https://sputnik-georgia.com/20260306/rogor-aisaxeba-saqartveloze-konfliqti-axlo-armosavletsi-297475649.html
როგორ აისახება საქართველოზე კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში - თვალსაზრისი
როგორ აისახება საქართველოზე კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში - თვალსაზრისი
Sputnik საქართველო
საქართველოს ხელისუფლებამ სამძიმარი გამოუცხადა ირანელ ხალხს მშვიდობიანი მოსახლეობის, პოლიტიკური ლიდერებისა და ბავშვების დაღუპვის გამო, ისე ისრაელის მთავრობას... 06.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-06T19:27+0400
2026-03-06T19:27+0400
2026-03-06T19:27+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
პოლიტიკა
ირანი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/0c/251437925_0:201:2929:1848_1920x0_80_0_0_0e7c4335764db62ea925613c71fa8673.jpg
თბილისი, 6 მარტი — Sputnik. საქართველოს მთავრობა ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის მიმართ სწორ პოზიციას იკავებს და ქვეყნის ეკონომიკამ ამით ფინანსური სარგებელი შეიძლება მიიღოს, მიაჩნიათ საერთაშორისო ექსპერტებსა და პოლიტიკოსებს.შაბათს, 28 თებერვალს, აშშ-მა და ისრაელმა თეირანსა და ირანის სხვა ქალაქებში არსებულ სამხედრო და ადმინისტრაციულ ობიექტებზე დარტყმები განახორციელეს. ვრცელდება ინფორმაცია ნგრევასა და მსხვერპლზე. თავის ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმების საპასუხოდ, ირანმა რეგიონში არსებულ აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე, ასევე ისრაელზე საპასუხო თავდასხმები განახორციელა.ის მიიჩნევს, რომ საქართველო გლობალური არასტაბილურობის ფონზე რეგიონში თავის როლს აძლიერებს.„გლობალური ტურბულენტობის ფონზე, ქვეყანა სულ უფრო მეტად ყალიბდება როგორც რეგიონული ეკონომიკური და საინვესტიციო ჰაბი, რომელიც აერთიანებს სტაბილურ მაკროეკონომიკას, სწრაფად მზარდ ტურიზმის სექტორს და მშვიდობასა და სტაბილურობაზე ორიენტირებულ საგარეო პოლიტიკას“, - მიიჩნევს ქართველიშვილი.პოლიტოლოგისა და SIKHA Foundation-ის კვლევითი ინსტიტუტის დამფუძნებლის, არჩილ სიხარულიძის თქმით, საქართველომ დაამტკიცა თავისი სატრანზიტო სტაბილურობა.საქართველომ სრული სოლიდარობა გამოუცხადა სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნებს, რომლებთანაც ქვეყანას გამორჩეული პარტნიორობა აკავშირებს. ხელისუფლებამ სამძიმარი გამოუცხადა როგორც ირანის ისლამურ რესპუბლიკას და ირანელ ხალხს მშვიდობიანი მოსახლეობის, პოლიტიკური ლიდერებისა და ბავშვების დაღუპვის გამო, ისე ისრაელის მთავრობას მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის გამო.იმის შესახებ, რომ საქართველოს ხელისუფლება სწორ პოლიტიკას ატარებს, ექსპერტი ბაკო ხელაძეც საუბრობს.ამასობაში, ბიზნესები უკვე აფიქსირებენ უარყოფით შედეგებს საქართველოსთვის, მათ შორის ტურიზმის შემცირებას და გარკვეული პროდუქტების, ასევე საზღვაო გადაზიდვების ფასების ზრდას ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის გამო.ამავდროულად, ირანზე საქართველოს დამოკიდებულება ეკონომიკური კუთხით დაბალი რჩება. ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 2025 წელს 290,5 მილიონი დოლარი შეადგინა, საიდანაც 38,7 მილიონი დოლარი ექსპორტი იყო, ხოლო 251,8 მილიონი დოლარი - იმპორტი. საქართველო, ძირითადად, ირანიდან ახორციელებს მოსაპირკეთებელი მასალების, პოლიმერების, რძის, ნაღების, ლითონებისა და ლითონის ნაწარმის იმპორტს.ირანსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში ერთადერთ მზარდ სფეროდ ტურიზმი რჩება. ირანი იმ 15 ქვეყანას შორისაა, საიდანაც საქართველოში ვიზიტორები ჩამოდიან. 2025 წელს ქვეყანას 120.100 ირანელი მოქალაქე ეწვია. 2024 წელთან შედარებით, ეს მაჩვენებელი 17,26%-ით შემცირდა.
საქართველო
ირანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/0c/251437925_98:0:2829:2048_1920x0_80_0_0_8bd4ab83bc32e03f2a6e9718378b6cf3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, პოლიტიკა, ირანი
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, პოლიტიკა, ირანი
როგორ აისახება საქართველოზე კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში - თვალსაზრისი
საქართველოს ხელისუფლებამ სამძიმარი გამოუცხადა ირანელ ხალხს მშვიდობიანი მოსახლეობის, პოლიტიკური ლიდერებისა და ბავშვების დაღუპვის გამო, ისე ისრაელის მთავრობას მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის გამო.
