https://sputnik-georgia.com/20260305/saqartvelos-sakalatburto-nakrebi-fibas-evropul-reitingsi-23-e-adgilzea-297441690.html
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები FIBA-ს ევროპულ რეიტინგში 23-ე ადგილზეა
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები FIBA-ს ევროპულ რეიტინგში 23-ე ადგილზეა
Sputnik საქართველო
დანიასთან გამარჯვების და მეორე ჯგუფურ ეტაპზე გასვლის შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრები FIBA-ს ევროპულ რეიტინგში 23-ე ადგილამდე დაწინაურდა 05.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-05T10:55+0400
2026-03-05T10:55+0400
2026-03-05T10:55+0400
საქართველო
ახალი ამბები
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/03/03/297412431_0:75:1440:885_1920x0_80_0_0_72e66f8fe2c84796635faca5db4e08a5.jpg
თბილისი, 5 მარტი — Sputnik. საქართველოს კალათბურთის ნაკრები 23-ე ადგილს იკავებს ევროპული გუნდების რეიტინგში, რომელიც კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის (FIBA) ვებგვერდზე გამოქვეყნდა.საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა ორშაბათს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეოთხე მატჩში დანიის გუნდს ანგარიშით 89:60 სძლია და მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ჯგუფურ ეტაპზე გავიდა.რეიტინგი მსოფლიო ჩემპიონატის თებერვალ-მარტის ფანჯრის მიხედვითაა შედგენილი, სადაც საქართველომ დანიის ნაკრები ორჯერ დაამარცხა. ნოემბრის ფანჯრის შემდეგ საქართველოს ნაკრები ხუთი პოზიციით დაწინაურდა.ეჭვგარეშეა ერთი რამ – თორნიკე შენგელიას MVP-ს პოტენციალი.„მან კიდევ ორი მატჩი ჩაატარა მაღალ დონეზე და კიდევ ერთხელ განიმტკიცა ერთ-ერთი ყველაზე დასაფასებელი კალათბურთელის სტატუსი ევროპის მასშტაბით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.რეიტინგში პირველ ადგილზეა თურქეთი, მეორეზე – პოლონეთი, მესამეზეა ესპანეთი – მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ოთხივეს ოთხ-ოთხი მოგება აქვს.მომდევნო ორი ტური ივლისის დასაწყისში გაიმართება და სწორედ მაშინ გადაწყდება საქართველო მესამე ადგილზე იქნება თუ უფრო მაღალი პოზიციით გადავა მომდევნო ეტაპზე.ეროვნული ნაკრები 2 ივლისს უკრაინასთან გასვლით მატჩს ლატვიაში გამართავს, ხოლო 5 ივლისს ესპანეთს უმასპინძლებს. ამ მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებს NBA-ელები სანდრო მამუკელაშვილი და გოგა ბითაძე დაემატებიან.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/03/03/297412431_80:0:1360:960_1920x0_80_0_0_aa97986632fa2f4432b38d30a06d3f87.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ახალი ამბები, სპორტი
საქართველო, ახალი ამბები, სპორტი
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები FIBA-ს ევროპულ რეიტინგში 23-ე ადგილზეა
დანიასთან გამარჯვების და მეორე ჯგუფურ ეტაპზე გასვლის შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრები FIBA-ს ევროპულ რეიტინგში 23-ე ადგილამდე დაწინაურდა
თბილისი, 5 მარტი — Sputnik. საქართველოს კალათბურთის ნაკრები 23-ე ადგილს იკავებს ევროპული გუნდების რეიტინგში, რომელიც კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის (FIBA) ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა ორშაბათს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეოთხე მატჩში დანიის გუნდს ანგარიშით 89:60 სძლია და მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ჯგუფურ ეტაპზე გავიდა.
რეიტინგი მსოფლიო ჩემპიონატის თებერვალ-მარტის ფანჯრის მიხედვითაა შედგენილი, სადაც საქართველომ დანიის ნაკრები ორჯერ დაამარცხა. ნოემბრის ფანჯრის შემდეგ საქართველოს ნაკრები ხუთი პოზიციით დაწინაურდა.
„საქართველო მომდევნო ეტაპზე გავიდა. კარგად გამოიყურება. წინ კიდევ ორი მნიშვნელოვანი მატჩია – უკრაინასთან და ესპანეთთან (ივლისში). რამდენი მოგებით გადავა საქართველო მეორე ჯგუფურ ეტაპზე, ჯერ უცნობია“, - ნათქვამია FIBA-ს ინფორმაციაში.
ეჭვგარეშეა ერთი რამ – თორნიკე შენგელიას MVP-ს პოტენციალი.
„მან კიდევ ორი მატჩი ჩაატარა მაღალ დონეზე და კიდევ ერთხელ განიმტკიცა ერთ-ერთი ყველაზე დასაფასებელი კალათბურთელის სტატუსი ევროპის მასშტაბით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
რეიტინგში პირველ ადგილზეა თურქეთი, მეორეზე – პოლონეთი, მესამეზეა ესპანეთი – მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ოთხივეს ოთხ-ოთხი მოგება აქვს.
მომდევნო ორი ტური ივლისის დასაწყისში გაიმართება და სწორედ მაშინ გადაწყდება საქართველო მესამე ადგილზე იქნება თუ უფრო მაღალი პოზიციით გადავა მომდევნო ეტაპზე.
ეროვნული ნაკრები 2 ივლისს უკრაინასთან გასვლით მატჩს ლატვიაში გამართავს, ხოლო 5 ივლისს ესპანეთს უმასპინძლებს. ამ მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებს NBA-ელები სანდრო მამუკელაშვილი და გოგა ბითაძე დაემატებიან.