https://sputnik-georgia.com/20260306/rkinigzit-satvirto-gadazidvebi-shemcirda-297466230.html
რკინიგზით სატვირთო გადაზიდვები შემცირდა - 2025 წლის მონაცემები
რკინიგზით სატვირთო გადაზიდვები შემცირდა - 2025 წლის მონაცემები
Sputnik საქართველო
2025 წელს რკინიგზის მომსახურებით 1.717,9 ათასმა მგზავრმა ისარგებლა, რაც 17,3%-ით ნაკლებია 2024 წელთან შედარებით. 06.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-06T13:07+0400
2026-03-06T13:07+0400
2026-03-06T13:07+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს რკინიგზა
საქართველოს ეკონომიკა
ეკონომიკა
სომხეთი
აზერბაიჯანი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/11/281445696_0:103:1280:823_1920x0_80_0_0_987861f629b3d3fcf5d86f7198d10eed.jpg
თბილისი, 6 მარტი — Sputnik. რკინიგზით სატვირთო გადაზიდვების მოცულობა 2025 წელს 2024 წელთან შედარებით, 3%-ით შემცირდა და 13,3 მლნ ტონა შეადგინა, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.„საქსტატის" ცნობით, აღნიშნული მოცულობიდან 7,9% მოდის ადგილობრივ გადაზიდვებზე, 34,7% საერთაშორისო გადაზიდვებზე (არ მოიცავს ტრანზიტს), ხოლო - 57,5% ტრანზიტზე.2025 წელს საერთაშორისო გადაზიდვების რეჟიმში რკინიგზით გადატანილი ტვირთის მოცულობის 24,2% ქვეყნიდან გატანილ ტვირთზე მოდის, ხოლო 75,8% - ქვეყანაში შემოტანილ ტვირთზე.გარდა ამისა, რკინიგზით შემოტანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 35,8% გამოგზავნილია რუსეთიდან, 27,2% – აზერბაიჯანიდან. თითოეული სხვა გამოგზავნი ქვეყნის წილმა შეადგინა 10%-ზე ნაკლები (სულ 37%).ტვირთების ყველაზე დიდი მოცულობა გატანილია სომხეთში (16,2%), ყაზახეთში (9,2%) და რუსეთში (8,4%).ტრანზიტი„საქსტატის“ მონაცემებით, ტრანზიტული ტვირთის მთლიანი მოცულობის 13,4% გადაზიდულია ნიდერლანდებში, 10,8% - თურქეთში, 6,6% - ჩინეთში, 2,9% – უკრაინაში, 2,4% - იტალიაში, 1,3% - რუმინეთში.აღნიშნულ პერიოდში ტრანზიტული ტვირთების 6%-ის გამომგზავნი ქვეყანა ბრაზილიაა, 3%-ის – თურქეთი და აშშ - 1,2%-ის.რკინიგზით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 36,4% მოდის კოქსზე და რაფინირებულ ნავთობპროდუქტებზე, 20,9% - ქიმიკატებზე, ქიმიურ პროდუქტებსა და ხელოვნურ ბოჭკოზე, რეზინის და პლასტმასის ნაწარმზე, 12,8% - მეტალის მადანსა და სამთო-მომპოვებელი მრეწველობის სხვა ნედლეულზე.სასაქონლო ჯგუფების მიხედვით განაწილება შიდა გადაზიდვებზე განსხვავებულია: 56,5% მოდის ლითონის მადანზე და სამთომომპოვებელი მრეწველობის სხვა ნედლეულზე, 22,7% - კოქსი და რაფინირებული ნავთობპროდუქტები, 9,9% კი სატრანსპორტო აღჭურვილობაზე.რაც შეეხება საერთაშორისო გადაზიდვებს, კოქსი და რაფინირებული ნავთობპროდუქტები (47,3%), სხვა არალითონური მინერალური პროდუქტები (17%), ლითონის მადანი და სამთო მრეწველობისა და კარიერების სხვა პროდუქტები (11%), სოფლის მეურნეობის, ნადირობისა და სატყეო მეურნეობის პროდუქცია (6,8%), ქვანახშირი და ლიგნიტი, ნედლი ნავთობი და ბუნებრივი აირი (5%), ძირითადი ლითონები (4,7%), ასევე ქიმიკატები, ქიმიური პროდუქტები და ხელოვნური ბოჭკოები (2,7%) ძირითადად რკინიგზით შემოჰქონდათ.