Sputnik. 2025 წლის პირველი აგვისტოდან 2026 წლის თებერვალის ჩათვლით საქართველომ თხილის ექსპორტისგან 19,3 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. თხილი საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქციაა, რომლის დაახლოებით 70%-ზე მეტი ევროკავშირის ქვეყნებში გადის. საანგარიშო პერიოდში ქვეყანამ ექპორტზე 1,7 ათასი ტონა თხილი გაიტანა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 33%-ით (407,4 ტონა) მეტია. საანგარიშო პერიოდში გაზრდილია თხილის ექპორტის ღირებულებაც, ის 2,2-ჯერ (10,4 მლნ აშშ დოლარი) არის გაზრდილი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. ქართული თხილის ძირითადი საექსპორტო ბაზარი ევროკავშირია (იტალია, ესპანეთი, გერმანია, საფრანგეთი, საბერძნეთი), სადაც 2025 წლის 1 აგვისტოდან 2026 წლის 28 თებერვლის ჩათვლით ექსპორტირებულია 9,9 ათასი ტონა თხილი. 944 ტონა თხილი აგრეთვე ექსპორტირებულია სირიაში, 511 ტონა – სომხეთში და 473 ტონა – რუსეთში. დარგის დახმარება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2026 წლის 1-ელი იანვრიდან თხილის მწარმოებელი ფერმერების დახმარების პროგრამა აღარ გრძელდება. თხილის წარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებდა როგორც მცირე, ისე მსხვილი ფერმერული მეურნეობების დახმარებას, საქართველოში 2022 წლის ნოემბერში ამოქმედდა. პროგრამის ფარგლებში ყველა ფიზიკური პირი, რომლის მფლობელობაში ან სარგებლობაშია 0,2-დან 3 ჰექტარამდე ფართობის თხილის პლანტაციები, სახელმწიფოსგან 1 ჰექტარზე 500 ლარის ოდენობით სუბსიდირებას იღებდა. პროგრამის წლიური ბიუჯეტი დაახლოებით 20 მლნ ლარი იყო. სახელმწიფო დახმარება დარგისთვის აუცილებელი გახდა, რადგანაც 2017 წელს აზიური ფაროსანას გავრცელების გამო თხილის წარმოების მოცულობა, ხარისხი და ექსპორტი შემცირდა. მავნებლების წინააღმდეგ მასშტაბურმა ზომებმა, რომლებიც დღემდე გრძელდება, შედეგი გამოიღო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24638/83/246388348_138:0:2363:1669_1920x0_80_0_0_585ff81397df6a53d96d1cad81554242.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს სოფლის მეურნეობა
ახალი ამბები, საქართველო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს სოფლის მეურნეობა
საქართველოდან თხილის ექსპორტი გაიზარდა
თხილი საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქციაა, რომლის დაახლოებით 70%-ზე მეტი ევროკავშირის ქვეყნებში გადის.
თბილისი, 6 მარტი — Sputnik. 2025 წლის პირველი აგვისტოდან 2026 წლის თებერვალის ჩათვლით საქართველომ თხილის ექსპორტისგან 19,3 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
თხილი საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქციაა, რომლის დაახლოებით 70%-ზე მეტი ევროკავშირის ქვეყნებში გადის.
საანგარიშო პერიოდში ქვეყანამ ექპორტზე 1,7 ათასი ტონა თხილი გაიტანა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 33%-ით (407,4 ტონა) მეტია.
საანგარიშო პერიოდში გაზრდილია თხილის ექპორტის ღირებულებაც, ის 2,2-ჯერ (10,4 მლნ აშშ დოლარი) არის გაზრდილი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.
ქართული თხილის ძირითადი საექსპორტო ბაზარი ევროკავშირია (იტალია, ესპანეთი, გერმანია, საფრანგეთი, საბერძნეთი), სადაც 2025 წლის 1 აგვისტოდან 2026 წლის 28 თებერვლის ჩათვლით ექსპორტირებულია 9,9 ათასი ტონა თხილი. 944 ტონა თხილი აგრეთვე ექსპორტირებულია სირიაში, 511 ტონა – სომხეთში და 473 ტონა – რუსეთში.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2026 წლის 1-ელი იანვრიდან თხილის მწარმოებელი ფერმერების დახმარების პროგრამა აღარ გრძელდება.
თხილის წარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებდა როგორც მცირე, ისე მსხვილი ფერმერული მეურნეობების დახმარებას, საქართველოში 2022 წლის ნოემბერში ამოქმედდა.
პროგრამის ფარგლებში ყველა ფიზიკური პირი, რომლის მფლობელობაში ან სარგებლობაშია 0,2-დან 3 ჰექტარამდე ფართობის თხილის პლანტაციები, სახელმწიფოსგან 1 ჰექტარზე 500 ლარის ოდენობით სუბსიდირებას იღებდა. პროგრამის წლიური ბიუჯეტი დაახლოებით 20 მლნ ლარი იყო.
სახელმწიფო დახმარება დარგისთვის აუცილებელი გახდა, რადგანაც 2017 წელს აზიური ფაროსანას გავრცელების გამო თხილის წარმოების მოცულობა, ხარისხი და ექსპორტი შემცირდა. მავნებლების წინააღმდეგ მასშტაბურმა ზომებმა, რომლებიც დღემდე გრძელდება, შედეგი გამოიღო.