https://sputnik-georgia.com/20260305/saqartvelosi-savi-zrvis-plastikit-dabinzurebis-problemaze-imsjeles-297444900.html
საქართველოში შავი ზღვის პლასტიკით დაბინძურების პრობლემაზე იმსჯელეს
საქართველოში შავი ზღვის პლასტიკით დაბინძურების პრობლემაზე იმსჯელეს
Sputnik საქართველო
პროგრამა მიზნად ისახავს შავი ზღვის მდგრადი მართვისთვის საერთო რეგიონული ჩარჩოს შექმნას. 05.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-05T13:38+0400
2026-03-05T13:38+0400
2026-03-05T14:03+0400
ახალი ამბები
საქართველო
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
შავი ზღვა
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/1d/293966269_0:161:3068:1887_1920x0_80_0_0_b1faa39628e0676e865d540dfcc9cbfc.jpg
თბილისი, 5 მარტი — Sputnik. თბილისში მსოფლიო ბანკის პროგრამის „შავი ზღვის გალურჯება“ (Blueing the Black Sea) (BBSEA) ფარგლებში განხორციელებული კვლევის „ზღვის პლასტმასით დაბინძურების შემცირება საქართველოში“ მეორე ნაწილის განხილვა გაიმართა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.შეხვედრა შავი ზღვის გარემოსდაცვით გამოწვევებსა და მათი გადაჭრის მიმართულებით მიმდინარე ღონისძიებებს მიეძღვნა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პლასტმასით დაბინძურებას, რომელიც შავი ზღვის ეკოსისტემისთვის ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ საფრთხედ დასახელდება.დამატებითი კვლევები ჩატარდა ქვეყნის მასშტაბით 13 ლოკაციაზე და შედეგებმა აჩვენა, რომ პლასტმასით დაბინძურების მაჩვენებელი კვლავ საგანგაშოდ მაღალია.მსოფლიო ბანკის გარემოსდაცვითი სპეციალისტის, კლაუს სატლერის განცხადებით, საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი განახორციელა პლასტმასის დაბინძურების წინააღმდეგ საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნის მიმართულებით.მისი შეფასებით, საქართველო რეგიონში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა და მისი გამოცდილება შეიძლება მაგალითი გახდეს რეგიონის სხვა სახელმწიფოებისთვის.კვლევის „ზღვის პლასტმასით დაბინძურების შემცირება საქართველოში“ თანახმად, წყლის ადიდების პერიოდში მდინარეებში დაგროვილი ნარჩენები ზღვაში ხვდება, რაც კიდევ უფრო ამძიმებს შავი ზღვის ეკოსისტემის მდგომარეობას და საფრთხეს უქმნის ბიომრავალფეროვნებას.კვლევა Blueing the Black Sea ასევე მოიცავს რეკომენდაციებს, რომლებიც ფოკუსირებულია პრევენციულ ღონისძიებებზე და ნარჩენების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მართვის გაუმჯობესებაზე.პროგრამა მიზნად ისახავს შავი ზღვის მდგრადი მართვისთვის საერთო რეგიონული ჩარჩოს შექმნას.ინიციატივა ორიენტირებულია ზღვის დაბინძურების შემცირებაზე, ეკოსისტემების აღდგენაზე, მდგრადი თევზჭერისა და აკვაკულტურის განვითარებაზე, „ლურჯი ეკონომიკის“ და „ლურჯი სამუშაო ადგილების“ ხელშეწყობაზე, ასევე რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებაზე.პროგრამა ხორციელდება ბულგარეთის, საქართველოს, მოლდოვას, რუმინეთის, თურქეთისა და უკრაინის მთავრობებთან თანამშრომლობით, ასევე შავი ზღვის კომისიის (BSC), შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC), შავი ზღვის საერთო საზღვაო დღის წესრიგის (CMA) და ევროკომისიის (EC) აქტიური ჩართულობით.