თბილისი, 6 მარტი — Sputnik. საქართველოს მთავრობა ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის მიმართ სწორ პოზიციას იკავებს და ქვეყნის ეკონომიკამ ამით ფინანსური სარგებელი შეიძლება მიიღოს, მიაჩნიათ საერთაშორისო ექსპერტებსა და პოლიტიკოსებს.
შაბათს, 28 თებერვალს, აშშ-მა და ისრაელმა თეირანსა და ირანის სხვა ქალაქებში არსებულ სამხედრო და ადმინისტრაციულ ობიექტებზე დარტყმები განახორციელეს. ვრცელდება ინფორმაცია ნგრევასა და მსხვერპლზე. თავის ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმების საპასუხოდ, ირანმა რეგიონში არსებულ აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე, ასევე ისრაელზე საპასუხო თავდასხმები განახორციელა.
„ფინანსური ნაკადების ნაწილი, რომელიც ადრე ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებისა და მიმდებარე ბაზრებისკენ იყო მიმართული, თანდათან უფრო სტაბილურ მიმართულებებზე ინაცვლებს. ამჟამად საქართველო ასეთ მიმართულებებად მოიაზრება“, - განაცხადა „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა.
ის მიიჩნევს, რომ საქართველო გლობალური არასტაბილურობის ფონზე რეგიონში თავის როლს აძლიერებს.
„გლობალური ტურბულენტობის ფონზე, ქვეყანა სულ უფრო მეტად ყალიბდება როგორც რეგიონული ეკონომიკური და საინვესტიციო ჰაბი, რომელიც აერთიანებს სტაბილურ მაკროეკონომიკას, სწრაფად მზარდ ტურიზმის სექტორს და მშვიდობასა და სტაბილურობაზე ორიენტირებულ საგარეო პოლიტიკას“, - მიიჩნევს ქართველიშვილი.
პოლიტოლოგისა და SIKHA Foundation-ის კვლევითი ინსტიტუტის დამფუძნებლის, არჩილ სიხარულიძის თქმით, საქართველომ დაამტკიცა თავისი სატრანზიტო სტაბილურობა.
„საქართველომ ბოლო 30 წლის განმავლობაში დაამტკიცა, რომ ძალიან სტაბილური და მდგრადია განვითარების თვალსაზრისით. აქ იცვლებოდნენ მთავრობები, ხდებოდა რევოლუციები, მაგრამ საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის, როლი არასდროს დამდგარა ეჭვქვეშ, არასდროს შეჩერებულა“, - განუცხადა სიხარულიძემ Sputnik-საქართველოს.
საქართველომ სრული სოლიდარობა გამოუცხადა სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნებს, რომლებთანაც ქვეყანას გამორჩეული პარტნიორობა აკავშირებს. ხელისუფლებამ სამძიმარი გამოუცხადა როგორც ირანის ისლამურ რესპუბლიკას და ირანელ ხალხს მშვიდობიანი მოსახლეობის, პოლიტიკური ლიდერებისა და ბავშვების დაღუპვის გამო, ისე ისრაელის მთავრობას მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის გამო.
იმის შესახებ, რომ საქართველოს ხელისუფლება სწორ პოლიტიკას ატარებს, ექსპერტი ბაკო ხელაძეც საუბრობს.
„ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც პრაქტიკულად არ შეუძლია ირანიდან მომდინარე საფრთხეებთან დამოუკიდებლად გამკლავება. ჩვენ ვნახეთ, რომ ირანის უშუალო მეზობლებიც კი არ არიან უსაფრთხოდ, ამიტომ საქართველოს ნამდვილად არ აქვს ფუფუნება, გახდეს ამ ან სხვა კონფლიქტის მხარე. სამწუხაროდ, ჩვენ არ ვართ საკმარისად ძლიერი სახელმწიფო, რომ თავს ამის უფლება მივცეთ“, - განაცხადა ხელაძემ.
ამასობაში, ბიზნესები უკვე აფიქსირებენ უარყოფით შედეგებს საქართველოსთვის, მათ შორის ტურიზმის შემცირებას და გარკვეული პროდუქტების, ასევე საზღვაო გადაზიდვების ფასების ზრდას ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის გამო.
ამავდროულად, ირანზე საქართველოს დამოკიდებულება ეკონომიკური კუთხით დაბალი რჩება. ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 2025 წელს 290,5 მილიონი დოლარი შეადგინა, საიდანაც 38,7 მილიონი დოლარი ექსპორტი იყო, ხოლო 251,8 მილიონი დოლარი - იმპორტი. საქართველო, ძირითადად, ირანიდან ახორციელებს მოსაპირკეთებელი მასალების, პოლიმერების, რძის, ნაღების, ლითონებისა და ლითონის ნაწარმის იმპორტს.
ირანსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში ერთადერთ მზარდ სფეროდ ტურიზმი რჩება. ირანი იმ 15 ქვეყანას შორისაა, საიდანაც საქართველოში ვიზიტორები ჩამოდიან. 2025 წელს ქვეყანას 120.100 ირანელი მოქალაქე ეწვია. 2024 წელთან შედარებით, ეს მაჩვენებელი 17,26%-ით შემცირდა.