https://sputnik-georgia.com/20260306/maskatidan-damatebit-kidev-erti-reisi-sesruldeba-297476832.html
მასკატიდან დამატებით კიდევ ერთი რეისი შესრულდება
მასკატიდან დამატებით კიდევ ერთი რეისი შესრულდება
Sputnik საქართველო
მას შემდეგ, რაც ისრაელმა და აშშ-მ შაბათს, 28 თებერვალს, თეირანსა და ირანის სხვა ქალაქებში არსებულ სამხედრო და ადმინისტრაციულ ობიექტებზე დარტყმები... 06.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-06T22:33+0400
2026-03-06T22:33+0400
2026-03-06T22:33+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24715/99/247159978_0:132:3000:1820_1920x0_80_0_0_ed0971f451c43842fbb575310b274039.jpg
თბილისი, 6 მარტი — Sputnik. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 7 მარტს თბილისის მიმართულებით ომანის ქალაქ მასკატიდან სპეციალური რეისი განხორციელდება. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების გამო რამდენიმე ქვეყანაში საჰაერო სივრცის დახურვამ ავიამიმოსვლა შეაფერხა. აქედან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეების ქვეყანაში დასაბრუნებლად 3, 4 და 5 მარტს თბილისის მიმართულებით სპეციალური რეისები შესრულდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ახლო აღმოსავლეთში დაახლოებით საქრთველოს 180 მოქალაქეა ჩარჩენილი.„საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თბილისის მიმართულებით დაინიშნა დამატებითი სპეციალური რეისი ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად“, - ნათქვამია განცხადებაში.სპეციალური რეისი განხორციელდება მასკატიდან (ომანის სასულთნო) თბილისის (საქართველო) მიმართულებით 7 მარტს, 23:00 საათზე.საქართველოს მოქალაქეებმა უნდა მიმართონ საქართველოს შესაბამის საელჩოებს:საქართველოს საელჩო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში (აბუ-დაბი):ცხელი ხაზი (24/7): +971 54 2324 335ტელეფონი: +971 2 553 36 83ელ-ფოსტა: abudhabi.con@mfa.gov.geსაქართველოს საელჩო კატარის სახელმწიფოში (დოჰა):ცხელი ხაზი (24/7): +974 52 098 071ტელეფონი: +974 44 739 499ელ-ფოსტა: doha.emb@mfa.gov.ge.შაბათს, 28 თებერვალს, აშშ-მა და ისრაელმა თეირანსა და ირანის სხვა ქალაქებში არსებულ სამხედრო და ადმინისტრაციულ ობიექტებზე დარტყმები განახორციელეს. საჰაერო იერიშიდან მეორე დღეს, 1-ელ მარტს ოფიციალურმა ირანმა დაადასტურა უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის დაღუპვის ფაქტი - მისი ლიკვიდაცია განხორციელებული სარაკეტო თავდასხმების შედეგად თეირანში, საკუთარ რეზიდენციაში განხორციელდა. თავის ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმების საპასუხოდ, ირანმა რეგიონში არსებულ აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე, ასევე ისრაელზე საპასუხო თავდასხმები განახორციელა.საქართველოს მთავრობამ ისრაელისა და ირანის მოსახლეობას მშვიდობიანი მოქალაქეებისა და პოლიტიკური ლიდერების დაღუპვის გამო სამძიმარი გამოუცხადა.ხელისუფლებამ ასევე პირობა დადო, რომ რეგიონში მყოფი საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და მათი ინტერესების დასაცავად ყველა საჭირო ზომას მიიღებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24715/99/247159978_200:0:2801:1951_1920x0_80_0_0_c9d53352a07cc70220181f857713c406.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
მასკატიდან დამატებით კიდევ ერთი რეისი შესრულდება
მას შემდეგ, რაც ისრაელმა და აშშ-მ შაბათს, 28 თებერვალს, თეირანსა და ირანის სხვა ქალაქებში არსებულ სამხედრო და ადმინისტრაციულ ობიექტებზე დარტყმები განახორციელეს, ირანმა თავისი საჰაერო სივრცე დახურა.
თბილისი, 6 მარტი — Sputnik. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 7 მარტს თბილისის მიმართულებით ომანის ქალაქ მასკატიდან სპეციალური რეისი განხორციელდება. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების გამო რამდენიმე ქვეყანაში საჰაერო სივრცის დახურვამ ავიამიმოსვლა შეაფერხა. აქედან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეების ქვეყანაში დასაბრუნებლად 3, 4 და 5 მარტს თბილისის მიმართულებით სპეციალური რეისები შესრულდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ახლო აღმოსავლეთში დაახლოებით საქრთველოს 180 მოქალაქეა ჩარჩენილი.
„საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თბილისის მიმართულებით დაინიშნა დამატებითი სპეციალური რეისი ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად“, - ნათქვამია განცხადებაში.
სპეციალური რეისი განხორციელდება მასკატიდან (ომანის სასულთნო) თბილისის (საქართველო) მიმართულებით 7 მარტს, 23:00 საათზე.
საქართველოს მოქალაქეებმა უნდა მიმართონ საქართველოს შესაბამის საელჩოებს:
საქართველოს საელჩო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში (აბუ-დაბი):
ცხელი ხაზი (24/7): +971 54 2324 335
ტელეფონი: +971 2 553 36 83
ელ-ფოსტა: abudhabi.con@mfa.gov.ge
საქართველოს საელჩო კატარის სახელმწიფოში (დოჰა):
ცხელი ხაზი (24/7): +974 52 098 071
ტელეფონი: +974 44 739 499
ელ-ფოსტა: doha.emb@mfa.gov.ge.
შაბათს, 28 თებერვალს, აშშ-მა და ისრაელმა თეირანსა და ირანის სხვა ქალაქებში არსებულ სამხედრო და ადმინისტრაციულ ობიექტებზე დარტყმები განახორციელეს. საჰაერო იერიშიდან მეორე დღეს, 1-ელ მარტს ოფიციალურმა ირანმა დაადასტურა უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის დაღუპვის ფაქტი - მისი ლიკვიდაცია განხორციელებული სარაკეტო თავდასხმების შედეგად თეირანში, საკუთარ რეზიდენციაში განხორციელდა. თავის ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმების საპასუხოდ, ირანმა რეგიონში არსებულ აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე, ასევე ისრაელზე საპასუხო თავდასხმები განახორციელა.
საქართველოს მთავრობამ ისრაელისა და ირანის მოსახლეობას მშვიდობიანი მოქალაქეებისა და პოლიტიკური ლიდერების დაღუპვის გამო სამძიმარი გამოუცხადა.
ხელისუფლებამ ასევე პირობა დადო, რომ რეგიონში მყოფი საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და მათი ინტერესების დასაცავად ყველა საჭირო ზომას მიიღებს.