https://sputnik-georgia.com/20260305/saqartvelo-momxmarebelta-uflebebis-dacvis-saertasoriso-kvireuls-umaspinzlebs-297444098.html
საქართველო მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო კვირეულს უერთდება
საქართველო მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო კვირეულს უერთდება
Sputnik საქართველო
მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე, 15 მარტი, მსოფლიო მასშტაბით 1983 წლიდან აღინიშნება. 05.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-05T12:19+0400
2026-03-05T12:19+0400
2026-03-05T12:19+0400
ახალი ამბები
საქართველო
სოციალური სფერო საქართველოში
კონკურენციის სააგენტო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/16/283545477_0:0:3068:1727_1920x0_80_0_0_6668ed484b9592388bcfb6e1951da5c9.jpg
თბილისი, 5 მარტი — Sputnik. თბილისსა და რეგიონებში 9-16 მარტს მომხმარებლის დაცვის IV საერთაშორისო კვირეული გაიმართება, იუწყება საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო. კვირეულის ჩატარება მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს უკავშირდება, რომელიც ყოველწლიურად 15 მარტს აღინიშნება. "მასშტაბური ღონისძიების მიზანია მომხმარებელთა უფლებების დაცვის მნიშვნელობის წარმოჩენა და ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლება", - აღნიშულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. კვირეული 9 მარტს თბილისში, სასტუმრო "პულმანში" გაიხსნება. ღონისძიებას 200-მდე სტუმარი დაესწრება, მათ შორის - აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საჯარო და კერძო სექტორის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საერთაშორისო პარტნიორები და დარგის ექსპერტები. 10 მარტს კვირეულს - გარდაბანი, 11 მარტს - გორი, 15 მარტს - ბათუმი, ხოლო 16 მარტს (კვირეულის დახურვა) - წყალტუბო უმასპინძლებს. მომხმარებლის დაცვის IV საერთაშორისო კვირეულის განმახორციელებელი უწყებები არიან: კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია, საქართველოს კომუნიკაციების კომისია, საქართველოს ეროვნული ბანკი, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური, სურსათის ეროვნული სააგენტო. მომხმარებლის დაცვის საერთაშორისო კვირეული საქართველოში უკვე მეოთხედ იმართება. 2023–2025 წლებში, კვირეულის ფარგლებში ჩატარებულ ღონისძიებებში მონაწილეობა 2000-მდე დაინტერესებულმა პირმა მიიღო. შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის: თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ახალქალაქში, გურჯაანსა და ქუთაისში გაიმართა. მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე, 15 მარტი, მსოფლიო მასშტაბით 1983 წლიდან აღინიშნება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/16/283545477_0:0:2732:2048_1920x0_80_0_0_e426619fe314090d7cbb820d596098e8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სოციალური სფერო საქართველოში, კონკურენციის სააგენტო, საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, სოციალური სფერო საქართველოში, კონკურენციის სააგენტო, საზოგადოება
საქართველო მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო კვირეულს უერთდება
მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე, 15 მარტი, მსოფლიო მასშტაბით 1983 წლიდან აღინიშნება.
თბილისი, 5 მარტი — Sputnik. თბილისსა და რეგიონებში 9-16 მარტს მომხმარებლის დაცვის IV საერთაშორისო კვირეული გაიმართება, იუწყება საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო.
კვირეულის ჩატარება მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს უკავშირდება, რომელიც ყოველწლიურად 15 მარტს აღინიშნება.
"მასშტაბური ღონისძიების მიზანია მომხმარებელთა უფლებების დაცვის მნიშვნელობის წარმოჩენა და ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლება", - აღნიშულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კვირეული 9 მარტს თბილისში, სასტუმრო "პულმანში" გაიხსნება. ღონისძიებას 200-მდე სტუმარი დაესწრება, მათ შორის - აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საჯარო და კერძო სექტორის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საერთაშორისო პარტნიორები და დარგის ექსპერტები.
10 მარტს კვირეულს - გარდაბანი, 11 მარტს - გორი, 15 მარტს - ბათუმი, ხოლო 16 მარტს (კვირეულის დახურვა) - წყალტუბო უმასპინძლებს.
მომხმარებლის დაცვის IV საერთაშორისო კვირეულის განმახორციელებელი უწყებები არიან: კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია, საქართველოს კომუნიკაციების კომისია, საქართველოს ეროვნული ბანკი, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური, სურსათის ეროვნული სააგენტო.
მომხმარებლის დაცვის საერთაშორისო კვირეული საქართველოში უკვე მეოთხედ იმართება. 2023–2025 წლებში, კვირეულის ფარგლებში ჩატარებულ ღონისძიებებში მონაწილეობა 2000-მდე დაინტერესებულმა პირმა მიიღო. შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის: თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ახალქალაქში, გურჯაანსა და ქუთაისში გაიმართა.
მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე, 15 მარტი, მსოფლიო მასშტაბით 1983 წლიდან აღინიშნება.