ამასთან, ექსპორტირებულია ქიმიკატები, ქიმიური პროდუქტები და ხელოვნური ბოჭკოები (35%), საკვები პროდუქტები, სასმელები და თამბაქო (25,6%), ლითონის მადნები და სამთო მრეწველობისა და კარიერების სხვა პროდუქტები (13%), ასევე ძირითადი ლითონები (12,1%).სამგზავრო გადაზიდვები2025 წელს რკინიგზის მომსახურებით 1.717,9 ათასმა მგზავრმა ისარგებლა, რაც 17,3%-ით ნაკლებია 2024 წელთან შედარებით.საანგარიშო პერიოდში მგზავრთბრუნვის მოცულობა 17,7%-ით შემცირდა და 393,3 მლნ მგზავრი/კილომეტრი შეადგინა.სტატისტიკის თანახმად, ადგილობრივი მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 1.690,2 ათასი მგზავრი, რაც რკინიგზით გადაყვანილი მგზავრების მთლიანი რაოდენობის 98,4%-ს შეადგენს და 17,5%-ით ნაკლებია 2024 წლის მაჩვენებელზე.საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 27,7 ათასი მგზავრი, რაც 2,4%-ით ნაკლებია 2024 წელთან შედარებით. საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილი მგზავრების 67,9% შემოვიდა სომხეთიდან, ხოლო სომხეთის მიმართულებით გავიდა 32,1%. 2025 წელს სხვა მოსაზღვრე ქვეყნების მიმართულებით სამგზავრო გადაზიდვები არ განხორციელებულა.
საქართველო
სომხეთი
აზერბაიჯანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/11/281445696_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_ad1b9254a8b1faf856dba1f8d1e00cf0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს რკინიგზა, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, სომხეთი, აზერბაიჯანი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს რკინიგზა, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, სომხეთი, აზერბაიჯანი
რკინიგზით სატვირთო გადაზიდვები შემცირდა - 2025 წლის მონაცემები
2025 წელს რკინიგზის მომსახურებით 1.717,9 ათასმა მგზავრმა ისარგებლა, რაც 17,3%-ით ნაკლებია 2024 წელთან შედარებით.
თბილისი, 6 მარტი — Sputnik. რკინიგზით სატვირთო გადაზიდვების მოცულობა 2025 წელს 2024 წელთან შედარებით, 3%-ით შემცირდა და 13,3 მლნ ტონა შეადგინა, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
„საქსტატის" ცნობით, აღნიშნული მოცულობიდან 7,9% მოდის ადგილობრივ გადაზიდვებზე, 34,7% საერთაშორისო გადაზიდვებზე (არ მოიცავს ტრანზიტს), ხოლო - 57,5% ტრანზიტზე.
2025 წელს საერთაშორისო გადაზიდვების რეჟიმში რკინიგზით გადატანილი ტვირთის მოცულობის 24,2% ქვეყნიდან გატანილ ტვირთზე მოდის, ხოლო 75,8% - ქვეყანაში შემოტანილ ტვირთზე.
გარდა ამისა, რკინიგზით შემოტანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 35,8% გამოგზავნილია რუსეთიდან, 27,2% – აზერბაიჯანიდან. თითოეული სხვა გამოგზავნი ქვეყნის წილმა შეადგინა 10%-ზე ნაკლები (სულ 37%).