საქართველო
შავი ზღვა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/1d/293966269_169:0:2900:2048_1920x0_80_0_0_ef0050d5d7f7363c4a14a13f82f0c447.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, შავი ზღვა , საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, შავი ზღვა , საზოგადოება
საქართველოში შავი ზღვის პლასტიკით დაბინძურების პრობლემაზე იმსჯელეს
13:38 05.03.2026 (განახლებულია: 14:03 05.03.2026) პროგრამა მიზნად ისახავს შავი ზღვის მდგრადი მართვისთვის საერთო რეგიონული ჩარჩოს შექმნას.
თბილისი, 5 მარტი — Sputnik. თბილისში მსოფლიო ბანკის პროგრამის „შავი ზღვის გალურჯება“ (Blueing the Black Sea) (BBSEA) ფარგლებში განხორციელებული კვლევის „ზღვის პლასტმასით დაბინძურების შემცირება საქართველოში“ მეორე ნაწილის განხილვა გაიმართა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
შეხვედრა შავი ზღვის გარემოსდაცვით გამოწვევებსა და მათი გადაჭრის მიმართულებით მიმდინარე ღონისძიებებს მიეძღვნა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პლასტმასით დაბინძურებას, რომელიც შავი ზღვის ეკოსისტემისთვის ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ საფრთხედ დასახელდება.
დამატებითი კვლევები ჩატარდა ქვეყნის მასშტაბით 13 ლოკაციაზე და შედეგებმა აჩვენა, რომ პლასტმასით დაბინძურების მაჩვენებელი კვლავ საგანგაშოდ მაღალია.
„ეს კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს პლასტმასის ნარჩენების პრევენციის მიმართულებით გატარებული სახელმწიფო პოლიტიკის მნიშვნელობას და გვაძლევს დამატებით არგუმენტებს შემდგომი ნაბიჯების გადასადგმელად“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა ლაშა ინაურმა.
მსოფლიო ბანკის გარემოსდაცვითი სპეციალისტის, კლაუს სატლერის განცხადებით, საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი განახორციელა პლასტმასის დაბინძურების წინააღმდეგ საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნის მიმართულებით.
მისი შეფასებით, საქართველო რეგიონში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა და მისი გამოცდილება შეიძლება მაგალითი გახდეს რეგიონის სხვა სახელმწიფოებისთვის.
„გლობალური გამოცდილება აჩვენებს, რომ ძლიერი სამართლებრივი ჩარჩო გადამწყვეტია კერძო სექტორის აქტიური ჩართულობისთვის. საქართველო ამ მიმართულებით მნიშვნელოვან პროგრესს აჩვენებს და რეგიონში ერთ-ერთ მოწინავედ ყალიბდება. მისი გამოცდილება შეიძლება მაგალითი გახდეს სხვა ქვეყნებისთვისაც“, - აღნიშნა კლაუს სატლერმა.
კვლევის „ზღვის პლასტმასით დაბინძურების შემცირება საქართველოში“ თანახმად, წყლის ადიდების პერიოდში მდინარეებში დაგროვილი ნარჩენები ზღვაში ხვდება, რაც კიდევ უფრო ამძიმებს შავი ზღვის ეკოსისტემის მდგომარეობას და საფრთხეს უქმნის ბიომრავალფეროვნებას.
კვლევა Blueing the Black Sea ასევე მოიცავს რეკომენდაციებს, რომლებიც ფოკუსირებულია პრევენციულ ღონისძიებებზე და ნარჩენების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მართვის გაუმჯობესებაზე.
პროგრამა მიზნად ისახავს შავი ზღვის მდგრადი მართვისთვის საერთო რეგიონული ჩარჩოს შექმნას.
ინიციატივა ორიენტირებულია ზღვის დაბინძურების შემცირებაზე, ეკოსისტემების აღდგენაზე, მდგრადი თევზჭერისა და აკვაკულტურის განვითარებაზე, „ლურჯი ეკონომიკის“ და „ლურჯი სამუშაო ადგილების“ ხელშეწყობაზე, ასევე რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებაზე.
პროგრამა ხორციელდება ბულგარეთის, საქართველოს, მოლდოვას, რუმინეთის, თურქეთისა და უკრაინის მთავრობებთან თანამშრომლობით, ასევე შავი ზღვის კომისიის (BSC), შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC), შავი ზღვის საერთო საზღვაო დღის წესრიგის (CMA) და ევროკომისიის (EC) აქტიური ჩართულობით.