ტვირთების ყველაზე დიდი მოცულობა გატანილია სომხეთში (16,2%), ყაზახეთში (9,2%) და რუსეთში (8,4%).
„საქსტატის“ მონაცემებით, ტრანზიტული ტვირთის მთლიანი მოცულობის 13,4% გადაზიდულია ნიდერლანდებში, 10,8% - თურქეთში, 6,6% - ჩინეთში, 2,9% – უკრაინაში, 2,4% - იტალიაში, 1,3% - რუმინეთში.
აღნიშნულ პერიოდში ტრანზიტული ტვირთების 6%-ის გამომგზავნი ქვეყანა ბრაზილიაა, 3%-ის – თურქეთი და აშშ - 1,2%-ის.
რკინიგზით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 36,4% მოდის კოქსზე და რაფინირებულ ნავთობპროდუქტებზე, 20,9% - ქიმიკატებზე, ქიმიურ პროდუქტებსა და ხელოვნურ ბოჭკოზე, რეზინის და პლასტმასის ნაწარმზე, 12,8% - მეტალის მადანსა და სამთო-მომპოვებელი მრეწველობის სხვა ნედლეულზე.
სასაქონლო ჯგუფების მიხედვით განაწილება შიდა გადაზიდვებზე განსხვავებულია: 56,5% მოდის ლითონის მადანზე და სამთომომპოვებელი მრეწველობის სხვა ნედლეულზე, 22,7% - კოქსი და რაფინირებული ნავთობპროდუქტები, 9,9% კი სატრანსპორტო აღჭურვილობაზე.
რაც შეეხება საერთაშორისო გადაზიდვებს, კოქსი და რაფინირებული ნავთობპროდუქტები (47,3%), სხვა არალითონური მინერალური პროდუქტები (17%), ლითონის მადანი და სამთო მრეწველობისა და კარიერების სხვა პროდუქტები (11%), სოფლის მეურნეობის, ნადირობისა და სატყეო მეურნეობის პროდუქცია (6,8%), ქვანახშირი და ლიგნიტი, ნედლი ნავთობი და ბუნებრივი აირი (5%), ძირითადი ლითონები (4,7%), ასევე ქიმიკატები, ქიმიური პროდუქტები და ხელოვნური ბოჭკოები (2,7%) ძირითადად რკინიგზით შემოჰქონდათ.
ამასთან, ექსპორტირებულია ქიმიკატები, ქიმიური პროდუქტები და ხელოვნური ბოჭკოები (35%), საკვები პროდუქტები, სასმელები და თამბაქო (25,6%), ლითონის მადნები და სამთო მრეწველობისა და კარიერების სხვა პროდუქტები (13%), ასევე ძირითადი ლითონები (12,1%).
2025 წელს რკინიგზის მომსახურებით 1.717,9 ათასმა მგზავრმა ისარგებლა, რაც 17,3%-ით ნაკლებია 2024 წელთან შედარებით.
საანგარიშო პერიოდში მგზავრთბრუნვის მოცულობა 17,7%-ით შემცირდა და 393,3 მლნ მგზავრი/კილომეტრი შეადგინა.
სტატისტიკის თანახმად, ადგილობრივი მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 1.690,2 ათასი მგზავრი, რაც რკინიგზით გადაყვანილი მგზავრების მთლიანი რაოდენობის 98,4%-ს შეადგენს და 17,5%-ით ნაკლებია 2024 წლის მაჩვენებელზე.
საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 27,7 ათასი მგზავრი, რაც 2,4%-ით ნაკლებია 2024 წელთან შედარებით. საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილი მგზავრების 67,9% შემოვიდა სომხეთიდან, ხოლო სომხეთის მიმართულებით გავიდა 32,1%. 2025 წელს სხვა მოსაზღვრე ქვეყნების მიმართულებით სამგზავრო გადაზიდვები არ განხორციელებულა.